FM97.5 / LIVE

რა წერია პარტიების პროგრამებში საპენსიო რეფორმაზე

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 27.10.2020
პოლიტიკური პარტიების ნაწილს პროგრამულ პრიორიტეტებში საპენსიო რეფორმა ცალკე აქვთ მოცემული. მათი ნაწილი დაგროვებით პენსიაზეც აკეთებს აქცენტს.

რა წერია პარტიების პროგრამებში საპენსიო რეფორმაზე

გთავაზობთ იმ 10 პარტიის პროგრამულ პრიორიტეტებში მოცემულ მუხლებს, რომლებიც საპენსიო რეფორმას შეეხება. ეს ის პარტიებია, რომლებსაც სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარულ ოლქებში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატები ჰყავთ.

რაც შეეხება დანარჩენ 4 პარტიას, მათგან „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობის“ პროგრამულ პრიორიტეტებში კონკრეტულად პენსიის შესახებ ნათქვამი არაფერია. ხოლო პარტია „საქართველოს“, პარტია „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზასა“ და პარტია „ქართული არჩევანის“ საარჩევნო პროგრამები ხელმისაწვდომი არ არის.

N2 „ევროპული საქართველო“


„ევროპული საქართველოს“ პროგრამაში აღნიშნულია, რომ მათი გეგმაა პენსიის გაორმაგება. გარდა ამისა, ისინი ყურადღებას ამახვილებენ პარტიის მიერ შემუშავებულ ალტერნატიულ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე.

ამ სისტემით, საპენსიო სქემაში ჩართვის ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული, დღეს 40 წლის 500 ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიაზე დამატებით, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 1 026 ლარს.

“ევროპული საქართველოს” მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სქემა ყველა ასაკის ადამიანისთვის ერთნაირად და თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. მონაწილე თავად აირჩევს შენატანის ოდენობას:

• რამდენს შეიტანს ხელზე ასაღები დაბეგრილი ხელფასიდან
• რამდენი დაემატება თავისივე საშემოსავლო გადასახადიდან

ეს დაგროვებითი საპენსიო სისტემა აგებულია საგადასახადო შეღავათის პრინციპზე და მისი ადმინისტრირება ხდება დამატებითი ბიუროკრატიისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების გამოყოფის გარეშე.

N4 „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ”


სახელმწიფო თავის თავზე აიღებს კერძო შუამავლების გარეშე პენსიებისა და შემწეობების დარიგებას. პენსიები და შემწეობები რისკებისაგან დაზღვეული იქნება სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის მიერ. ამ გზით შესაძლებელი გახდება პენსიონერებზე გაცემული კრედიტის წლიური განაკვეთი შემცირდეს სამ პროცენტამდე.

სახელმწიფოს გაუჩნდება შესაძლებლობა პენსიების ოდენობა გააორმაგოს.

N5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”


„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროგრამაში წარმოადგინა საკუთარი ხედვა, თუ როგორი პენსია უნდა ჰქონდეთ პენსიონერებს მდიდარ ქვეყანაში:

- პენსია 400 ლარი და მეტი
- უსახლკაროდ დარჩენილი პენსიორებისთვის, თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ევროპული სტანდარტის სათემო სახლების შექმნა
- ღირსეული და ხანგრძლივი ცხოვრება პენსიონერებს
მთავარი გეგმის პენსიონერებზე მზრუნველობის პროგრამის მიზანია, ხანდაზმულებისთვის ევროპული სტანდარტის, ღირსეული და ხანგრძლივი ცხოვრების უზრუნველყოფა.
- პენსიის მოცულობა 220 ლარიდან პირველივე წელს 300 ლარამდე, ხოლო მომდევნო ეტაპზე 400 ლარი და მეტი გაიზრდება;
- სოციალურ დახმარებას ნაცვლად 75 000 პენსიონერისა მიიღებს საპენსიო ასაკის 200 000 ხანდაზმული;
- ყველა პენსიონერი მიიღებს 400-ლარიან, კერძო, პრემიუმ ხარისხის სადაზღვევო ვაუჩერს, რომლითაც მათ დაუფინანსდებათ მედიკამენტების, მინიმუმ, 50%;
- უსახლკაროდ დარჩენილი პენსიონერებისთვის თვითმმართველობებთან თანამშრომლობით ევროპული სტანდარტის სათემო სახლები შეიქმნება.

