FM97.5 / LIVE

‘ქართული ოცნების’ 150 კაციან სიაში ოთხი სამცხე-ჯავახეთიდანაა

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 01.10.2020
„ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სიას აქვეყნებს, სადაც სუმბატ კიურეღიანი, ზურა ხაჩიძე, ანტონ ობოლაშვილი და სამველ პეტროსიანიც შედიან.

‘ქართული ოცნების’ 150 კაციან სიაში ოთხი სამცხე-ჯავახეთიდანაა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი „ქართული ოცნების“ 150 კაციან სიაში რიგით 37-ა.

მან თანამდებობა 29 სექტემბერს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და ოფიციალურად ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში.

კიურეღიანი ის პირია, რომელსაც ნინოწმინდის მუნიცპალიტეტის სოფელ გორელოვკაში მცხოვრებლები საძოვრების მიტაცებაში სდებენ ბრალს. გარდა ამისა, მისი ოჯახის საკუთრება ჯუჯა სახელმწიფო მონაკოს ტერიტორიაზე ორჯერ დიდია.

სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის (გუბერნატორი) მოადგილე ზურა ხაჩიძე სიაში რიგით 85-ეა. იგი ამ თანამდებობაზე 2019 წლის ივნისში დაინიშნა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან კენჭი ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარულ ოლქში, პარტია „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყარა.

ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, ამავე დროს პარტიამ პროპორციულ სიაშიც შეიყვანა. იგი რიგით 133-ე ნომერია.

2019 წლის ივნისში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ მას საპატიო ადიგნელის წოდება მიანიჭა. ერთი წლის შემდეგ კი, მმართველმა ძალამ იგი მაჟორიტარად ოფიციალურად წარადგინა.

„ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში 134-ე ნომერი იქნება ასევე მაჟორიტარობის კანდიდატი სამველ მანუკიანი. იგი ამავდროულად ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.

მანუკიანი ამჟამადაც მოქმედი პარლამენტარია, იგი ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქიდან „ქართული ოცნების“ პროპორციურლი სიით შევიდა პარლამენტში. იგი 2019 წლის განმავლობაში პარლამენტში სიტყვით ერთხელაც არ გამოსულა.
ამბობს, რომ აქტიურობით ვერც 2020 წლიდან იქნება გამორჩეული, რადგან სახელმწიფო ენა არ იცის.

პარტიული სიის სრული შემადგენლობა ასეთია:

