FM97.5 / LIVE

‘დაუპიპინე ბიძინას’ – ‘ევროპული საქართველოს’ აქციას ახალციხიდან უერთდებიან [ვიდეო]

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 21.10.2020
დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით „ევროპული საქართველო“ აქციას მართავს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან თბილისის მიმართულებით, მანქანები სიგნალებით და ტრანსფარანტებით „დაუპიპინე ბიძინას“ 12:00 საათზე წავიდნენ.

‘დაუპიპინე ბიძინას’ –  ‘ევროპული საქართველოს’ აქციას ახალციხიდან უერთდებიან [ვიდეო]

“ევროპული საქართველოს” ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ჩილინგარაშვილი ამბობს, რომ აქციას სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან უერთდებიან. მათი მიზანია მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ „მათი დრო დასრულდა“.

„აქციის მიზანია წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ ხმამაღლა გავაგონოთ მთავრობას, რომ მათი დრო ამოიწურა და დროა წავიდნენ სახლებში. საქართველოს მასშტაბით იმართება აქცია, რომელსაც ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულობით „დაუპიპინე ბიძინას“ დავარქვით“, – ამბობს ზურაბ ჩილინგარაშვილი.

მისი განმარტებით, მანქანებით მსვლელობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გადაწყვიტეს.

„დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩვენ გვქონდა დაგეგმილი დიდი აქცია, რომელიც უნდა ჩაგვეტარებინა თბილისში, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეუქმებინა აქცია. შემდეგ მვიღეთ გადაწყვეტილება, რომ მანქანებით მსვლელობა მოგვეწყო“, – ამბობს ჩილინგარაშვილი.

„დაუპიპინე ბიძინას“ – შემაჯამებელი აქცია თბილისში ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან 20:00 საათზე დასრულდება. როგორც ჩილინგარაშვილი ამბობს, ქვეყნის მასშტაბით 2 000 ზე მეტი ავტომობილი შეიკრიბება.



[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ნაციონალების“ აქცია „ახალციხის ციხის“ შესასვლელთან დასრულდა
„რუსთავი  2“-ის აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც უერთდებიან
საპროტესტო აქციას ახალციხიდან ‘ნაციონალები’ უერთდებიან
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჩილინგარაშვილი "ოცნების" მხარდამჭერებს მიმართავს
თბილისში საპროტესტო აქცია დაიწყო
‘ბიძინამ ქართველი ხალხი გადააგდო’,– თბილისში აქციას სამცხე–ჯავახეთიდან უერთდებიან
ზურა ჩილინგარაშვილი: „რელიგიური თემებით პოლიტიკური ქულების დაწერას არ ვაპირებ“