FM97.5 / LIVE

‘ქართულმა ოცნებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები’ – ‘ტრიბუნას’ კანდიდატი სამცხეში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.08.2020
სამცხე–ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილება, რეგიონის განვითარების პოტენციალზე საუბრობს, მისი აზრით „ქართულმა ოცნებამ“ თავისი შესაძლებლობები ამოწურა.

kvaratskhelia

გელა კვარაცხელია, რომელიც სავარაუდოდ სამცხის მაჟორიტარობისთვის პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას“ სახელით იბრძოლებს, ამბობს რომ იგი 2018 წლამდე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიებში აქტიურად მონაწილეობდა, ახლა ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები, მეც ამოვწურე ჩემი თავი ქართულ ოცნებაში“.

მისი აზრით, ქვეყნის განვითარების პირველი მუხრუჭი საბანკო სისტემაა, რომელიც მოსახლეობის ყველაზე დიდ ნაწილზე უარყოფითად აისახება, ამიტომ პარტიის მთავარი მიმართულებაც საბანკო სისტემასთან ბრძოლაა, რადგან დღევანდელი მდგომარეობით, მოსახლეობის 80% საბანკო სისტემის წნეხის ქვეშაა.

„ამ კუთხით უკვე მუშაობს ჩვენი პარტია და პანდემიის პირობებში თუ რომელიმე საფინანსო ორგანიზაციამ პრობლემა შეუქმნა ადამიანებს, შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენს ოფისში და სამართლებრივ ნაწილში მივეხმარებით. ნებისმიერ სასამართლოს მოიგებს მოქალაქე, რომელსაც პანდემიის პერიოდში აიძულებდნენ ან ვალის გადახდას, ან პროცენტების დარიცხვას. პანდემიის პერიოდში ბანკების მოგება თითქმის მილიარდზე ავიდა და მაშინ როცა მთელი ქვეყანა გაჩერებულია. ეს უნდა დასრულდეს“, – აცხადებს კვარაცხელია.

კვარაცხელია 1999-2003 წლებში „მოქალაქეთა კავშირიდან“ პარლამენტის დეპუტატი იყო, მისი თქმით სწორედ ამ პერიოდში დაიწყო სამცხე–ჯავახეთთან მისი უშუალო კავშირი.

„ამ პერიოდში ვიყავი პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. სულ რაღაც ერთ წელიწადში ჩვენმა კომიტეტმა ეუთოსთან ერთად შექმნა პროექტი, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფო ენის სწავლებას ჯავახეთში. ეს გამოდგა საკმაოდ ეფექტური პროექტი, გარდა ამისა შეხება გვქონდა მესხეთთან რეპატრირებული მესხების სამშობლოში დაბრუნების კუთხით“, – გვიყვება კვარაცხელია.

როგორც ის აღნიშნავს, იმ დროიდან მოყოლებული, რეგიონში პრობლემების ძირითადი ნაწილი კვლავ მოუგვარებელია. რეგიონის განვითარების მისეული ხედვა კი ასეთია:

„ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყდა მოსახლეობის სასარგებლოდ, მიუხედავად მცირე დროისა, მე უკეთესად დავინახე პოტენციალი, რომელიც ამ რეგიონს აქვს და იმ ხალხს, რომელიც აქ ცხოვრობს. ვთვლი, რომ ძალიან ბევრის გაკეთება შეიძლებოდა აქამდეც. 17 წელიწადი, რაც მე აქ არ ვარ, ვთვლი რომ არაეფექტურად არის გამოყენებული. პირველ რიგში ვთვლი რომ მთელი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს იმაში, რომ გოდერძის უღელტეხილზე გაკეთდეს გზა, რაც მოგვცემს საშუალებას რომ ადიგენში ინფრასტრუქტურა მოეწყოს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. გარდა ამისა არის უამრავი სოფელი, სადაც არის სასმელი წყლის პრობლემა, რაც დაუყონებლივ უნდა გადაიჭრას“ – აცხადებს „ტრიბუნას“ კანდიდატი.

პარტია „დავით ჭიჭინაძე–ტრიბუნას“ საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად სექტემბრის დასაწყისში დაიწყებს. ბოლო მონაცემებით, სამცხის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი უკვე ოთხმა პარტიამ დაასახელა: "ქართული ოცნებიდან" – ანტონ ობოლაშვილი იბრძოლებს, ვაჟა ჩიტაშვილი – "ნაციონალური მოძრაობიდან", "თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზას" ზურა ხუციშვილი წარმოადგენს, ხოლო "თავისუფალი საქართველო" – გოდერძი კუბლაშვილის დასახელებას გეგმავს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში, ისტორიაში პირველად, 120/30 სისტემით ჩატარდება.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყოფილი გუბერნატორი სამცხეში ‘ტრიბუნას’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოიაზრება
'ევროპული საქართველოს' დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
‘ევროპელების’ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში სავარაუდოდ ზურა ჩილინგარაშვილი იქნება
,ნასამართლეობის დოკუმენტი შეიცვალა კანონიერი ცნობით’- 'ტრიბუნას' კანდიდატი სამცხეში
კვირის აქცენტი: როგორია ‘ტრიბუნას’ კანდიდატის ხედვა სამცხეში არსებულ პრობლემებზე  [ვიდეო]
‘ხალხს აშინებენ, გვიჭირს დამკვირვებლების აყვანა’ – ‘ტრიბუნას’ კანდიდატი
საპარლამენტო არჩევნებისთვის სამცხეში 14 კანდიდატი დარეგისტრირდა