FM97.5 / LIVE

‘კორონავირუსის გამო წინასაარჩევნო შეხვედრებს ვერ ვატარებთ, ცუდი მდგომარეობაა’ – გედევან ფოფხაძე

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 24.09.2020
ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი და „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" ერთ–ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ კორონავირუსმა მის პარტიას წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალა, რადგან ყველაზე მეტი ინფიცირებული მათ ჰყავთ. ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და ელოდება განმეორებით ტესტირების ჩატარებას.

‘კორონავირუსის გამო წინასაარჩევნო შეხვედრებს ვერ ვატარებთ, ცუდი მდგომარეობაა’ – გედევან ფოფხაძე

გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 13 სექტემბერს დაუდასტურდა, იგი, თბილისში, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.

„სამი დღე მქონდა ტემპერატურა, ახლა კარგად ვარ და მკურნალობას ვაგრძელებ. სიმპტომები არ მაქვს. გაციებისკენ მიდრეკილი ორგანიზმი მაქვს და რომ არა ლევან გოგიჩაიშვილთან კონტაქტი, ვერც ვიფიქრებდი, რომ კორონავირუსი შემხვდა. რაც შეეხება მკურნალობას, ძირითადად ანტიბიოტიკებს მიკეთებენ, არის გადასხმებიც, უმნიშვნელო დოზით ჰორმონი, ორგანიზმმა რომ გაუძლოს“, – ამბობს გედევან გოფხაძე.

ფოფხაძე ამბობს, რომ კორონავირუსმა „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი შეუშალა.

„აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად დაჩაგრულები ჩვენ ვართ. პარტიაში 10–მდე კაცს დაგვიდასტურდა კორონავირუსი. აქედან ოთხი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, ხომ წარმოგიდგენიათ რა ცუდი მდგომარეობაა“, – ამბობს იგი.

გედევან ფოფხაძე „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს წევრი, აღმასრულებელი მდივანი და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გედევან ფოფხაძე ‘ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია
გედევან ფოფხაძე თვითიზოლაციაში იმყოფება
გედევან ფოფხაძეს Covid-19  დაუდასტურდა
გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს [R]
გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს [R]
‘ჩვენი საქართველოს’ საპარლამენტო სიის ათეულში 2  სამცხე–ჯავახეთიდან არის
გედევან ფოფხაძე ციხისჯვარის, ანდეზიტისა და ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა [R]