FM97.5 / LIVE

ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 26.09.2020
ორი საუკუნის შემდეგ, რაც რუსეთიდან დუხობორები (სულისთვის მებრძოლნი) კავკასიაში ჩამოასახლეს, საქართველოში მათი მომავალი ახალგაზრდა დუხობორების ხელში აღმოჩნდა. 1840 წელს დუხობორებმა მეფის რუსეთს თავი დააღწიეს და საქართველო საკუთარ სამშობლოდ აქციეს. საქართველოს ტერიტორიაზე ისინი რვა სოფელში დაფუძნდნენ, სადაც მრავალი თაობა აღზარდეს.

ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

მასალა მომზადებულია სააგენტო "ჩაიხანას ჟურნალისტების მიერ.

დღესდღეობით, მასობრივი მიგრაციის შედეგად, საქართველოში დუხობორების რაოდენობა შემცირებულია. სოფელ ორლოვკასა და გორელოვკაში, რომელიც მათი წმინდა ადგილია მხოლოდ 135-ნი დარჩნენ.

დუხობორების მომავალი საქართველოში მეტწილად ისეთი ახალგაზრდების ბედზეა დამოკიდებული, როგორიც კრისტინა კრასნიკოვა და კრისტინა ბიჩახჩიანია.

მოდური, თანამედროვე და განათლებული ახალგაზრდა ქალები, მსოფლიოს წამყვანი მეტროპოლისის მაცხოვრებლებს ჰგვანან.

ორივე კრისტინა საკუთარი წარმომავლობით ამაყობს, მაგრამ სირთულეები, რომლის წინაშეც დუხობორები დგანან, მათ სხვადასხვა გადაწვეტილების მიღებას აიძულებს.

18 წლის კრისტინა კრასნიკოვა შიშობს, რომ მალე სოფლის დატოვება მოუწევს. მისი ბევრი თანატოლი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.

24 წლის კრისტინა ბიჩახჩიანმა კი გორელოვკაში დარჩენა ამჯობინა. საკუთარი წარმომავლობით ამაყი კრისტინა, ქართულ საზოგადოებაში კარგად არის ინტეგრირებული. გარკვეული პერიოდით სწავლის გამო გორელოვკას მიტოვება მოუწია, მაგრამ უკან დაბრუნდა და ამჟამად გორელოვკას სკოლაში ასწავლის, სადაც თავად მიიღო განათლება.

ორი ახალგაზრდა ძირითად დროს გორელოვკას ქართულ-რუსულ სკოლაში ატარებს, სადაც დუხობორი, სომეხი და ქართველი ბავშვები ერთად სწავლობენ.

200 წლის წინ, სოფელში გატარებული პირველი ზამთარი დუხობორებისთვის დიდი ზიანის მომტანი გამოდგა. ბევრი მათგანი გარდაიცვალა და გაზაფხულს უამრავი ბავშვი ობლად შეხვდა. დუხობორებმა მათთვის ბავშვთა სახლი ააშენეს და ამ შენობის გარშემო ტრადიციული სამლოცველოებიც ააგეს.

წლებთან ერთად დუხობორებმა მშვიდობა და კეთილდღეობა სწორედ სამცხე-ჯავახეთში მოიპოვეს. თავდაპირველად რეგიონში 4,000 ოჯახი დასახლდა და მოგვიანებით მათ რვა სოფელი დაარსეს.

რეგიონის ცივ ზამთრებთან გასამკლავებლად თეთრი სახლები ააშენეს, რომელთა კარები ცისფრად შეღებეს.

ჩვენი სტუმრობის დროს კრისტინა კრასნიკოვას და კრისტინა ბიჩახჩიანს სალოცავ სახლში შევყავართ. გარშემო ყველაფერი თოვლით არის დაფარული, მხოლოდ სახლის ეზოში ცირცელის წითელი ნაყოფის ფერი გამოკრთის და განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

დუხობორების რწმენის მიხედვით, ღმერთს ვერ დახატავ და მის სიტყვას ვერ დაწერ. ფსალმუნებსა და ლოცვებს ძალა აქვს მხოლოდ მაშინ, თუკი ისინი ზეპირად იცი.

