FM97.5 / LIVE

ექიმების დასახმარებლად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გადამზადდებიან – ჩხენკელი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 26.10.2020
სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით, სამედიცინო უნივერსიტეტების მაღალკურსელ სტუდენტებს უმოკლეს დროში გადაამზადებენ. განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ისინი ექიმებს კოვიდის მართვაში დაეხმარებიან.

ექიმების დასახმარებლად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გადამზადდებიან – ჩხენკელი

მინისტრის თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში იქნება უფროსკურსელების ბაზა, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებენ.

„დღეს უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს, იმისთვის რომ შეიქმნას ერთგვარი, სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში ისინი ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ჩვენს ექიმებს.

მე დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, ასევე სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს. ამ პროცესს დავიწყებთ და მაქსიმუმ ერთ კვირაში გვექნება ბაზა იმ უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს ეს სწრაფი ტრენინგი და საჭიროების შემთხვევაში იქნება სრული მზაობა, რომ ისინი ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ ჩვენს ექიმებს“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, მომზადების კურსი მრავალგანზომილებიანი იქნება და სიტუაციიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, გადამზადებული სტუდენტები ექიმებს დაეხმარებიან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში სამედიცინო პერსონალის COVID-19-ით დაინფიცირების 1 600–მდე შემთხვევაა გამოვლენილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციაზე პირველადი დახმარების აღჭურვილობით მივიდნენ
იაშვილის კლინიკის პედიატრები ახალციხეში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებენ
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე ®
სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ინვენტარით აღიჭურვა
სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო დახმარების ექიმები გადამზადდებიან
ჩინელი ექიმები ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