FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ინფიცირებული პაციენტებიდან ერთი გამოჯანმრთელდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 06.10.2020
სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, 41 ინფიცირებულიდან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტის პასუხს კი უახლოეს დღეებში ელოდებიან.

სამცხე–ჯავახეთში ინფიცირებული პაციენტებიდან ერთი გამოჯანმრთელდა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, დღეს, 6 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პირი გამოჯანმრთელდა.

„პირველი გამოჯანმრთელება რეგიონში დღეს დაფიქსირდა. პირველი ინფიცირებული ვინც იყო, ის უკვე გამოჯანმრთელებულია“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

მისივე განმარტებით, სამცხე–ჯავახეთიდან არცერთი ინფიცირებული პაციენტი კრიტიკულად მძიმე არ არის.

„ჩვენი ინფორმაციით, ჯერჯერობით არცერთ ჩვენს პაციენტს რთული და კრიტიკული სიტუაცია არ აქვს. ველოდებით კიდევ ორი პირის კლინიკიდან გამოწერას“, – თქვა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, სამცხე–ჯავახეთიდან 41 ინფიცირებულია, მათგან ერთი ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭეჭლაში სახლის პირობებში გადის მკურნალობას, ხოლო დანარჩენები კოვიდ კლინიკებში არიან გადანაწილებული.

შეგახსენებთ, რომ ადიგენში, სოფელ ჭეჭლაში პირველი ინფიცირება 21 სექტემბერს დაფიქსირდა, ადგილობრივებს, რომლებიც ბათუმში ქორწილში იმყოფებოდნენ კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ამ ეტაპზე ადიგენის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 76 პირი იმყოფება, ასევე სამი საჯარო სკოლაა დისტანციურ სწავლებაზე გადასული.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

COVID-19: სამცხე–ჯავახეთში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 23–მდე გაიზრდა
ახალქალაქში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა – ინფიცირების წყარო უცნობია
რეგიონში გამოვლენილი 24 ახალი შემთხვევიდან  13 ახალციხეში დაფიქსირდა
სოფელ ჭეჭლაში ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფი 25 პირია მოძიებული
ადიგენში კორონავირუსით დაინფიცირების მესამე შემთხვევა დაფიქსირდა
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა ადიგენში, 1 - ნინოწმინდაში დაფიქსირდა
სამცხე–ჯავახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 100–მდე გაიზრდა