FM97.5 / LIVE

ვისთვის არის და ვისთვის არა განათლება პრიორიტეტი – პარტიების საარჩევნო პროგრამა

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 27.10.2020
რა პრობლემებს ხედავენ პოლიტიკური პარტიები განათლების სფეროში და როგორია მათი გეგმა არსებული გამოწვევების გადასაჭრელად – „სამხრეთის კარიბჭე“ გთავაზობთ იმ პარტიების საარჩევნო პროგრამების მოკლე ანალიზს, რომლებსაც არჩევნებზე საკუთარი მაჟორიტარი ჰყავთ სამცხე-ჯავახეთში.

ვისთვის არის და ვისთვის არა განათლება პრიორიტეტი – პარტიების საარჩევნო პროგრამა

14 პოლიტიკური სუბიექტიდან რედაქციამ მხოლოდ სამი პარტიის პროგრამა ვერ მოიძია. ესენია: პარტია „საქართველო“, „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ და პარტია „ქართული არჩევანი“. ორ პარტიას კი, პროგრამაში ცალკე არ აქვს ჩაშლილი განათლების მიმართულება. ესენია, „თავისუფალი საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“.

N2 „ევროპული საქართველო“


„ევროპული საქართველო“ განათლების სფეროში მთავარ გამოწვევად პედაგოგების ანაზღაურების საკითხს განიხილავს, პარტიის მთავარი პრიორიტეტი კი განათლების სფეროში ბიუჯეტის გაზრდაა.

ევსაქების გეგმით, მომავალი წლიდან განათლების სფეროში უნდა გაიზარდოს:

ვაუჩერის პრინციპზე გადაყვანით, სკოლამდელი განათლების (საბავშვო ბაღების) ხელმისაწვდომობა და არჩევანი;

სასკოლო ვაუჩერის ღირებულება, რომ სასკოლო სამეურვეო საბჭოებს, სკოლების სრულყოფილი თვითმმართველობისა და ფინანსური ავტონომიის პირობებში, საშუალება მიეცეთ მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 700 ლარამდე, ხოლო სერტიფიცირებულ ყველა მასწავლებელს – მინიმუმ 1 000 ლარამდე გაუზარდოს;

8 000 სტუდენტით სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა;


N4 „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ”


„ტრიბუნას“ ხედვით, სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, რა პროფესიის და რამდენი ადამიანი სჭირდება შრომის ბაზარს, რაც უნდა გახდეს დასაქმების საფუძველი. გარდა ამისა, პარტიის გეგმით:

• ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განათლება და აღზრდა გახდება პედაგოგიური საქმიანობის საერთო ამოცანა.
• გაიზრდება განათლების სფეროს საბიუჯეტო დაფინანსება. მასწავლებელი მიიღებს ღირსეულ და დამსახურებულ ხელფასს.
• საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში: ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდსა და თელავში გაიხსნება მაღალი კატეგორიის სპეციალისტების მომზადების ერთწლიანი ლიცეუმები. სახელმწიფო და კერძო სექტორი დაუკვეთავს ამ ლიცეუმებს ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიის ადამიანების მომზადებას, რაც მათი მხრიდან იქნება ანაზღაურებული პრაქტიკიდან მოწყვეტის გარეშე, ექნებათ შესაძლებლობა მეორე კურსიდან გააგრძელონ უმაღლესი განათლება.
• სახელმწიფო ვალდებული გახდება განსაზღვროს რა პროფესიის და რამდენი ადამიანის მომზადება სჭირდება შრომით ბაზარს. ეს გახდება საფუძველი განათლებამიღებული ადამიანის კონსტიტუციური უფლება-დასაქმება იყოს უზრუნველყოფილი.
• საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, სახელმწიფო განსაზღვრავს ოჯახის შემოსავლის მინიმალურ სტანდარტს, რომლის ქვევითაც ბიუჯეტი დააფინანსებს წარმატებული სტუდენტის სწავლას. ეს გახდება საფუძველი განათლებაზე ხელმისაწვდომობის თანაბარი უფლებების დანერგვისათვის.
• მერვე კლასამდე სავალდებულო ზოგადსაგანმანათლებლო სწავლება დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მიერ.


N5 საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”


ისევე როგორც ბევრი სხვა პოლიტიკური პარტიისთვის, განათლების სისტემის ამერიკულ და ევროპულ მოდელთან დაახლოება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამის მთავარი ამოცანაა, პარტიის პროგრამაში საუბარია ასვე განათლების ბიუჯეტის გაზრდაზე. გარდა ამისა, „ენმ“–ს ინიციატივაა, უნივერსიტეტებს მიენიჭოთ „აიპი“–ს სტატუსი.

