FM97.5 / LIVE

ახალციხეში ‘ტრიბუნას’ ლიდერები ამომრჩევლებს შეხვდნენ

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 23.10.2020
დღეს, 23 ოქტომბერს „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გელა კვარაცხელიამ ახალციხეში შეხვედრა გამართეს. ამომრჩევლებთან საუბრის დიდი ნაწილი მმართველი გუნდის კრიტიკას დაეთმო.

ახალციხეში ‘ტრიბუნას’ ლიდერები ამომრჩევლებს შეხვდნენ

წინასაარჩევნო შეხვედრა ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

„19 მილიარდი ვალი აქვს ქვეყანას. მოპარულია და გაძარცულია ყველაფერი, რითი უნდა გადავიხადოთ? ჩვენ ვუახლოვდებით იმ ზღვარს, როდესაც აღარ გვასესხებენ. გაზრდილი ვალების მომსახურება ყოველთვის ორი გადასახადის ხარჯზე,ეს არის საშემოსავლო გადასახადი და მოგების გადასახადი. როდესაც ვალები გაგვეზრდება, გავიზრდიან საშემოსავლო გადასახადს, ამიტომ იმ ახალგაზრდებს რომლებმაც არაფერი დააშავეს, მოუწევთ ჩვენი და ჩვენი წინამორბედების ვალის გადახდა. ამიტომ ყველას გაუჩნდება კითხვა, რატომ ვიხადო ვალი და რატომ არ უნდა გავიქცე ამ ქვეყნიდან“,- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში ეკონომიკურ მოდელს შეცვლის.

„თბილისსა და რეგიონებში დღეში მინიმუმ სამ შეხვედრას ვატარებთ, პრობლემა არის ერთი, ხალხს არ აქვს ხვალინდელი დღის იმედი. ხელისუფლებამ საარჩევნოდაც ვერ მისცა ხალხს იმის იმედი, რომ რაღაცას შეცვლიან. ქვეყანაში კრიმინალი იზრდება, ცხოვრების დონე ყოველ დღე ეცემა, სიღატაკე შემოდის ჩვენს ცხოვრებაში.

ჩვენ ვპირდებით ეკონომიკური მოდელის შეცვლას. ჩვენ სულ ყველა ვღარიბდებით და ისინი მდიდრდებიან, სანამ ეს მოდელი არ შეიცვლება მომავალი არ ექნება ამ ქვეყანას“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის საარჩევნო ოლქში 14 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იბრძვის.

ახალციხეში ‘ტრიბუნას’ ლიდერები ამომრჩევლებს შეხვდნენ

[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ხალხს აშინებენ, გვიჭირს დამკვირვებლების აყვანა’ – ‘ტრიბუნას’ კანდიდატი
‘ტრიბუნას’ პროპორციულ სიაში სამცხე-ჯავახეთიდან ერთი პირია
ვინ არის ‘ლელოს’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოცკარ პუთულიანი
'ევროპულმა საქართველომ' ახალციხეში კანდიდატი ოფიციალურად წარადგინა
კვირის აქცენტი: როგორია ‘ტრიბუნას’ კანდიდატის ხედვა სამცხეში არსებულ პრობლემებზე  [ვიდეო]
დამოუკიდებელი კანდიდატი ნუგზარ პარუნაშვილი ამომრჩევლებს შეხვდა
'ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია' - გახარია