FM97.5 / LIVE

‘უგულო ხელისუფლების პირობებში სიმართლეს ვერ გავიტან’ – კუბლაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.10.2020
"თავისუფალი საქართველოს" სამცხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოდერძი კუბლაშვილმა შიმშილობა დაწყებიდან მეორე დღეს, შეწყვიტა. მიზეზად ის "ხელისუფლების უგულობას" და აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებას ასახელებს.

‘უგულო ხელისუფლების პირობებში სიმართლეს ვერ გავიტან’ – კუბლაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

როგორც კუბლაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მან შიმშილობა დროებით შეწყვიტა.

„იმის გამო, რომ ამ უგულო ხელისუფლების პირობებში სიმართლეს ვერ გავიტან (სასამართლოს გადაწყვეტილებასაც ეჭვ ქვეშ აყენებენ) და თან აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებ, დროებით ვწყვეტ შიმშილობის აქციას...

მადლობა ყველას ვინც გამომეხმაურა და გვერდით დამიდგა“,– წერს კუბლაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

შიმშილობის დაწყებისას, გოდერძი კუბლაშვილი აცხადებდა რომ პროტესტს იქამდე გააგრძელებდა, ვიდრე ადიგენის მერიის მიწის აღიარების კომიისიის ექვსივე წევრი თანამდებობას არ დატოვებდა. დღეს დილიდან კი მის მოთხოვნებს ადიგენის მერიის ტენდერების შესწავლის საკითხიც დაემატა.

„ეს კომისია უნდა დაიშალოს და მისი წევრები, რომლებიც ფაქტობრივად მარიონეტები არიან, უნდა გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან. ორ დღეში თუ არ დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნა, ამას დაემატება გუბერნატორის გადადგომა“ – აცხადებდა კუბლაშვილი აქციის დაწყების დღეს, 5 ოქტომბერს.

ახალციხე–ადიგენი–ბორჯომი–ასპინძის ოლქში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის შენობასთან შიმშილობა გუშინ, 5 ოქტომბერს დაიწყო. იგი ადიგენის მერიის მიწის აღიარების კომისის წევრების გათავისუფლებას ითხოვს, მან პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მისი სარჩელი ადიგენის მერიის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მერიას დაავალა, კუბლაშვილისთვის მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარების საკითხი ხელახლა განიხილონ.

ასევე გირჩევთ:

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გოდერძი კუბლაშვილმა შიმშილობა დაიწყო [ვიდეო]
ერთკაციანი პროტესტის მეორე დღე – დამატებული მოთხოვნები და ადიგენის მერიის პოზიცია
‘შიმშილობას დავიწყებ’ – რატომ უჩივლა ადიგენის მიწის კომისიას გოდერძი კუბლაშვილმა
‘თავისუფალი საქართველოს’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამცხეში გოდერძი კუბლაშვილი განიხილება
მუსლიმები საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი  მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში დღეს მუსლიმებს ხვდება
გოდერძი კუბლაშვილი: ვერავის მივცემდი ხმას და ხარაგაულში საქეიფოდ წავედი
‘ოცნების მხარდამჭერმა შეურაცხყოფა მომაყენა’ - კუბლაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლაზე საუბრობს