FM97.5 / LIVE

‘ოცნების’ კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები

მთავარისიახლე, საზოგადოება, არჩევნები 11.09.2020
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობისა და მათი პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ. მეწარმე დეპუტატებს შორის არიან სამცხე–ჯავახეთის ორივე ოლქის კანდიდატი. მათგან ერთი მოქმედი დეპუტატია, რომელიც TI-ის ცნობით, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

‘ოცნების’ კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები

TI-ს კვლევის მიხედვით, ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი, ანტონ ობოლაშვილი, ჯამში 8 კომპანიაში ფლობს წილებს, ან იკავებს დირექტორის პოზიციას. ეს კომპანიები თავის მხრივ, კიდევ 6 კომპანიას ფლობენ.

ობოლაშვილის ერთ–ერთ კომპანიას, შპს „გლობალფარმს“, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორიც სამცხის კანდიდატია, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორიაც აქვს.

„2012-2017 წლებში კომპანიამ მიიღო 18 პირდაპირი კონტრაქტი, აქედან 17 მცირე – 43 472 ₾, ხოლო ერთი (2012) დიდი – 210 119 ₾“ – ვკითხულობთ კვლევაში.

„გამჭვირვალობის“ განცხადებით, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულია ობოლაშვილის მეუღლეც, რომელიც წილებს 5 კომპანიაში ფლობს, ლია ობოლაშვილის ერთ–ერთმა კომპანიამ შპს „დანი 2012“–მა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირი შესყიდვებით 2013-20 წლებში სულ მცირე 600 000 ლარზე ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.

ანტონ ობოლაშვილის კომპანიის შპს „გლობალფარმის“ კომერციულმა დირექტორმა რობერტ ელოიძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს 50 000ლ შესწირა.

ორგანიზაციის კვლევა მოიცავს 2012–დან 2020 წლის 20 აგვისტომდე პერიოდს, შესაბამისად კვლევაში ვერ მოხვდა ობოლაშვილის ოჯახის წევრების პოლიტიკური შემოწირულობები, კერძოდ, ობოლაშვილის შვილმა, მეუღლემ და ცოლის დამ „ქართულ ოცნებას“ 76 ათასი ლარი შესწირეს.

სამეწარმეო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული „ოცნების“ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სამველ მანუკიანი, რომელიც ასევე მმართველი პარტიის დამფინანსებელიცაა. მანუკიანი პარლამენტის მოქმედი დეპუტატია, TI-ს მიხედვით, მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, მას კომპანიების წილები სხვა პირისთვის სამართავად არ გადაუცია.

„იგი პარლამენტის მოქმედი წევრია და მის საკუთრებაში არსებული კომპანიები დეკლარირებული აქვს, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, მას ეს წილები მართვის უფლებით დროებით სხვა პირისთვის არ გადაუცია“ – ნათქვამია კვლევაში.

პარლამენტის მოქმედი დეპუტატი „ქართული ოცნების“ დამფინანსებელთა სიაშიც ხვდება, 2016 წელს მან მმართველ პარტიას 45 000 ლარი შესწირა.
საერთო ჯამში, საერთაშორისო გამჭვირვალობამ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის 30 კანდიდატის სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები შეისწავლა. ორგანიზაციის განცხადებით, მათგან 19 აქტიურადაა ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. ისინი დაკავშირებული არიან ჯამში 186 კომპანიასთან.

რაც შეეხება პოლიტიკურ შემოწირულობებს, 30 კანდიდატიდან მმართველი პარტიის შემწირველი 14 იყო, მათ ჯამში „ქართულ ოცნებას“ 740 826 ლარი შესწირეს, ხოლო მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა ერთად – 3 702 826 ლარი.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანტონ ობოლაშვილის ოჯახის წევრებმა ‘ქართულ ოცნებას’ 76 ათასი ლარი შესწირეს
სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები
მმართველი პარტიების დამფინანსებელი კომპანიები ტენდერებს იგებენ
ბიზნესმენების და პოლიტიკოსების პოლიტიკური ფერისცვალება
‘მადლობა ბატონ ბიძინას’ – სამცხის მაჟორიტარობის  კანდიდატის პირველი განცხადება
რომელ კომპანიებს ფლობენ ენმ-ს კანდიდატები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა
რას მალავენ დეკლარაციებში საჯარო პირები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა