FM97.5 / LIVE

‘გამოკითხულთა 82 %-ის აზრით, პანდემიის გამო ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუარესდა’ - IRI

მთავარისიახლე, ეკონომიკა 12.08.2020
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის მიხედვით, საქართველოში მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში მოსახლეობის 79% კმაყოფილია, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ 41 %-ია და „მეტნაკლებად კმაყოფილი“ 38 %.

‘გამოკითხულთა 82 %-ის აზრით, პანდემიის გამო ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გაუარესდა’ - IRI

კვლევა 12 აგვისტოს, ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა.

„კვლევა წარმოაჩენს საქართველოს საზოგადოების მაღალ ნდობას სახელმწიფოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკურმა პარტიებმა გამოიყენეს შესაძლებლობა, რათა შეექმნათ პლატფორმები და პროგრამები, რომელიც პასუხობს პანდემიის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს’ - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

მოსახლეობის 58%, მათ შორის 21% „ძალიან“, ხოლო 37 % „მეტნაკლებად კმაყოფილია“, იმ სოციალური პროგრამებით, რომლებიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.

მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა (94%) ეთანხმება, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანდაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური.

მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82% თვლის, რომ პანდემიის გავრცელების შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში.

მონაცემები შეგროვდა შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘გამოკითხულთა 33% მხარს უჭერს ‘ოცნებას’, 15% - ენმ-ს’ - IRI
‘მომავალ კვირას არჩევნები რომ იყოს, 33% ხმას ‘ოცნებას’ მისცემდა - IRI
ბოლო 10 წელში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა - NDI
‘მოსახლეობის 17%-ის აზრით, კორონავირუსის დაბალი გავრცელება გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა’ - NDI
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე ცუდად პარლამენტის და სასამართლოს საქმიანობას აფასებს
გამოკითხულთა 48% მიიჩნევს, რომ 2014 წლის შემდეგ ახალციხეში საცხოვრებელი პირობები გაუარესდა
გამოკითხულთა 32% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI