FM97.5 / LIVE

ვინ არის ‘ლელოს’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოცკარ პუთულიანი

მთავარისიახლე, არჩევნები - 2020 09.09.2020
სოცკარ პუთულიანი ნინოწმინდა–ახალქალაქის ოლქში, „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის განდიდატია. 33 წლის ექიმი ფიქრობს, რომ გამარჯვების დიდი შანსი აქვს, რადგან „ლელოს“ ახალგაზრდა და გამოცდილი გუნდი ჰყავს.

ვინ არის ‘ლელოს’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოცკარ პუთულიანი

ახალგაზრდა ექიმი ამბობს, რომ პოლიტიკაში აქამდე არ ყოფილა და არც არჩევნებში მონაწილეობდა, „ლელოს“ შემოთავაზებას კი იმიტომ დათანხმდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში პარტიას ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.

„პოლიტიკა ჩემი არასოდეს ყოფილა, არჩევნებშიც არ მიმიღია მონაწილეობა, რადგან არ ვიმყოფებოდი ქვეყანაში. „ლელოს“ ჰყავს ახალგაზრდა გუნდი და განათლებული ადამიანები, ეს არის შესანიშნავი ჯგუფი, კარგი შესაძლებლობებით, ამიტომ დავთანხმდი მათ შემოთავაზებას“,- ამბობს სოცკარ პუთულიანი.

იგი ამბობს, რომ „ქველმოქმედია და ადგილობრივები არჩევნებზე მის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს“.

„ყველამ იცის, რომ საქმეს ვაკეთებ და მხოლოდ დაპირებები არ მიყვარს. ოთხი წლის განმავლობაში დავდიოდი სოფლებში და უფასოდ ვმკურნალობდი ხალხს. ახლა როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისე წარვდგები მათ წინაშე“, – ამბობს პუთულიანი.

სოცკარ პუთულიანი 1987 წელს დაიბადა, 2005 წელს დაამთავრა ნინოწმინდის პირველი საჯარო სკოლა, 2005–12 წლებში სწავლობდა ერევნის მხითარ ჰერაცუს სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. არის ზოგადი ქირურგი და ნინოწმინდის სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს.

[რიმა სარუხანიან]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ლელომ’ ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
ჯავახეთში 'ლელოს'  წარმომადგენელმა კანდიდატურა მოიხსნა
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა
'ლელომ' სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ დაასახელა
‘თავისუფალი საქართველოს’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამცხეში გოდერძი კუბლაშვილი განიხილება
ვინ არის ‘პატრიოტთა ალიანსის’ მაჟორიტარობის კანდიდატი სამცხეში
პარტია ‘ქართულ არჩევანს’ სამცხეში მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავს