FM97.5 / LIVE

‘არასდროს ვინანებ რომ პროფესიად რეინჯერობა ავირჩიე’ – ბუნების მცველი ბორჯომიდან [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.07.2020
ხუთი წელია ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში რეინჯერად მუშაობს, ყოველდღიურად ფეხით დაახლოებით 25 კილომეტრს გადის, პროფესიულ დღესაც ტყეში შეხვდა. ამბობს, რომ მამის მსგავსად საუკეთესო წლებს დაცული ტერიტორიების მოვლასა და პატრონობას მიუძღვნის.

‘არასდროს ვინანებ რომ პროფესიად რეინჯერობა ავირჩიე’ – ბუნების მცველი ბორჯომიდან [ვიდეო]

თემურ კევლიშვილი, ბორჯომში, სოფელ ზორეთში დაიბადა, ტყეში სიარულს ბავშობიდან შეეჩვია, ამიტომ რეიჯერის პროფესია მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. იგი რეინჯერად ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში მეხუთე წელია მუშაობს.

„ბუნების სიყვარული ბავშობიდან მომყვება, მამაც რეინჯერი იყო. ტყეში ხშირად დავყვებოდი, მიხარია, რომ მომეცა საშუალება მეც რეიჯერი გავმხდარიყავი. რეინჯერი ქვეყნისთვის კარგ საქმეს აკეთებს, ის უფრთხილდება და იცავს ბუნებას“,– ამბობს ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი თემურ კევლიშვილი.

ბუნების სიყვარულს ის ახლა პატარებს ასწავლის და გამოცდილებასაც უზიარებს.

„ჩვენთან სულ 12 ბილიკია. მესამე ბილიკი შემეცნებითია, სადაც ბავშვების ჯგუფი მიგვყავს, ვაცნობთ საფეხმავლო ბილიკებს, ვასწავლით ბუნების სიყვარულს და. ა. შ ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ, საშუალება მეძლევა ახალგაზდებს ბუნების სიყვარული ვასწავლო“,–ამბობს თემური.

რეინჯერი ტყეში ცხოველებს ხშირად ხვდება. მისი თქმით, ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოა, რომ ხშირად ფოტოს გადაღებასაც კი ავიწყდება: „სულ ორი დღის წინ მაჩვი ვნახე, რომლიც გამოსული იყო ბუნაგიდან კენკრის საკრეფად, ძალიან საინტერესო კადრი იყო, ჩემში აღფრთოვანება გამოიწვია“,–გვიყვება და გადაღებულ ვიდეოს გვაჩვენებს.

გარდა მაჩვისა, ეროვნულ პარკში სხვა ცხოვლებთანც უწევს შეხვედრა: „დათვსაც შევხვდი ორ შვილთან ერთად იყო, იმ დონეზე დავკარგე შიშის გრძნობა, რომ მინდოდა უფრო ახლოს მივსულიყავი, მერე გვიან გავაცნობიერე რა საშიშ რამესთან მქონდა საქმე“– ამბობს რეინჯერი და გვასწავლის გარეულ ცხოველთან შეხვედრისას როგორ მოვიქცეთ.



ახალგაზრდა რეინჯერი იმ რთულ დღეებსაც იხსენებს, რომელიც არასდროს დაავიწყდება. ასეთი ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარია: „ძალიან რთული პერიოდი იყო, რეინჯერი რომ არ ვყოფილიყავი ხანძრის ჩასაქრობად მაინც წავიდოდი ტყეში. მოვუწოდებ მოსახლეობას სიფრთხილე გამოიჩინონ ბუნებასთან“, ამბობს და ამატებს, რომ ბოლო პერიოდში შემცირდა ბრაკონიერობის და ტყის დაბინძურების ფაქტები: „იშვიათად, მაგრამ მაინც არიან ისეთი ტურისტები, რომლებიც გარემოს აბინძურებენ, მახარებს, რომ ბოლო პერიოდში უკვე შემცირდა ასეთი ფაქტები. ასევე აღარ არის ბრაკონიერობის ხშირი ფაქტები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცხოველები უფრო მომრავლდნენ“.

ბევრი სირთულის მიუხედავად, თავისი პროფესია უყვარს და ამაყობს, რომ რეინჯერია:

„ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ მარტო წავსულიყავი ტყეში. მთიან რაიონში ვცხოვრობ, მთებს რომ გავხედავდი სულ მინდოდა ფეხით მომევლო. მახსოვს, დაახლოებით ორი თვის მოსული ვიყავი სამსახურში, როცა გამოცდილ რეინჯერთან ერთად წავედი ლომისმთაზე, შემოდგომა იყო იმხელა თოვლში აღმოვჩნდით, რომ გამოსვლა გაგვიჭირდა. ღამე კი იქ დავრჩით. მას შემდგე კიდევ ბევრი სხვა რთული გზა გავიარე, მაგრამ არსდრო მიფიქრია და არც მინანია ჩემი გადაწყვეტილება. თუ ენთუზიაზმი და სიყარული არ გაქვს ბუნების, ისე ვერ შეძლებს ამ პროფესიის შეყვარებას. ყველა რეინჯერს ვულოცავ ამ დღეს სიმშვიდე ჰქონდეთ და მეტი მონდომება“, – ამბობს იგი.

31 ივლისს რეინჯერთა დღე აღინიშნება.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 400–მდე რეინჯერი იცავს.

მათ საქმიანობებში შედის ბრაკონიერობის ფაქტის აღკვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, სისუფთავეზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორთა დახმარება.

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარაკი 1995 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (wwf) და გერმანიის მთავრობის დახმარებით შეიქმნა. იგი ერთ–ერთი უდიდესი პარკია მთელს ევროპაში და 107 083 ჰექტარს მოიცავს. რაც ქვეყანაში მთლიანი ტერიტორიის 1%–ია. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 667 000 ჰექტარია.

‘არასდროს ვინანებ რომ პროფესიად რეინჯერობა ავირჩიე’ – ბუნების მცველი ბორჯომიდან [ვიდეო]

[ნუკა სტეფნაძე, შაკო ალავიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ირმების ოჯახსაც ვიცნობ, ვიცი სადაც ცხოვრობენ’ – ნაკრძალში გატარებული 35 წელი
31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა
ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს
‘აბასთუმნის ცენტრში გადაღებული ირემი მგლისგან იყო დაკბენილი’ – რეინჯერი
ქრთამის აღების ბრალდებით ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების რეინჯერი დააკავეს [ვიდეო]
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი დაფინანსებას კავკასიის ბუნების ფონდიდან მიიღებს
დაცული ტერიტორიების დაცვაში შეტნილი წვლილისთვის 37 რეინჯერი დაჯილდოვდა