N8 „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”

- საქართველოში საპენსიო ასაკი უნდა დაიწიოს: მამაკაცი: 60 წელი, მანდილოსანი - 55 წელი. თუ მოქალაქეს არ სურს პენსიაზე გასვლა, მას უნდა ჰქონდეს მუშაობის უფლება 70-75 წლამდე. განსაკუთრებით თუ იგი მასწავლებელი ან ექიმია. ამასთან პენსია მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს საარსებო მინიმუმს და უზრუნველყოფდეს ღირსეულ ცხოვრებას.
- სახელმწიფო საპენსიო გადასახადი ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს. თითოეული მოქალაქე სახელმწიფო პენსიას უნდა ღებულობდეს გამომდინარე მისი პროფესიის, კვალიფიკაციისა და სტაჟის შესაბამისად.
- პენსიონერებმა უნდა მიიღონ სიცოცხლისათვის საშიში დაავადებებისთვის მედიკამენტები უფასოდ.

N10 „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

- პენსია გაორმაგდება, გახდება - 400 ლარი;
- საპენსიო სესხეზე გაუქმდება საპროცენტო განაკვეთი;
- გაიცემა მეცამეტე პენსია, მისი გაანგარიშება მოხდება სტაჟის მიხედვით,
- მამაკაცებისა და ქალბატონებისათვის საპენსიო ასაკი იქნება თანაბარი_ 60 წელი;

N 19 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“

დღევანდელი ინდივიდუალური დაგროვების საპენსიო სისტემა შეიცვლება თაობათა შორის სოლიდარობის სქემით და დაეფუძნება ნამსახურეობის პრინციპს.

დაბალშემოსავლიანი პირები მიიღებენ შედარებით მაღალ დაგროვებით კოეფიციენტს.

საპენსიო ფონდში მხოლოდ 1 წლის შენატანის შემთხვევაშიც პენსიონერები მიიღებენ გაზრდილ პენსიას. მძიმე და მავნე პირობებში დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ პენსიაზე 5 წლით ადრე გასვლის შესაძლებლობა. პარალელურად, გაგრძელდება პენსიის რეგულარული ზრდა ინდექსაციის და ეკონომიკური ზრდის საფუძველზე.

საპენსიო ასაკის მოქალაქეებისათვის ყველა ქალაქისა და სოფლის მუნიციპალიტეტებში ამოქმედდება პენსიონერთა სოციალიზაციისა და თაობათაშორისი თანამშრომლობის დღის ცენტრები - „სიბრძნის სახლები“, სადაც უფროსი ასაკის პირებს მიეცემათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიური როლის შესრულება. მარტოხელა პენსიონერებისთვის კი გაფართოვდება შინმოვლის პროგრამები.

N21 „თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)“


მიგვაჩნია, რომ პენსიის სწრაფი და დრამატული ზრდა, თეორიულად შეუძლებელია, ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მაგრამ დღესვე უნდა იქნას უზრუნველყოფილი სამართლიანი თანაფარდობა პენსიებსა და მაღალჩინოსნების ხელფასებს შორის. დასავლურ ქვეყნებში პარლამენტარის ხელფასი საშუალოდ 6-7-ჯერ აღემატება მინიმალურ პენსიას, საქართველოში კი 20-ჯერ.

- მინიმალურ პენსიას დავადგენთ, როგორც პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების ფიქსირებულ პროცენტს. (მაგ. 10% დღეს არსებული 5%-ისა). შესაბამისად, თუ დღეს პენსია 220 ლარია, პარალმენტარის ხელფასი უნდა იყოს 2200 ლარამდე და როდესაც ბიუჯეტი იქნება დამატებითი შესაძლებლობები პენსიებიც, პარალმენტართა ხელფასებიც და სხვა კატეგორიის პირთა შრომის ანაზღაურებაც, პროპორციულად უნდა გაიზარდოს.

ცალკე უნდა დაწესდეს დანამატი პენსიაზე, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.

N30 „შეცვალე საქართველო“


საპენსიო ფონდში ჩართული მოქალაქეები დაიყოფა 3 ფენად - ღარიბი, საშუალო, მდიდარი და მოგება გადანაწილდება შემდეგი სქემით: 49%(ღარიბი)-30%(საშუალო)-21%(მდიდარი).

