FM97.5 / LIVE

როგორ ხედავენ ახალგაზრდები თავიანთ როლს მომავალ არჩევნებში [Video]

მთავარივიდეო, არჩევნები 25.04.2014
რა იციან ახალციხელმა ახალგაზრდებმა მომავალი არჩევნების შესახებ; როგორია მათი მოტივაცია, როგორ ხედავენ თავიანთ როლს თვითმმართველობის არჩევნებში და როგორ წარმოუდგენიათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.

როგორ ხედავენ ახალგაზრდები თავიანთ როლს მომავალ არჩევნებში  [Video]
ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა ალექსანდრე ბერიძემ იცის, რომ ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდება და სულ რაღაც თვენახევარში მერი ან გამგებელი უნდა აირჩიოს.

„არჩევნებში მოსახლეობა, განსაკუთრებით სტუდენტები, აუცილებლად უნდა ჩავერთოთ. სტუდენტობა საზოგადოების ის ჯგუფია, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. მაგალითად, სულ მარტივად რომ ვთქვათ, ახალგაზრდები ამომრჩევლების 5 პროცენტს შეადგენენ და მათ ხელში რეალურად ბევრი ბერკეტია“, - გვეუბნება ალექსანდრე ბერიძე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს უნდა გაიმართოს. ახალციხე ერთ-ერთია იმ 7 ქალაქს შორის, რომელიც თვითმმართველობის შეცვლილი კოდექსის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქი ხდება და ამ არჩევნებზე, მერსა და გამგებელს პირდაპირი წესით აირჩევენ. ალექსანდრე ბერიძის მსგავსად, ახალციხის ქუჩებში გამოკითხული ახალგაზრდების ნაწილმა, ამ სიახლის შესახებ იცის.

სტუდენტი ილია სარალიძე ფიქრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს ისტორიისთვის გამორჩეული იქნება. ილია ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ არჩევნების შემდეგ რეგიონებში ვითარება დადებითად შეიცვლება.

„რეგიონში მიმდინარე პროცესების მიმართ ხალხს პასუხისმგებლობის გრძნობა გაეზრდება. მათ ექნებათ მეტი ბერკეტები ხელისუფლების გასაკონტროლებლად, რაც თავის მხრივ, გაზრდის ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხალხის მიმართა“, - ამბობს ილია.

იგი ფიქრობს, რომ გონიერმა ხელისუფალმა ახალგაზრდები, როგორც რესურსი, აუცილებლად უნდა გამოიყენოს: „ხელისუფლებას აქვს მატერიალური რესურსი, სტუდენტებს კი ადამიანური, უნდა მოხდეს ამ ორი რესურსის კომბინირება. სტუდენტს სჭირდება, რომ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები პრაქტიკაში განახორციელოს. ამ შემთხვევაში არ არის პრიორიტეტული მაღალი ანაზღაურება, პატივი ან პრესტიჟი. თვითმმართველობამ მათ უნდა შესთავაზოს სტაჟირების პროგრამები, ამით ამ რესურსს სასიკეთოდ გამოიყენებს, კადრები გადახალისდება, ახალი ხედვები გაჩნდება მმართველობაში“.

ილიასა და ალექსანდრესგან განსხვავებით, ნატო ინასარიძეს მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გააზრებული არ აქვს. თუმცა, ილიას მსგავსად, ნატოც ოპტიმისტურადაა განწყობილი. ამბობს, რომ საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა კარგი იქნებოდა. ამისთვის კი, მას და მის მეგობრებს, მეტი ინფორმაცია სჭირდებათ.

„პირველ რიგში აუცილებელია საზოგადოებრივი ცნობიერების ამღლება. ყველა მოქალაქე ვალდებულია დააფიქსიროს თავისი არჩევანი. სასურველი იქნება არჩევნების შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღოთ, ასე უკეთ გავაცნობიერებთ რა როლი გვაქვს არჩევნებში“, - ამბობს იგი.

„წარმოუდგენელია არ იცოდე რა არჩევნები მოდის და ვინ უნდა ავირჩიოთ, მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს დიდი თუ პატარა“, - გვეუბნება სტუდენტი ნანა მიქელაძე, თუმცა, ამავე დროს ამბობს, რომ თვითმმართველობის რეფორმას სიღრმისეულად არ იცნობს და მისთვის გაუგებარია რატომ და რის საფუძველზე იყოფა მუნიციპალიტეტები ორ ადმინსტრაციულ ერთეულად, - „იმდენჯერ შეიცვალა კოდექსი, ზუსტად არ ვიცი ახლა რა ხდება. ის კი ვიცი, რომ ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდება, რომელსაც ექნება საკუთარი ბიუჯეტი და ეყოლება მერი“.

ნანა მიქელაძისგან განსხვავებით, სტუდენტს თეო თაბუნიძეს მოახლოებული არჩევნების შესახებ არც ინფორმაცია აქვს და სხვებისგან განსხვავებით, არც ის აქვს გააზრებული რა როლი აქვს მას, როგორც ერთ მოქალაქეს, არჩევნებში ან ქალაქის ცხოვრებაში.

„სადმე არის გამოკრული რა არჩევნები მოდის?! ტელევიზორს არ ვუყურებ და შესაბამისად, ინფორმაციაც არ მაქვს. სიმართლე რომ გითხრათ, ეს თემა ჩემთვის საინტერესო არ არის, თუმცა არჩევნებზე აუცილებლად წავალ“,- ამბობს იგი.

სტუდენტი ანა ოქრომელიძე ფიქრობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, ვინ იქნებიან კანდიდატები. მისი თქმით, კარგი იქნება მერი ან გამგებლი ადგილობრივი კადრი რომ იყოს: „რეგიონის პირველი პირი უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც პირველ რიგში იზრუნებს ხალხისთვის და ქალაქისთვის და არა სკამის შენარჩუნებისთვის. სასურველი იქნება, თუ ადგილობრივი იქნება“.

როგორი უნდა იყოს ქალაქის მერი - თავისი კრიტერიუმები უკვე აქვს მედეა კოპაძეს.

„მერი იქნება, გამგებელი თუ დეპუტატი, აუცილებლად უნდა იყოს ადგილობრივი. იმიტომ რომ, ადგილობრივები გაცილებით უკეთ იცნობენ ქალაქს, მუნიციპალიტეტს, რეგიონს, იციან ადგილობრივების განწყობა და მათი მმართველობაც უფრო ეფექტური იქნება“, - გვეუბნება მედეა კოპაძე.

მართალია, გამოკითხული ახალგაზრდების უმეტესობა გვეუბნება, რომ მომავალი არჩევნების მნიშვნელობა გააზრებული აქვთ, მაგრამ, თითქმის არცერთ მათგანს რაიმე კონკრეტული გეგმა ან იდეა, რა წვლილი შეიძლება შეიტანონ თავისი ქალაქის ცხოვრებაში ან როგორ სურთ იმ გარემოს გარდაქმნა სადაც ცხოვრობენ, არ აქვთ. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ამისთვის მათ თვითმმართველობის რეფორმის დეტალებსა და არჩევნების მნიშვნელობაზე მეტი ინფორმაცია და მოტივაცია სჭირდებათ.



[მანანა სარაშვილი, ახალციხე]

როგორ ხედავენ ახალგაზრდები თავიანთ როლს მომავალ არჩევნებში  [Video] სტატია მომზადებულია პროექტის "ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი" ფარგლებში. პროექტს ახორციელებს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მნიშვნელოვანი არჩევნები და ნიჰილისტი ამომრჩევლები
'გააჩნია რა ამინდი იქნება, თუ იწვიმა, არ წავალ' – ხალხის აზრი არჩევნებზე [გამოკითხვა]
ახალციხეში თვითმმართველობის შეცვლილი კოდექსი განიხილეს
სად ვის ავირჩევთ მომავალ არჩევნებზე
ახალციხეში შესაძლოა თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს
რას მოუტანს ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი?
ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდება