FM97.5 / LIVE

‘მარნეულში მომხდარი შიშის დათესვის დემონსტრირებაა’ – ენმ–ს აქცია ახალციხეში

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 30.09.2020
დღეს,30 სექტემბერს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა N37 საოლქო საარჩევნო ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი აქცია გამართეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ პროტესტით გმობენ მარნეულში თანაპარტიელზე თავდასხმას.

‘მარნეულში მომხდარი შიშის დათესვის დემონსტრირებაა’ – ენმ–ს აქცია ახალციხეში

„შევიკრიბეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ვაპროტესტებთ, მარნეულში ჩვენი საოლქო კომისიის წევრზე, ლაშა ქველაძეზე დავდასხმას. ჩვენი დღევანდელი შეკრება ერთგვარი გაფრთხილებაა“, - განაცხადა ენმ-ს ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე, დავით ახალკაცმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა სანდროშვილის განცხადებით, მარნეულში მომხდარი დაპირისპირება, წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშის დათესვას ემსახურება.

„ის რაც მარნეულში მოხდა, ვერ დავარქმევთ პირად ანგარიშსწორებას. ესაა ცალსახად დემონსტრირება შიშის დათესვის საზოგადოებაში, რაც ვერანაირად ხელს ვერ უწყობს მშვიდობიანი და ნორმალური საარჩენო გარემოს ჩამოყალიბებას. ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს საზოგადოების, ამომრჩევლის და კონკრეტულად ოპოზიციური სპექტრის ამომრჩევლის დაშინება, მხოლოდ და მხოლოდ ამას ემსხაურება საოლქო კომისიის წევრზე მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორება. ჩვენ ვნახეთ ისიც, რომ საოლქო კომისიას ამასთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება ჰქონია“, - განაცხადა ენმ–ს წევრმა კობა სანდროშვილმა.

29 სექტემბერს, ღამით მარნეულში დაპირისპირება მოხდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს. პარტიაში ამბობენ, რომ დააზიანეს ქველაძის კუთვნილი ავტომანქანაც.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მტკიცებით, ენმ-ს წევრები მათ მხარდამჭერებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ერთ-ერთი მათგანი, ლაშა ქველაძე კი საუბნო კომისიაში შეიჭრა და „ოცნების“ წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარის გაშუქებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” და “პირველი არხის” თანამშრომლებს. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – ძალადობა (სსკ-ის 126-ე) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა (სსკ-ის 154-ე).

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობა ახალციხეში – საიას ანგარიში
სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მარნეულში [R]
‘ნაცმოძრაობა’: უბანზე მდივნად არჩეული ‘ნაციონალი’ ‘ოცნების’ ზეწოლის შემდეგ შეცვალეს
ოხანაშვილი: 'ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, იყო მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა'
ბორჯომში საოლქო კომისიის სხდომა ოპოზიციური პარტიის წევრებმაც დატოვეს
შსს: სამართალდარღვევის 29 ფაქტი დაფიქსირდა, 15 არ დადასტურდა
კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)