საქართველო - დასავლური განათლების თანამედროვე და ტექნოლოგიური საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში მთავარი გეგმის განათლების რეფორმის მიზანია, საქართველო გახდეს თანამედროვე და ტექნოლოგიური საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში და მომავალ თაობებს თვითრეალიზებისა და წარმატების თანაბარი შესაძლებლობა მისცეს. განათლება ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებით ჩვენ დავამარცხეთ მთავარი გამოწვევა - კორუფცია. განათლების კორუფციულ სისტემაში 2004 წლისთვის დახლოებით 20 მილიონი ლარი ტრიალებდა. ამ თანხას მოსახლეობა ხარჯავდა არა უშუალოდ უმაღლესი განათლების მისაღებად, არამედ სისტემაში მოსახვედრად. ნიჭიერი ადამიანები რჩებოდნენ უმაღლესი განათლების მიღმა. სწორედ ეროვნულმა გამოცდებმა მისცა ყველა ახალგაზრდას საუნივერსიტეტო განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა.“ – წერია პარტიის საარჩევნო პროგრამაში.


N41 „ქართული ოცნება“


"ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სფეროში ფუნდამენტური ცვლილებებია დაგეგმილი. პარტიის პროგრამაში აქცენტი ძირითადად შრომის ანაზღაურების გაზრდაზე კეთდება:

გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება;
• მნიშვნელოვნად გაიზრდება ზოგადი განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;
• გაიზრდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება;
• გაიზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება;
• გაიზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება და ამავდროულად ჩამოყალიბდება დაფინანსების კონცეპტუალურად ახალი მოდელი;


N19 მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“


პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ თავიანთ საარჩევნო პროგრამაში, განათლების მიმართულებით, ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად განათლების ხელმისაწვდომობას ასახელებს, რისთვისაც განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდას გეგმავს

„სოციალური მდგომარეობა აღარ იქნება ხარისხიანი განათლების მიღების წინაღობა, მნიშვნელოვნად გაიზრდება განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება ყველა საფეხურზე. ყველა ბავშვს მიეცემა სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა, გაიზრდება პედაგოგთა ხელფასები ყველა საფეხურზე. სახელმწიფო უნივერსიტეტები გადავა პირდაპირ დაფინანსებაზე და მიზნობრივი პროგრამები განხორციელდება განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად და მეცნიერების ხელშესაწყობად. ერთ-ერთი ინიციატივა იქნება < 200 000 ქულის მქონე ოჯახების თითოეულ ბავშვზე დამატებით 100-150 ლარიანი ვაუჩერის გაცემა, პირობით, რომ აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად, ბავშვი რეგულარულად ივლის სკოლის შემდგომ გახანგრძლივებულ კლასში და რეგულარულად გაივლის სამედიცინო შემოწმებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილების ფიზიკურ და აკადემიურ განვითარებას“, – ვკითხულობთ პარტიის საარჩევნო პროგრამაში.


N30 „შეცვალე საქართველო“


პარტია „შეცვალე საქართველო“ გეგმავს უმაღლესდამთავრებულებისთვის დასაქმების ინდექსის 95%–მდე ზრდას, გარდა ამისა პარტიის სააჩევნო პროგრამაში საუბარია ქართული განათლების სისტემაში ამერიკული მოდელების დანერგვაზე.

პარტიის გეგმით:

საქართველო გახდება Eრასმუს+ პროგრამული ქვეყანა, რის შედეგადაც ხელმისაწვდომი იქნება პროგრამის ყველა კომპონენტი;
გაიზრდება სახელმწიფოს დაფინანსებით სამეცნიერო საგრანტო კონკურსების რაოდენობა;
ხელი შეეწყობა საზღვარგარეთ მოღვაწე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობას;
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი ჩამოყალიბდება, როგორც უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის მქონე მეცნიერებისა და განათლების კერა.


N55 „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“


პარტიის საარჩევნო პროგრამაში არაფერი წერია განათლების სფეროში დასახულ კონკრეტულ გეგმებზე, მათი მთავარი ამოცანა ამ მიმართულებით ისაა, რომ სკოლებსა და და სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგია და რელიგიის ისტორია ისწავლებოდეს.

N56 „ლელო - მამუკა ხაზარაძე“


ლელოს საარჩევნო პროგრამის თანახმად, პარტიის მთავარი ამოცანა ქართული განათლების ევროპულთან დაახლოება და განათლების სისტემის დეპოლიტიზებაა, გარდა ამისა პარტიის პროგრამაში საუბარია დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის, ასევე სამეცნიერო კვლევების წახალისება წამყვანი დასავლური უმაღლესი სასწავლებლების ფილიალების დაფუძნება საქართველოში.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ რას გვპირდება ჯანდაცვის სფეროში – პარტიების საარჩევნო პროგრამა
პრემიერი: განათლების სფეროში დაფინანსება მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწევს
პრეზიდენტობის კანდიდატები განათლების პოლიტიკაზე
პრემიერი: პედაგოგების საშუალო ხელფასი 1 800 ლარამდე გაიზრდება
პარტიების ხედვა განათლების სფეროში
'სექტემბრიდან პედაგოგების ანაზღაურება გაიზრდება' - განათლების მინისტრი
ბავშვებს და უფროსებს, რომლებმაც განათლება ვერ მიიღეს, სკოლაში დაბრუნება შეეძლებათ