FM97.5 / LIVE

გედევან ფოფხაძე თვითიზოლაციაში იმყოფება

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 09.09.2020
ბორჯომი–ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება, როგორც თავად ამბობს შეხვედრა ჰქონდა ლევან გოგიჩაიშვილთან, რომელსაც covid-19 დაუდასტურდა.

გედევან ფოფხაძე თვითიზოლაციაში იმყოფება

ფოფხაძე ლევან გოგიჩაიშვილს სამი დღის წინ ღია სივრცეში შეხვდა. თავს კარგად გრძნობს, თუმცა უსაფრთხოების მიზნით თვითიზოლაციაში იქნება.

„სამი დღის წინ მქონდა ლევანთან შეხვედრა, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. საბურთალოზე ვიყავით ღია ცის ქვეშ. დღეს გავიგე, რომ კოვიდი დაუდასტურდა და გადავდივარ თვითიზოლაციაში სანამ ტესტს არ ჩავიტარებ, ამ ეტაპზე საეჭვო სიმპტომები არ მაქვს. ოჯახის წევრებთანაც არ მქონია შეხება ისინი ბორჯომში არიან“, – ამბობს გედევან ფოფხაძე.

ფოფხაძის განმარტებით, ტესტის პასუხის შემდეგ გადაწყვეტს როდის გააგრძელებს მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს. იგი „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში.

„თუ უარყოფითი პასუხი იქნება გავაგრძელებ ჩვეულებრივ ცხოვრებას. მე ისედაც ვაპირებდი სანამ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაზე გადავიდოდი ტესტის ჩატარებას, რადგან არ მინდა ვინმე ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში“, – განაცხადა ფოფხაძემ.

პარლამენტის წევრის და პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ დამფუძნებლს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი დღეს, ცხრა სექტემბერს დაუდასტურდათ. ამის გამო, გოგიჩაიშვილის თანაგუნდელების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა

[ნუკა სტფენაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გედევან ფოფხაძეს Covid-19  დაუდასტურდა
‘კორონავირუსის გამო წინასაარჩევნო შეხვედრებს ვერ ვატარებთ, ცუდი მდგომარეობაა’ – გედევან ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე ‘ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია
გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს [R]
გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს [R]
გედევან ფოფხაძე ციხისჯვარის, ანდეზიტისა და ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა [R]
‘ჩვენი საქართველოს’ საპარლამენტო სიის ათეულში 2  სამცხე–ჯავახეთიდან არის