FM97.5 / LIVE



ახალციხის სოფლებში საარჩევნო პლაკატებისთვის გამოყოფილი ადგილები შეიცვალა

მთავარისიახლე, არჩევნები 07.09.2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, უკვე მიღებულ განკარგულებაში, რომელიც საარჩევნო პლაკატების გაკვრისათვის გამოყოფილ ადგილებს შეეხება, ცვლილებები შეიტანა. სიიდან ამოვარდა 10 სოფელში გამოყოფილი 12 ადგილი და დაემატა ორ სოფელში კიდევ ორი ადგილი.

ახალციხის სოფლებში საარჩევნო პლაკატებისთვის გამოყოფილი ადგილები შეიცვალა


მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსებასთან დაკავშირებით გამოცემული განკარგულება ახალციხის საკრებულომ 27 აგვისტოს დაამტკიცა. დოკუმენტით განისაზღვრა 47 დასახლებაში იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო პლაკატების გაკვრა შეეძლებათ.

დღეს, 7 სექტემბერს საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა და მიღებულ განკარგულებაში ცვლილებები შეიტანა.

„რამდენიმე სოფელში შეიცვალა ლოკაციის ადგილი და ამან გამოიწვია სხდომის გამართვა“, - განაცხადა სხდომის დაწყებისას საკრებულოს თავმჯოდმარემ გელა ნოზაძემ.

როგორც სხდომის დოკუმენტებიდან ირკვევა, ლოკაციის ადგილი შეიცვალა მთლიანობაში 12 სოფელში.

სიიდან ამოვარდა ადგილები და პლაკატების გაკვრა არ იქნება დაშვებული:

აწყურში - გზის საყრდენ კედელზე;
კლდეში - ორმილიანის წყაროსთან მოსაცდელზე და შუა და ქვედა უბნებში მგზავრთა მოსაცდელებზე;
წყრუთში - წყაროსთან არსებულ კედელზე;
სხვილისში - ამბულატორიის შენობის ფასადზე;
წყალთბილაში - ძველი მეურნეობის ავტოფარეხის შენობის ფასადსა და სკვერის ღობეზე;
დიდ პამაჯში - სკოლის ღობეზე;
წყრუთში, წყაროსთან არსებული კედელი ამოვრადა;
სხვილისში ამბულატორიის შენობის ფასადი;
ზემო სხვილისში რიტუალების სახლის ფასადი;
ორალში - სკოლასთან არსებულ ღობეზე;
პატარა პამაჯში - სკოლის ღობე;
საძელში - ყოფილი ამბულატორიის შენობის კედელი;
წყორძაში - ახალშენის წყლის გამანაწილებდის შენობა;

ეს ის ადგილებისა, სადაც პლაკატის განთავსების შემთხვევაში პარტია დაჯარიმდება.

რაც შეეხება იმ ადგილებს, რომლებიც განკარგულებიდან დამტკიცებულ სიას დაემატა, ასე გამოიყურება:

ზემო სხვილისში - რიტუალების სახლის ფასადი;
ანდრიაწმინდაში - მგზავრთა მოსაცდელის საინფორმაციო დაფა;

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ლოკაციების პირველი ვარიანტი ძველი რედაქცია იყო და დამტკიცებისას შეცდომები გაიპარა, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მასში ცვლილბებეის შეტანა.

„ზოგადად ის შენობა-ნაგებობა, რომელიც არსებობდა, ფიზიკურად აღარ არსებობს, ტექნიკურად გაგვეპარა ეს მომენტი. ცვლილებების სახით დაემატება რამდენიმე და რამდენიმე ამოვარდება. ეს იმიტომ, რომ შეცდომაში არ შეგვეყვანა ის სუბიექტები, რომლებიც არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. თუ უადგილო ადგილზე იქნება პლაკატები გაკრული, შემდეგში სანქციები იმოქმედებს“, - ამბობს ნოზაძე.

ახალციხის სოფლებში საარჩევნო პლაკატებისთვის გამოყოფილი ადგილები შეიცვალა
ახალციხის სოფლებში საარჩევნო პლაკატებისთვის გამოყოფილი ადგილები შეიცვალა
ახალციხის სოფლებში საარჩევნო პლაკატებისთვის გამოყოფილი ადგილები შეიცვალა

[თაკო ფექირიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სად (არ) შეიძლება საარჩევნო პლაკატების გაკვრა – ახალციხის საკრებულოს დადგენილება
საარჩევნო მასალებისთვის ადგილები ქალაქ ახალციხეშიც განისაზღვრა
სხვილისში ბაქრაძის პლაკატების გაკვრას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა
სად შეიძლება საარჩევნო პლაკატების განთავსება ახალციხის სოფლებში
პარტიები პლაკატების ზომებს სურვილის მიხედვით ვეღარ შეარჩევენ
 ბორჯომში საარჩევნო შეხვედრებისა და პლაკატების გასაკრავი ადგილები გამოყეს
ახალციხის საკრებულომ საარჩევნო მასალების განთავსებისთვის ადგილები განსაზღვრა