დუხობორების სალოცავ სახლს ორი შესასვლელი აქვს. ერთი კაცებისთვის, ხოლო მეორე - ქალებისთვის. დუხობორები საკუთარი უნიკალური რელიგიით და ლოცვებით არიან ცნობილი, მათ შორისაა კვირა დილის ლოცვები.



დუხობორები მართლმადიდებელი კრისტიანები არიან, მაგრამ მათ განსხვავებული წეს-ჩვეულებები აქვთ. ისინი არ აღიარებენ სასულიერო პირებს, დაწერილ ლოცვებს, ჯვრებსა და ეკლესიებსაც კი.

„თავი უნდა შეიმოსოთ, დაიხაროთ და პატივისცემა ასე გამოხატოთ. მე ნახევრად დუხობორი ვარ, თუმცა ბებიასთან ერთად აქ ხშირად მოვდიოდი”- ამბობს კრისტინა ბიჩახჩიანი. კრისტინას დედა დუხობორი ჰყავს, ხოლო მამა - სომეხი. დუხობორების კულტურა შერეულ ოჯახშიც შეიძლება შენარჩუნდეს და კრისტინა ამის კარგი მაგალითია, მან სამი ფსალმუნი ზეპირად იცის.

ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში


კრისტინას ოჯახის მსავსად, გორელოვკაში ქართველების, დუხობორების და სომხების შერეული ოჯახები ცხოვრობენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დუხობორების გარდა სოფლებში სხვა ეროვნების ხალხიც გადმოსახლდა. 90-იან წლებში საქართველოში ნაციონალიზმის გაძლიერებასთან ერთად დუხობორებმა სოფლების დატოვება დაიწყეს.

რეგიონში მცხოვრები სომხებიც საცხოვრებლად დუხობორების სოფლებში გადავიდნენ. შედეგად დუხობორებს ორმაგი ძალისხმევით უწევდათ საკუთარი კულტურის და ტრადიციების შენარჩუნება.

50 წლის რაისა ასტაფუროვა იხსენებს, თუ როგორ მიატოვეს დუხობორებმა საქართველო 1990-იან წლებში, რათა წინაპრების სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ საკუთარი ტრადიციების შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ.

სკოლაში სტუმრობისას მასწავლებლებმა საკუთარი გულისტკივილი გაგვიზიარეს იმის თაობაზე, რომ დუხობორების სოფლები ქართულ მედია წყაროებში ასახულია როგორც

“სოფლები, რომლებიც მიატოვეს და სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ”.

„ნახეთ რამდენი ბავშვია აქ” - ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი.

ეთნიკური მრავალფეროვნება გორელოვკას N 1 სკოლის დადებითი მხარეა, თუმცა ამავდროულად იგი დუხობორების ერთ-ერთი პრობლემის, ქართული ენის სრულყოფილად არცოდნის სიმბოლოა; არაქართულენოვანი მოსწავლეები ნაკლებად თუ საუბრობენ ამ ენაზე სკოლის გარეთ. ქართველი მოსწავლეები სკოლაში, დუხობორი ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლების მხრივ ერთგავრი დახმარებაა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. სკოლის დასრულების შემდეგ დუხობორი მოსწავლეები ქართული ენას ვერ ფლობენ იმ დონეზე, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ.

„საქართველოში მინდა დარჩენა, მაგრამ ვშიშობ, რომ ქართული ცუდად ვიცი, ამიტომ სომხეთში - გიუმრიში მომიწევს გადასვლა,” - ამბობს კრისტინა კრასნიკოვა. მისი ორი კლასელი სომხეთში გადავიდა საცხოვრებლად, რუსულენოვან კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად.

ადგილობრივ ქართულ-რუსულ სკოლაში ქართველები, რუსები და სომხები ერთად სწავლობენ. არსებობს იმის იმედი, რომ ახალგაზრდა დუხობორები საზოგადოებაში ინტეგრირდებიან, ქართულ ენას კარგად ისწავლიან და მომავალში საქართველოს არ დატოვებენ.

დღესდღეობით სომეხი, რუსი და ქართველი მასწავლებლები სკოლაში ერთად ასწავლიან, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, როდესაც ისინი გაყოფილები იყვნენ. სკოლა სოფლისთვის ერთ-ერთი ძირითადი დასაქმების წყაროა.


კრისტინას 18 წლის ბიძაშვილ რომანს საქართველოში დარჩენა და ჯარში მსახური სურს. იგი ფიქრობს, რომ ჯარში ქართულ ენას უკეთ დაეუფლება და შემდეგ სწავლის გაგრძელებასაც შეძლებს.

სამწუხარო რეალობაა ის, რომ დუხობორებისთვის საქართველოს დატოვება და რუსეთსა ან სომხეთში საცხოვრებლად გადასვლა არჩევანი არაა, არამედ საშუალება, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ.

კრისტინა ბიჩახჩიანი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ასეთი არჩევანის წინაშე დადგა. მან გორელოვკას სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა. სწავლის დასრულების შემდეგ კი სოფელში დაბრუნდა, სადაც ახლა მასწავლებლად მუშაობს.

კრისტინა ბიჩახჩიანი სკოლაში ყოველ დღე საუბრობს რუსულად, სომხურად და ქართულად. „სომხური გვარი მაქვს, მაგრამ ბებიამ (დედის დედა), რომელიც დუხობორი იყო, ჩემზე დიდი გავლენა იქონია. იგი გარდაიცვალა, მაგრამ ყოველთვის როდესაც სალოცავთან ახლოს მივდივარ, მახსენდება თუ როგორ დავყვებოდი მას. სიყვარული ამ სოფლისადმი და დუხობორების ტრადიციები, რომელიც ჩემი ნაწილია, ბებიაჩემმა გადმომცა,”- ამბობს კრისტინა.

ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში


გორელოვკაში მიტოვებულ სახლებს შორის სეირნობისას, კრისტინა ბიჩახჩიანის ისტორია იმედის მომცემი გვეჩვენება.

თეთრი ყარყატები კიდევ ერთი იმედის მომცემი მოვლენაა სოფელში. ისინი დუხობორების მიტოვებული სახლების თავზე ბუდეებს კვლავ იკეთებენ.

ყარყატები ზამთარში სოფელს ტოვებენ, მაგრამ, დათბობასთან ერთად კრისტინას მსგავსად უკან ბრუნდებიან.

გორელოვკას მცხოვრებთ ვემშვიდობებით და წასასვლელად ვემზადებით. მომავალში დაბრუნებას ვპირდებით.

ტრასაზე გამოვდივართ და ერთი წუთით დუხობორების ლამაზ სახლებს გავყურებთ. დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ასეთი უნიკალური კულტურა შეინარჩუნო ისეთ ადგილას, სადაც სიცივეში წყალი სწრაფად იყინება და ქარი მუდამ ქრის, თუმცა სოფლის მახლობლად საქონლის ზარების ხმა მაინც გაისმის და სიცოცხლეც ჩქეფს.

ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვის და რატომ გაახსენდნენ დუხობორები?
'ხმა სოფლიდან' – გორელოვკელი დუხობორები [Audio]
ხმა სოფლიდან: გორელოვკა [Audio]
'თავიდან მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის ვიცოდი'– რას ცვლის ქართული ენის პროგრამა ჯავახეთში
დაძაბულობა დუხობორთა სოფლებში
გალინა - ქართულის მასწავლებელი
საქართველოდან სომხეთში... და უკან