1. გიორგი გახარია
2. არჩილ თალაკვაძე
3. ირაკლი კობახიძე
4. თეა წულუკიანი
5. მამუკა მდინარაძე
6. კახაბერ კუჭავა
7. გიორგი კახიანი
8. მარიამ ქვრივიშვილი
9. მიხეილ სარჯველაძე
10. მაია ბითაძე
11. მიხეილ დაუშვილი
12. გიორგი ამილახვარი
13. ვიქტორ სანიკიძე
14. მარიამ ბოჭორიშვილი
15. შალვა პაპუაშვილი
16. დავით კაჭარავა
17. ნიკოლოზ სამხარაძე
18. გიორგი ხელაშვილი
19. მარიამ ლაშხი
20. ბექა დავითულიანი
21. ანრი ოხანაშვილი
22. დიმიტრი ხუნდაძე
23. დიმიტრი სამხარაძე
24. ნინო წილოსანი
25. ირაკლი კოვზანაძე
26. ირაკლი ბერაია
27. ირაკლი სესიაშვილი
28. ეკა სეფაშვილი
29. რატი იონათამიშვილი
30. გურამ მაჭარაშვილი
31. დავით მათიკაშვილი
32. ელისო ბოლქვაძე
33. ლადო კახაძე
34. ირაკლი მეზურნიშვილი
35. სავალან მირზოევი
36. რიმა ბერაძე
37. სუმბატ კიურეღიან
38. ალეკო ტაბატაძე
39. ალუდა ღუდუშაური
40. ირმა ზავრადაშვილი
41. ირაკლი ზარქუა
42. გივი მიქანაძე
43. ბექა ლილუაშვილი
44. ქეთი დუმბაძე
45. ლექსო დალაქიშვილი
46. ლევან ქარუმიძე
47. ირაკლი მეძმარიაშვილი
48. ხატია წილოსანი
49. ვლადიმერ ჩაჩიბაია
50. ისკო დასენი
51. ვიქტორ ჯაფარიძე
52. მაია მენაღარიშვილი
53. ედიშერ თოლორაია
54. გოდერძი ჩანქსელიანი
55. ელგუჯა გოცირიძე
56. ანა ბუჩუკური
57. გია ბენაშვილი
58. დაჩი ბერაია
59. შოთა ხაბარელი
60. თამარ ტალიაშვილი
61. ლევან მგალობლიშვილი
62. გელა სამხარაული
63. გია ცაგარეიშვილი
64. ნინო იობაშვილი
65. გიორგი ჩაკვეტაძე
66. თენგიზ შარმანაშვილი
67. თორნიკე ჭეიშვილი
68. ბაია კვიციანი
69. მერაბ ქვარაია
70. ირაკლი კირცხალია
71. გიორგი ბარვენიშვილი
72. გენრიეტა წიწავა
73. იმედა ნიკურაძე
74. ლევან მაჭავარიანი
75. არჩილ გორდულაძე
76. სალომე ქურასბედიანი
77. გიორგი შინჯიკაშვილი
78. შალვა კიკნაველიძე
79. სულხან მახათაძე
80. სალომე ჯინჯოლავა
81. ჯუმბერ იზორია
82. ლუკა კანკავა
83. თემურ გოცირიძე
84. ქეთევან ჩარკვიანი
85. ზურაბ ხაჩიძე
86. დავით თურქია
87. ნიკა ტყემალაძე
88. ნათია მოდებაძე
89. თორნიკე ფხაკაძე
90. აბელ აბესაძე
91. ზურაბ იაშვილი
92. მარიამ ყაყიჩაშვილი
93. კობა სამხარაძე
94. გიორგი ხავთასი
95. მიხეილ თოფურია
96. მარიამი ლომიძე
97. დავით კაჭარავა
98. ვლადიმერ ქორთუა
99. გია თელია
100. მარიამ ნასუაშვილი
101. კობა დუნდუა
102. ბენედიქტე გეგეჭკორი
103. გაგა დარბაიძე
104. ანა თევდორაძე
105. გრიგოლ დალაქიშვილი
106. სერგი მუშკუდიანი
107. ჯონი ბერუაშვილი
108. ნინო ლაცაბიძე
109. ნიკა თინიკაშვილი
110. ირაკლი სურმავა
111. გია ჩხეიძე
112. ქეთი აბაიშვილი
113. ბექა ოდიშარია
114. ნოდარ ტურძელაძე
115. დავით სერგეენკო
116. მაიკო ხარძიანი
117. კახა კახიშვილი
118. სოზარ სუბარი
119. გიორგი ვოლსკი
120. ნათია თელია
121. მიხეილ ყაველაშვილი
122. ლევან კობიაშვილი
123. დავით სონღულაშვილი
124. ნინო ქარდავა
125. ირაკლი ქადაგიშვილი
126. შალვა კერესელიძე
127. ზაურ დარგალი
128. მარიამ თევზაძე
129. გოგი მეშველიანი
130. გიორგი ხოჯევანიშვილი
131. ზაალ დუგლაძე
132. ნინო ჯანიაშვილი
133. ანტონ ობოლაშვილი
134. სამველ მანუკიან
135. გოჩა ენუქიძე
136. ნინო გიგინეიშვილი
137. პაატა კვიჟინაძე
138. ბეჟან წაქაძე
139. გივი ჭიჭინაძე
140. ხატია ურიგაშვილი
141. ზაზა ლომინაძე
142. ვასილ ჩიგოგიძე
143. ალექსანდრე მოწერელია
144. ალექსანდრა ხორგუაშვილი
145. ირაკლი ხახუბია
146. ირაკლი ჩიქოვანი
147. რესან კონცელიძე
148. ანა მიქაუტაძე
149. ზაალ მიქელაძე
150. ანზორ ბოლქვაძე

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

137 კაცი და 18 ქალი – "ქართული ოცნების" პარტიული სია
მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატების სრული სია
,,ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ორას კაციანი პარტიული სია
ენმ-ს პროპორციულ სიაში სამცხე-ჯავახეთიდან 3 პირია
ვინ არიან ‘ევროპელების’ პროპორციულ სიაში სამცხე–ჯავახეთიდან
ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი 2019 წელს პარლამენტში სიტყვით საერთოდ არ გამოსულან
'ოცნების' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები