FM97.5 / LIVE

მოხეში დაკავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

მთავარი 23.10.2014
გუშინ, 22 ოქტომბერს, მოხეში დაკავებული 14 მუსლიმიდან ერთ–ერთს, 56 წლის ნოდარ ირემაძეს, სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.სასწრაფო დახმარების სამსახურმა იგი ახალციხის საავადმყოფოში გადაიყვანა.

მოხეში დაკავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

ნოდარ ირემაძე დროებით მოთავსებით იზოლატორიდან ახალციხის სამედიცინო დაწესებულება „უნიმედი სამცხეში“ მაღალი ჰიპერტონიული წნევით გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ირემაძის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია: „საგანგაშო არაფერია, ჩაუტარდა გამოკვლევები, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ნორმალურია“.

ამ დროისთვის ნოდარ ირემაძე ისევ დროებით მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

დაკავებულის ახლობლები ამბობენ, რომ ირემაძის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„სასწრაფო დახმარების მანქანა, რომ დავინახეთ მაშინ გავიგეთ რა ხდებოდა“, – ამბობს ნოდარ ირემაძის რძალი ვარდო ირემაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 ოქტომბერს, სოფელ მოხეში მუსლიმებმა ძველი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის გახსნის სამუშაოები გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია 14 მუსლიმი. მუსლიმები დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსთან მთელი ღამის განმავლობაში მართავდნენ აქციას. აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, ხულოს მუფთი გურამ აბაშიძე შსს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძეს შეხვდა და დაკავებულების გათავისუფლების პირობა მიიღო.

მოხეში დაკავებულ მამაკაცს სამედიცინო დახმარება დასჭირდა
დაკავებულის რძალი ვარდო ირემაძე

[თამუნა უჩიძე, მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხულოს მუფთი: დაკავებულებს ეტაპობრივად გაათავისუფლებენ
სოფიო შამანიდი მოხის მოვლენებზე: გვჭირდება მეტი დაფიქრება, ვიდრე რამეს გავაკეთებთ
ზურა ჩილინგარაშვილი: „რელიგიური თემებით პოლიტიკური ქულების დაწერას არ ვაპირებ“
მუსლიმები მშვიდობიან მანიფესტაციას მართავენ
მოხეში მცხოვრებმა მუსლიმებმა პროტესტის ნიშნად შვილები სკოლაში არ გაუშვეს
მუსლიმების აქცია სამმართველოსთან მთელი ღამე გაგრძელდა
ადიგენის რაიონულ სამმართველოსთან მუსლიმები აქციას მართავენ