FM97.5 / LIVE

COVID-19-ის შემთხვევების გამო ადიგენის ორი სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

მთავარისიახლე, კორონავირუსი 30.09.2020
ადიგენში, დიდი ზანავის საჯარო სკოლა დღეიდან, 30 სექტემბრიდან დისტანციურ სწავლაზე გადავიდა. სკოლის ერთ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ორი დღეა დისტანციურად სწავლობენ ჭეჭლაშიც, აქ ვირუსი მოსწავლეებს აქვთ.

COVID-19-ის შემთხვევების გამო ადიგენის ორი სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

30 სექტემბრის, 17:00 საათის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით ყველაზე მეტი, 24 კოვიდინფიცირებული ადიგენის მუნიციპალიტეტშია. ინფექცია მუნიციპალიტეტის რვა სოფელშია გავრცელებული, მათ შორის: ჭეჭლაში – 11, უდეში – 2, დიდ ზანავში – 5, ღორთუბანში – 2,
ჭელაში – 1, კეხოვანში – 1, გომაროში – 1, არალში – 1.

იმის გამო, რომ ჭეჭლასა და დიდ ზანავში ინფიცირებულები სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები არიან, სასწავლო პროცესი დისტანციურად გაიმართება.

გადავა თუ არა არლის საჯარო სკოლაც დისტანციურ სწავლებაზე, სადაც დაინფიცირებული სკოლის მასწავლებლის მეუღლეა ამ დროისთვის უცნობია.

„ველოდებით ანალიზის პასუხს, თუ დადებითი იქნება, ამის შემდეგ გადაწყდება გადავა თუ არა დისტანციურ სწავლაზე სკოლა. ანალიზის პასუხები სამ დღეში იქნება. ამ დროისთვის როგორც სკოლის დირექტორისგან ვიცი სკოლაში სამუშო პრიცესი მიმდინარეობს“, – ამბობს ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ინგა ბოჭორიშვილი.

30 სექტემბრის მონაცმებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსი 26 ადგილობრივს დაუდასტურდა. აქედან 24 შემთხვევა ადიგენშია, თითო–თითო კი ასპინძასა და ნინოწმინდაში.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ზანავის სკოლა სავარაუდოდ დისტანციურ სწავლაზე გადავა’ – ადიგენის რესურსცენტრი
არლის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა - COVID-19
ჭეჭლის სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა – 2 მოსწავლეს კორონავირუსი აქვს
ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა
სოფელ უდის N2 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა – COVID-19
ახალციხის N4 სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
ახალციხის N1 სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა –covid-19