FM97.5 / LIVE

დავით ბაქრაძე ახალციხესა და ნინოწმიდაში კანდიდატებს წარადგენს

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 24.08.2012
სამცხე-ჯავახეთში დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს ელოდებიან. იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს

დავით ბაქრაძე ახალციხესა და ნინოწმიდაში კანდიდატებს წარადგენს

უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდის მაჟორიტარი კანდიდატი ახალციხეში ვაჟა ჩიტაშვილი იქნება, რომელიც 2008 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი იყო.

ვაჟა ჩიტაშვილს დამთავრებული აქვს სსრკ მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფილიალი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა. 1989 წლიდან დღემდე, გარდა 2008 წლის 10 თვისა, (იანვარი-ნოემბერი), იგი შსს სხვადასხვა განყოფილებებში სხვადასხვა თანამდებობზე მუშაობდა.

1989–92 წლებში მუშაობდა საქართვლოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალციხის რაიგანყოფილების უბნის ინსპეტქტორად.1992-94 წლებში საქართვლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიგანყოფილების გამომძიებელი იყო. 1994-2004 წლებში საქართვლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ახალციხის რაიონის საგამოძიებო განყოფილების უფროსია.2004-2005 წლებში სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში პროკურორის მოადგილედ მუშაობს. 2005-დან 2008 წლამდე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში
გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსია. 2008 წლის იანვრიდან ამავე წლის ნოემბრამდე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. 2008 წლიდან დღემდე კი სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი.

ახალციხის შემდეგ მაჟორიტარ კანდიდატს დავით ბაქრაძე ნინოწმინდაში წარადგენს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი აქ მმართველი პარტიის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხას მკვიდრი ენზელ მკოიანი იქნება.

დავით ბაქრაძე ახალციხესა და ნინოწმიდაში კანდიდატებს წარადგენს ენზელ მკოიანს დამთავრებული აქვს სომხეთის სომხეთის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია.

1976 -1977 წლებში ნინოწმინდის მოძრავ-მექანიზებული კოლონა N21 – მეორე თანრიგის მუშაა; 1977 წლის ნოემბერ-დეკემბერში ნინოემინდის ს/მ პროდუქტების დამზადების გაერთიანება – ტყავ-ნედლეულის საწყობის მუშად მუშაობს; 1978 - 1981 წლებში ნინოწმინდის სარემონტო სამშენებლო უბანზე წყალგაყვანილობის მუშაა; 1981-1983 წლებში საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს; 1983 - 1984 წლებში ახალქალაქის მოძრავ-მექანიზებული კოლონა N21 – მესამე თანრიგის მუშაა; 1984 - 1990 წლებში ახალქალაქის რაიონული კომიტეტის განთავისუფლებული მდივანია; 1990 - 1995 წლებში ახალქალაქის სამშენებლო მასალების დამამზადებელ კოოპერატივში "სტროიტელი”, თავმჯდომარის მოადგილედ მუშობს; 1996 - 1999 წლებში მრავალდარგოვანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში "ენერგია”, დირექტორის მოადგილეა; 1999 - 2004 – საქართველოს პარლამენტის წევრია; 2004 – 2008 - საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტის წევრი; 2008 წლიდან საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრია.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები
საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში
სამი მამაკაცი და არცერთი ქალი – 'ოცნების' მაჟორიტარი კანდიდატები  სამცხე–ჯავახეთში
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გია ბერაია დაინიშნა
მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალქალაქი–ნინოწმინდა
მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი
ვინ არიან ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები