FM97.5 / LIVE

ვინ რას გვპირდება ჯანდაცვის სფეროში – პარტიების საარჩევნო პროგრამა

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 28.10.2020
რა დაპირებები აქვთ პარტიებს ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებისთვის – გაგაცნობთ იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებს, რომლებსაც სამცხე–ჯავახეთის ოლქებში საკუთარი კანდიდატები ჰყავთ.

ვინ რას გვპირდება ჯანდაცვის სფეროში – პარტიების საარჩევნო პროგრამა

N2 „ევროპული საქართველო“


„ევროპული საქართველოს“ ხედვით, ჯანდაცვის სფეროს მთავარი გამოწვევა, მედიკამენტების ფასებია, სწორედ მასზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ესახება პარტიას სიღარიბის დაძლევის ერთ–ერთ გზად.

„ამისათვის 400-მდე დასახელების მედიკამენტის თანადაფინანსების კომპონენტი (სხვადასხვა შემოსავლის მქონე ჯგუფებისთვის განსხვავებული პროპორციით) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უნდა გაჩნდეს. ოღონდ ამისათვის ჯერ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ხარჯთეფექტიანობა უნდა გაიზარდოს, რისთვისაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება სადაზღვევო კომპანიებს უნდა გადაეცეთ. ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახელმწიფო (და არასახელმწიფო) ფინანსების ეფექტური ხარჯვა ასევე ხარისხის ამაღლების აუცილებელი წინაპირობაა“, – ვკითხულობთ პარტიის პროგრამაში


N4 „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ”


„ტრიბუნას“ ხედვაც, სხვა პარტიების მსგავსად, ჯანდაცვის სფეროს განვითარება, მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე გადის.

პარტიის პროგრამით, სახელმწიფომ პირველად ჯანდაცვას განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს, გარდა ამისა უნდა შეიცვალოს სოციალურად დაუცველთა შემწეობის გაცემის წესი და ამით მხოლოდ იმ პირებმა უნდა ისარგებლონ, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება.

“სახელმწიფო თავის თავზე აიღებს კერძო შუამავლების გარეშე პენსიებისა და შემწეობების დარიგებას. პენსიები და შემწეობები რისკებისაგან დაზღვეული იქნება სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის მიერ. ამ გზით შესაძლებელი გახდება პენსიონერებზე გაცემული კრედიტის წლიური განაკვეთი შემცირდეს სამ პროცენტამდე“ – ნათქვამია პროგრამაში.
ტრიბუნას გეგმით, ამ გზით სახელმწიფოს ექნება საშუალება, პენსიის ოდენობა გააორმაგოს.


N5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”


ენმ–ს საარჩევნო პროგრამის მიხედვით, საქართველოში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის ევროპასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელი, ჯანდაცვის სისტემის არაეფექტურობის ბრალია, ამის გასაუმჯობესებლად პარტია გეგმავს:

• მედიკამენტების ფასები განახევრდება; სულ მცირე, წელიწადში ერთხელ სრულყოფილი პროფილაქტიკური კვლევა, საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესებული სერვისი უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 400-ლარიანი კერძო პრემიუმ დაზღვევით - ყველასთვის, ვინც სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით;
• მედპერსონალის ხელფასები გაორმაგდება;
• პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, დაინერგება კერძო საექიმო პრაქტიკა; » გაიზრდება სახელმწიფო ონკოლოგიური პროგრამების დაფინანსება და გაიხსნება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და მაღალი კლასის სპეციალისტებით დაკომპლექტებული რეგიონული მასშტაბის ონკოლოგიური ცენტრი;
• 3 მილიარდი ლარი სამედიცინო ტურიზმიდან ჯანდაცვის სექტორში - საქართველოში სამკურნალოდ მეტი პაციენტის შემოსვლა ნიშნავს მეტი ფინანსური რესურსის გაჩენას კლინიკებისთვის, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ჯანდაცვის ტექნოლოგიური და თანამედროვე სისტემის ფორმირებას და ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პირებისთვის მნიშვნელოვნად გაზრდილ ხელფასებს.

N8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”


როგორ უნდა ვიზრუნოთ ხალხის ჯანმრთელობაზე? – ამ საკითხზე პატრიოტთა ალიანსის დამოკიდებულება ასეთია :
პარტიის ხედვით, ფასიანი კლინიკებისა და საავადმყოფოების განვითარების პარალელურად, მთელი საქართველო უნდა მოიცვას მუნიციპალურმა საავადმყოფოებმა და კლინიკებმა, სადაც მოსახლეობას სრულიად უფასოდ მოემსახურებიან
„ჩვენ გავხსნით მუნიციპალურ სამედიცინო დაწესებულებებს, თბილისში ამოქმედდება ერთი მუნიციპალური ჰოსპიტალი და 25 კლინიკა, სადაც სრულიად უფასოდ მოემსახურებიან სოციალურად გაჭირვებულ ჩვენს თანამოქალაქეებს“ – ვკითხულობთ პარტიის პროგრამაში

N 19 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“

პარტიის განცხადებით, „ჯანდაცვის სისტემის საყრდენი უნდა გახდეს პირველადი მედიცინა და რეგიონალური, არაკომერციული სახელმწიფო ჰოსპიტალები. ჩვენი მიზანია დღეს არსებულ კერძო კლინიკებთან ერთად სახელმწიფო მუნიციპალური კლინიკების ქსელის განვითარება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების რეფორმა, სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და პაციენტებისა და მედიკოსების უფლებების დაცვის ეფეტქური მექანიზმების შექმნა. ჩვენი პროგრამა გააიაფებს ჯანდაცვით ხარჯებს და გაზრდის ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას. გაიზრდება სპეციალიზირებული სამედიცინო სერვისის ხელმისაწვდომობა მ.შ. ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის, შშმპ სარეაბილიტაციო სერვისების, ფსიქიკური ჯანმრთელობის, პალიატიური და იშვიათი დაავადებების მართვის მიმართულებით“.

N21 „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“

იაფი მედიკამენტები – ესაა „თავისუფალი საქართველოს“ ერთ–ერთი მთავარი დაპირება ჯანდაცვის მიმართულებით. პარტიის გეგმით, უნდა გაგრძელდეს თურქეთიდან იაფი მედიკამენტების იმპორტი. მათი ხედვით პირველ რიგში უნდა მოიხსნას ყველა შეზღუდვა მედიკამენტების იმპორტზე.


N30 „შეცვალე საქართველო“


პარტია შეცვალე საქართველო გეგმავს ჯანდაცვის სამინისტროში შექმნას სიცოცხლის ხანგრძლივობის განყოფილება, ასევე „მოხდება მსოფლიოში პი რველი სამედიცინოსამეცნიერო გაცვლითი პლატფორმის შექმნა ბლოკჩეინზე, რომელიც გულისხმობს მსოფლიო მეცნიერების მიერ თავისი მიღწევების გაზიარებას როგორც ოფიციალური, ისე ინკოგნიტო რეჟიმში. ფაქტიურად, იქმნება სამეცნიერო კლასის მსოფლიოში პირველი ავტონომიური პლატფორმა, სადაც მოხდება მსოფლიოს მეცნიერების მიღწევების გაზიარება ერთმანეთისთვის. პლატფორმის მიზანია ერთობლივი ბრძოლა ისეთ დაავადებებთან როგორიცაა კიბო, ალცჰეიმერი ან თუნდაც სიბერე. მსოფლიოს მეცნიერების მიერ ერთმანეთისთვის გაზიარებული ინფორმაციით ბევრად დაჩქარდება ყველა დაავადებასთან ბრძოლა.“


N41 „ქართული ოცნება“


ჯანდაცვის სფეროს უმთავრეს პრიორიტეტად განისაზღვრება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტური დახვეწა, რაც უზრუნველყოფს ავადობის ადრეულ გამოვლენას, გააუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებელს.

სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა იქნება. ჯანდაცვაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიღწევისთვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ყველა მოსარგებლე მიიღებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, მისთვის მოსახერხებელ ადგილას დაყოვნების გარეშე. გაგრძელდება აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოფა ქრონიკული დაავადებების ეფექტური მართვისთვის. ასაკობრივი პენსია ეტაპობრივად 300 ლარამდე, სხვადასხვა საპენსიო კატეგორიისთვის კი 400 ლარამდე გაიზრდება. შემდეგი 4 წლის მანძილზე, ჩვენ ვგეგმავთ 13 000 -ზე მეტი დევნილი მოსახლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას.“

N56 „ლელო - მამუკა ხაზარაძე“


ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა თითოეულ მოქალაქეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტი ყველას ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაზე ზრუნვა ჯანდაცვის სისტემის სტრუქტურული და მართვის რეფორმა სამედიცინო განათლების რეფორმა და უწყვეტი სამედიცინო განათლება სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევა კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩართულობით ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა და დემონოპოლიზაცია პირველადი ჯანდაცვის განვითარება საქართველო - სამედიცინო ტურიზმის და ბალნეოლოგიური ცენტრი.

საქართველო განახლებულ პარლამენტს 31 ოქტომბერს აირჩევს.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საპრეზიდენტო კანდიდატები ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე
1-ელი მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დღეიდან დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა
ვინ რას ჰპირდება მოსახლეობას ჯანდაცვის სფეროში
ვისთვის არის და ვისთვის არა განათლება პრიორიტეტი – პარტიების საარჩევნო პროგრამა
ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა
რა აინტერესებს ხალხს პოლიტიკური პარტიებისგან [ნაწილი II]