FM97.5 / LIVE

‘ტყუილია, რომ ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს’ - მეზვრიშვილი

მთავარისიახლე, კორონავირუსი 21.10.2020
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში საწოლების არასაკმარისი რაოდენობაა, ინფიცირებული ადამიანები კი ექიმებისგან კონსულტაციებს ვერ იღებენ, ტყუილია.

‘ტყუილია, რომ ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს’ - მეზვრიშვილი

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, ადამიანები მიყრილები არიან სახლებში და მათ არავინ მკურნალობს, ზარებზე პასუხი არ ხდება და ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან. მე მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის და რეალობას არ შეესაბამება. ეს ყველაფერი არის ტყუილი და ემსახურება პანიკის დათესვის მიზანს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისვე თქმით, პანდემიის პირველივე დღიდან მთავრობა გამჭვირვალე იყო და „აპოკალიფსის“ შემთხვევაში ისინი ტრიბუნიდან განაცხადებენ:

„პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე. დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით. ამის პრობლემა საბჭოს არცერთ წევრს არასოდეს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ამ ტრიბუნიდან ყვებიან და რაც არ უნდა მწარე იყოს ამის თქმას არ მოვერიდებით. ამიტომ, გთხოვთ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმევა და ოფიციალური წყაროებიდან ვრცელდება“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროცესს ჩვენ ვერ გავაჩერებთ – ნათია მეზვრიშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებზე
საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – პრემიერი
‘სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება’ - მეზვრიშვილი
10 სექტემბრიდან ქორწილებისა და ქელეხების გამართვა იკრძალება
'ვცდილობთ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის' - მთავრობა
‘ჯერ ყველაფერი წინ არის, პანდემია  მთელს მსოფლიოში ვრცელდება’ - გამყრელიძე
რატომ იტყუებიან ადამიანები