FM97.5 / LIVE

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს სია გადასცა, სადაც 3 550 054 პოტენციური ამომრჩეველია

მთავარისიახლე, არჩევნები 15.07.2020
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 550 054 პოტენციური ამომრჩეველია. აღნიშნულ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ასევე, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს სია გადასცა, სადაც 3 550 054 პოტენციური ამომრჩეველია

დღეს, 15 ივლისს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს მიმდინარე წლის 15 ივლისის მდგომარეობით არსებული პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა.

მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში ოთხჯერ, ხოლო საარჩევნო პერიოდში – მოთხოვნის შესაბამისად გადასცეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 550 054 პოტენციური ამომრჩეველია. აღნიშნულ სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ასევე, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები.

მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით და იმ მოქალაქეთა უფლებების დასაცავად, რომელთაც საარჩევნო სიაში მოხვედრის პრობლემა ჰქონდათ, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 2019 წლის 1 ივლისიდან პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გამოცხადდა. აქცია 2020 წლის 1 ნოემბრამდე გრძელდება. ბრძანების თანახმად, გარკვეული კატეგორიის პირები მოწმობის მიღებისას თავისუფლდებიან, როგორც დოკუმენტის, ასევე, ფოტოსურათის გადაღებისათვის განსაზღვრული საფასურის გადახდისგან.

აღნიშნული აქციის ფარგლებში, დღემდე, 95 190 მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უსასყიდლოდ აიღო და შესაბამისად, ისინი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 833 201 მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, აქედან – 1 734 652 დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 956 608 საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 220 570 ამომრჩეველი - საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში 3 177 178 ამომრჩევლის ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

2013 წლიდან ბიომეტრიული ფოტოსურათი საარჩევნო სიის განუყოფელი ნაწილი გახდა. მას შემდეგ, საარჩევნო სიების სრულყოფისთვის სააგენტომ მუშაობა მრავალი მიმართულებით წარმართა. მაგალითად:

2013-2020 წლებში საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საარჩევნო სიიდან 10 000–მდე გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული;

•2014–2016 წლებში პოტენციურ ამომრჩეველთა ფოტოსურათებისა და პერსონალური მონაცემების შედარების შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა და გაუქმდა 7 700-ზე მეტი გაორებული მონაცემი ან/და გაყალბებული დოკუმენტი;

•2015–2020 წლებში მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების აღდგენის მიმართულებით განხორციელდა კარდაკარ სამუშაოები და ბიომეტრიული მონაცემების აღება მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე მოხდა. შედეგად, აღდგენილია 3 500-ზე მეტი ჩანაწერი.

•საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი 2013 წელს დაიწყო და იგი მიზნად ისახავს სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მონაცემთა ბაზების ხარისხის ამაღლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის პოტენციურ ამომრჩეველთა საიდენტიფიკაციო მონაცემების მაქსიმალურად სრულყოფილი ფორმით გადაცემას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ამომრჩეველთა სიაში 3,53 მილიონი ადამიანია
ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას მოქალაქეები 1 მარტამდე შეძლებენ
მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო
15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე პირადობის მოწმობა უფასოდ გაიცემა
15 ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში 3 558 291 ამომრჩეველია
პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია იწყება
პირადობის მოწმობა ორი თვე უფასოდ გაიცემა