FM97.5 / LIVE

ჟურნალისტების პროტესტი ახალციხეში [Photo, Video]

მთავარიSK TV » ვიდეო 25.09.2012
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ჟურნალისტებმა ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვა გააპროტესტეს

ჟურნალისტების პროტესტი ახალციხეში [Photo, Video]

”მოგვეცით მუშაობის საშუალება”, ”ნუ ზღუდავთ ჟურნალისტებს”, ”ცესკო ჟურნალისტების უფლებებს ზღუდავს”, ”მეტი გამჭვირვალობა”, - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ახალციხეში მომუშავე ათამდე ჟურნალისტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გუშინ, 24 სექტემბერს მიღებული დადგენილება გააპროტესტა. დადგენილების მიხედვით, ჟურნალისტებს არჩევნების დღეს ფოტო და ვიდეო გადაღება მნიშვნელოვნად ეზღუდებათ.

საოლქო საარჩევნო კომისისათან შეკრებილ ათამდე ჟურნალისტს კომისიის თავმჯდომარემ თეა გავაშელმა განუმარტა, რომ მათ გადაღება არ ეკრძალებათ და ურჩია ცესკო-ს 42 დადგენილება კარგად წაეკითხათ.

ჟურნალისტების პროტესტი ახალციხეში [Photo, Video]

დადგენილების მიხედვით,

1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ. კომისიის წევრების მიერ ინტერვიუების მიცემა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის პროცესში მისთვის განკუთვნილი მოვალეობების შესრულების შეფერხების გარეშე.

2.დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში კენჭისყრის კაბინის ფოტო-ვიდეო გადაღება.

3. კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციისა თუ მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსია.

4. ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის შენობაში უნდა წარმოებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილებიდან, საიდანაც ჩანს საარჩევნო პროცესი.

5. მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისთვის ვფოტოვიდეოგადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრით დაშორებული გადაღების სუბიექტიდან/ობიექტიდან.

6. ერთიდაიგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს, ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტოვიდეოგადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 10 წუთისა. თუ აღნიშნულ წარმომადგენელს აქვს სურვილი, ფოტოვიდეოგადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, მაშინ ის ვალდებულია დაიკავოს კენჭისყრის შენობაში გამოყოფილი სპეციალური ადგილი.

7. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ კენჭისყრის მთელი დღის განმავლობაში აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება იმგვარად, რომ სტაციონალური ვიდეოგადამღები აპარატი იმყოფებოდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ადგილზე. ადგილი იმგვარად უნდა იყოს შერჩეული, რომ ჩანდეს საარჩევნო ყუთი.

8. იმ შემთხვევაში, თუკი კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი კამერით გადაადგილდება ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, კარგავს ფოტოვიდეოგადაღების წარმოების უფლებას.

ჟურნალისტების პროტესტი ახალციხეში [Photo, Video]

მსგავსი აქციები თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან და საქართველოს სხვა ქალაქებში, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან დღეს პარალელურად გაიმართა.



[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა წესები უნდა დავიცვათ 31 ოქტომბერს საარჩვენო უბანზე
ცესკომ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი შეიმუშავა
ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 სთ-ის მდგომარეობით (R)
საარჩევნო კომისიების შენობებში გადაადგილების რეგულაციები დაწესდა
  ახალციხის საოლქო კომისია ეთნიკურ უმცირესობებს კენჭისყრის დღის პროცედურებს აცნობს
სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები სპეცჯგუფებისთვის - ცესკო
15 ივნისს 3,637 საარჩევნო უბანი გაიხსნება