მდიდარი - ოჯახი რომელთა წლიური შემოსავალი განისაზღვრება 200 000-1 მლნ ლარის შუალედში, საშუალო ფენა - ოჯახი რომელთა წლიური შემოსავალი განისაზღვრება 20.000-200.000 ლარის შუალედში, ღარიბი - ოჯახი რომელთა შემოსავალი განისაზღვრება 0-20.000 ლარის შუალედში ჩაერიცხება.

აღნიშნული კომპანიების მოგება მოქალაქეებს ჩაერიცხებათ ყოველწლიურად, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს. აგრეთვე, სქემაში ჩართულ მოქალაქეებს საპენსიო ფონდის აქტივში ექნებათ ყოველწლიურად მზარდი ბიზნესწილი, რის გარანტირებულ გაყიდვასაც შეძლებენ სახელმწიფოზე საპენსიო ასაკის მიღწევისას.

N41 „ქართული ოცნება“


საკანონმდებლო მექანიზმზე დაყრდნობით, უწყვეტად გაგრძელდება ასაკით პენსიის ოდენობის ეტაპობრივი ზრდა.

- ყოველწლიურად 20 ლარის ოდენობით.
- 70 წელს ზემოთ პენსიონერებისათვის არანაკლებ 25 ლარისა.

დაიხვეწება მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რათა გაიზარდოს პროგრამის მიზნობრიობა და საჭიროების მქონე ოჯახების მაქსიმალური მოცვა;

გაძლიერდება დასაქმების ხელშეწყობა, რათა დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეს გაუჩნდეს შემოსავლის საკუთარი წყარო და მოხდეს მისი ინტეგრირება საერთო ეკონომიკურ საქმიანობაში.

პენსიის ზრდის მაჩვენებელი ასეთი იქნება:

2020 წელი

70 წლამდე - 220
70 წელს ზევით - 250
მაღალმთიანში 70 წლამდე - 264
მაღალმთიანში 70 წლის ზემოთ - 300

2021 წელი

70 წლამდე - 240
70 წელს ზევით - 275
მაღალმთიანში 70 წლამდე - 288
მაღალმთიანში 70 წლის ზემოთ - 330

2022 წელი

70 წლამდე - 260
70 წელს ზევით - 300
მაღალმთიანში 70 წლამდე - 312
მაღალმთიანში 70 წლის ზემოთ - 360

2023 წელი

70 წლამდე - 280
70 წელს ზევით - 325
მაღალმთიანში 70 წლამდე - 336
მაღალმთიანში 70 წლის ზემოთ - 390

2024 წელი

70 წლამდე - 300
70 წელს ზევით - 350
მაღალმთიანში 70 წლამდე - 360
მაღალმთიანში 70 წლის ზემოთ - 420

N56 „ლელო - მამუკა ხაზარაძე“


- არცერთი მარტოხელა მოხუცი სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე
- ხარისხიანი სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტით ისარგებლებს ყველა პენსიონერი;
- დაზღვეული იქნება სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ხარჯები - პენსია 400 ლარი;
- პროექტი „თაობა თაობისთვის” - პენსიაზე გასვლის შემდეგ 3 წლის განმავლობაში პენსიონერს შეუძლია გახდეს ახალგაზრდა თანამშრომლის მენტორი. მას ექნება ხელფასი და შეუნარჩუნდება პენსია. პროექტში ჩართულ კომპანიებს ენიჭებათ შეღავათები;
- პენსიონერის ბარათი „65+” (უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, 50%-იანი ფასდაკლება სახელმწიფო თეატრებსა და კულტურულ დაწესებულებებში)

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იანვრიდან პენსია და სოციალური პაკეტები იზრდება
დაგროვებით საპენსიო სისტემას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება
საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა დაბალია - NDI
‘გამოკითხულთა 80% დაგროვებითი საპენსიო პროგრამაში ჩართული არ არის’ – NDI
ახალციხეში ‘სოციალ დემოკრატებმა’ ალტერნატიული საპენსიო რეფორმა წარადგინეს
40 წელს გადაცილებულ პირებს საპენსიო სისტემიდან გასვლა შეუძლიათ