FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ახლადნამშობიარებ ქალს COVID-19 დაუდასტურდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 02.10.2020
ახალქალაქის საავადმყოფოში ახლადნამშობიარებ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულს ტემპერატურა აქვს, იგი ჩვილთან ერთად თბილისში გადაიყვანეს.

ახალქალაქში ახლადნამშობიარებ ქალს COVID-19 დაუდასტურდა

კლინიკის მენეჯერის, ალექსანდრე თოროიანის განმარტებით, ქალმა 28 სექტემბერს იმშობიარა, მას მაღალი სიცხე აღენიშნებოდა, ამიტომ 29-ში ტესტი აუღეს, პასუხი კი პირველ ოქტომბერს გაიგეს.

მისივე თქმით, კლინიკის ხუთი თანამშრომელი, ოთხი ექთანი და ერთი ექიმი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

„ორსული ქალი იყო, იმშობიარა, ორი დღე იყო საიზოლაციო სივრცეში. ჩვენ დამზადებული გვაქვს ორსულებისთვის ცალკე საიზოლაციო პალატა და იქ იმყოფებოდა. ერთხელ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, 39 გრადუსი, ხველა ან სხვა სიმპტომი არ ჰქონია“, - ამბობს თოროიანი.

მისი ინფორმაციით, ახალშობილი თავს კარგად გრძნობდა. ჩვილიც და დედაც თბილისში გადაიყვანეს: „თუ არ ვცდები, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს ქალი. რაც შეეხება დაინფიცირების წყაროს, როგორც მისი მეზობლებიდან გავარკვიე, ამ ქალის ოჯახში იყვნენ სტუმრად ნათესავები, რომლებიც მანამდე ბათუმში იმყოფებოდნენ, სხვა ინფორმაცია არ მაქვს“, - თქვა თოროიანმა.

ორი ოქტომბრის მონაცემებით, რეგიონში ინფიცირებულების რაოდენობა 36–მდე გაიზარდა.

[მარიამ ბარძიმაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კლინიკაში, სადაც ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა, ახალციხის მერი მივიდა [Video]
ახალციხეში სტომატოლოგიური კლინიკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხეში COVID-19-ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო სილამაზის სალონის თანამშრომლები კარანტინში გადაიყვანეს
უდელი ქალის ინფიცირების წყარო ისევ უცნობია
საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფიცირებული ორსული შეიყვანეს
ახალციხეში, კლინიკა 'იმედში', ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა
‘ტემპერატურა და სპაზმური ხველა მაქვს’ – ახალციხელი ექიმი