FM97.5 / LIVE

6 მებაჟე-ოფიცერს კორონავირუსი დაუდასტურდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 01.10.2020
COVID-19-ზე გამოკვლეული 517 მებაჟე-ოფიცერიდან ექვსს ვირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

6 მებაჟე-ოფიცერს კორონავირუსი დაუდასტურდა

უწყების ინფორმაციით, 25-30 სექტემბერს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა: გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმის“, საბაჟო გამშვები პუნქტების: „ნინოწმინდის“, „კარწახის“, „წითელი ხიდისა“ და „თბილისის აეროპორტის“ - ჯამში 517 პირს.

„გამოკვლეულ პირთაგან კორონავირუსი თვითიზოლაციაში მყოფ 6 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი-ეპიდემიოლოგების მიერ მიზნობრივ ტესტირებას ანტიგენსა და ანტისხეულზე ექვემდებარებიან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები).

25 სექტემბრიდან დღემდე, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ტესტირება 4 293 სატვირთო ავტომობილის მძღოლს ჩაუტარდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მებაჟე ოფიცრები კორონავირუსზე შეამოწმეს
საქართველო - თურქეთის საზღვარზე, „კარწახის“ საბაჟო გაიხსნა
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა
ადიგენში მცხოვრებ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი 3 პირს დაუდასტურდა
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება
ბორჯომში ინფიცირებულ კაცთან კონტაქტში მყოფ 24 პირს ტესტირება ჩაუტარდა