FM97.5 / LIVE

10 სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, სწავლა შეწყდა 4 ბაღში – COVID-19 სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, კორონავირუსი 22.10.2020
22 ოქტომბრის მონაცემებით, მასწავლებლებსა და მოსწავლეებში კორონავირუსის დაფიქსირების გამო, დისტანციურად სწავლობენ ნინოწმინდის, ადიგენის, ახალქალაქის და ახალციხის 10 საჯარო სკოლაში. რეგიონის მასშტაბით ბაღი დაიხურა ოთხ მუნიციპალიტეტში.

10 სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, სწავლა შეწყდა 4 ბაღში – COVID-19 სამცხე–ჯავახეთში

10 სკოლიდან კორონავირუსი დაფიქსირდა ნინოწმინდის ხუთ, ახალციხის ორ, ადიგენის ერთ და ახალქალაქის ორ სკოლაში.

covid-19-ის დაფიქსირების გამო, რეგიონის მასშტაბით დაიხურა ოთხი საბავშვო ბაღი, აქედან ერთი ახალქალაქშია, ორი ახალციხეში და ერთი ბორჯომში.

ვირუსი დაფიქსირდა ახალციხის პირველ და მეხუთე სკოლებშიც, თუმცა ამ შემთხვევაში დირექციას სასწავლებლის დახურვის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი, გიორგი მიქელაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე რეგიონში დამატებითი შეზღუდვები არ იგეგმება.

22 ოქტომბრის მონაცემებით, რეგიონში 173 კოვიდინფიცირებულია, აქედან გამოჯანმრთელდა 51 პაციენტი, გარდაიცვალა – 2.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში დისტანციურ სწავლებაზე ოთხი სკოლა გადავიდა
ახალციხის N1 სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა –covid-19
სოფელ უდის N2 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა – COVID-19
ახალქალაქში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირების წყარო უცნობია
ახალციხის პირველ სკოლაში COVID-19 მასწავლებელს დაუდასტურდა
COVID-19-ის შემთხვევების გამო ადიგენის ორი სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
არლის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა - COVID-19