FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში მედპერსონალის ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 20.10.2020
რეგიონის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 131–მდე გაიზრდა, ჯამში ბოლო 24 საათში ინფიცირების 31 ფაქტი დასტურდება.

სამცხე–ჯავახეთში მედპერსონალის ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22 ახალი შემთხვევა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს უკავშირდება, თუმცა რეგიონის რომელ მუნიციპალიტეტში დაუფიქსირდათ ექიმებს covid-19 ამ ეტაპზე უცნობია.

რაც შეეხება ცხრა ახალ შემთხვევას, ექვსი ახალციხის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა, ორი ასპინძაში, ერთი საკარანტინო სივრცეში დაფიქსირდა.

სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ცხრა ინფიცირებულთა შორის არიან სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებიც, თუმცა რამდენი, გიორგი მიქელაძე არ აკონკრეტებს: "ვინაიდან აღნიშნული უწყება ექვემდებარება ჯანდაცვის სამინისტროს, დეტალებზე მიმართეთ მათ".

რეგიონის მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში რამდენი ექიმი და ექთანია დაინფიცირებული ამ ეტაპზე უცნობია, "სამხრეთის კარიბჭე" ინფორმაციას უწყებიდან ელოდება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ახალციხის სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ცენტრი შეუფერხებლად მუშაობს, რაც შეეხება ახალქალაქს, აქ ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ნინოწმინდის ექიმები ეხმარებიან.

20 ოქტობრის 13:00 საათის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 131 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 39 პაციენტი, ერთი კი გარდაიცვალა.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოთხი ცენტრი აშენდება
ახალციხეს დროებით ასპინძის და ადიგენის სასწრაფოების ექიმები მოემსახურებიან
როგორ ნაწილდება სამცხე–ჯავახეთში გამოვლენილი 27 ახალი შემთხვევა
სამცხე-ჯავახეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 16 ავტომობილი გადაეცა
ახალციხეში კოვიდინფიცირებულთა უმრავლესობა მედპერსონალს უკავშირდება
სამცხე–ჯავახეთში სასწრაფო დახმარების ექიმები გადამზადდებიან
ახალქალაქელი სასწრაფოს ექიმი  covid-19-ით გარდაიცვალა