FM97.5 / LIVE

ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 03.07.2020
ზაზალო გარესამყაროსთან ახლოა, მაგრამ აქაურები ასე არ თვლიან. დასახლებაში მისვლას მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით შეძლებთ, აქ არც გზაა და არც დაპირებული გაზი. სამი წლის გაკეთებულ გამანაწილებლებში მრიცხველების ნაცვლად ჩიტის ბუდეებია, გარე განათების ბოძების ნახევარი კი ფორმალურად დგას.

ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

ზაზალო ზღვიდან 1 300 მეტრით მაღლაა, მთებში. აქ მისასვლელად ადიგენის სოფელ უდედან უნდა გადაუხვიოთ და ექვსკილომეტრიანი ქვაღორღიანი გზა გაიაროთ, რასაც ასე ნახევარი საათი დასჭირდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი მაღალი გამავლობისაა. სხვა შემთხვევაში აქ მანქანით ვერ მოხვდებით. სოფელში დაგხვდებიან ისეთებიც, რომლებიც აქ დაარსების დღიდან ცხოვრობენ. აქაურებს კარგი პერიოდი არ ახსენდებათ, ახსოვთ მხოლოდ დაპირებები.

ოდესღაც სოფელში დაწყებითი სკოლაც ყოფილა. რომელმაც ოთხი წელი იარსება. სოფლის ერთ–ერთი უხუცესი, გიორგი აღლემაშვილი ზაზალოში 1983 წლიდან ცხოვრობს. ყველაზე რთულ პერიოდად 90–იანი წლები ახსენდება, თუმცა მისთვის დღევანდელობა დიდად არ განსხვავდება იმ პერიოდისგან.

„იყო დრო, როცა ფეხით გვიწევდა სოფლიდან უდემდე ჩასვლა, რომ ავტობუსს ახალციხემდე გავყოლოდით და იქიდან დატვირთულებს კვლავ ფეხით უნდა გვევლო, რომ პროდუქტი ამოგვეტანა. მხლოდ ის შეიცვალა, რომ ახლა მანქანები გვყავს, მაგრამ ამ ჯაბახანა გზებში, ისინიც მწყობრიდან გამოდიან. მოვდივართ 30 წელიწადია. და რაღაცა დასამახსოვრებელი ჩვენს სოფელს არაფერი არა აქვს“ – იხსენებს გიორგი.



აქაურები იხსენებენ ისეთ ამბებსაც, როცა უგზობის გამო სასწრაფო დახმარების მანქანას ვერ, ან დაგვიანებით ამოუღწევია სოფლამდე. ერთ ასეთ შემთხვევას სოფლის ყველაზე ასაკოვანი, არტემ თუმანიშვილი იხსენებს. „ოჯახი.. ოჯახი აღარა მყავს. ცოლი 15 წლის წინ დამეღუპა. ამ უბედურ გზებს შეეწირა. გულის შეტევა ჰქონდა. სასწრაფო აქედან ვერ ამოვიდა, სკოლის მხრიდან, სანამ წარმასთუმნის მხრიდან მოუარა, გვიანი იყო“, – იხსენებს ის.

არტემ ბალახაშვილი ზაზალოში 1989 წელს დასახლდა: „როგორ ვცხოვრობ? მკვდარი ცხენის კუდქვეშ როგორ ცხოვრობენ ბუზები ისე. წყალწაღებული რომ ხავსს ეჭიდება, ისე ვარ“.

არტემ ბალახაშვილი ახლა 86 წლისაა, ზაზალოში 34 წლის წინ დასახლდა და ახლაც დიდი იმედი არ აქვს, რომ მათი პრობლემების მოგვარებით ვინმე დაინტერესდება.

ზაზალოში არის გაზის გამანაწილებლები. ბუნებრივი აირის გაყვანა სოფელში 4 წლის წინ დაუწყიათ, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, პროექტი შეჩერდა და გაზი დღემდე არ აქვთ:

„ვირს ბალახს რომ დაუკიდებენ, იმ დღეში ჩაგვყარეს.. პირდაპირ ეთქვათ მაშინ, რომ ჩიტებს უკეთებდნენ ბუდეებს. არ ეთქვათ რომ გაზია და იმედიც აღარ გვექნებოდა“– ამბობს ნოდარ გიქოშვილი და ამატებს,რომ გაზთან ერთად სოფელში გარე განათების პრობლემაც აქვთ: „ოთხი თვეა გარე–განათების ექვსი ბოძი გათიშულია. მერთანაც მივედი, პირადად ვუთხარი, მოადგილესაც დავურეკე და კაციშვილი არ მოსულა. მასხრად გვიგდებენ. დღეს ხვალ და ამასობაში 4 თვე გავიდა“ – ამბობს ნოდარი.

სოფელს შუა საუკუნეების ზაზალოს ციხე გადმოჰყურებს. აქვეა სასაზღვრო ზოლიც, რომელიც საქართველოს თურქეთის რესპუბლიკასთან აკავშირებს. აქ ადრე ამ ტერიტორიებზე მუსლიმ მესხებს უცხოვრიათ, მას შემდეგ, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ 1944 წლეს მუსლიმების მასობრივი გადასახლება მოაწყო, აქაურობა დაცარიელდა. 1982 წელს კი სოფელი ხელმეორედ გაჩნდა.

ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

[რობი ზარიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის ათ სოფელში გარე განათების ბოძები დამონტაჟდება
ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]
‘სახლში არ თქვა, რომ ომი დაიწყო და ცხინვალში მივდივართო’ – ომის გმირი ადიგენიდან
ხმა სოფლიდან: წყორძა, სოფელი ისტორიულ ნასახლარზე [Audio]
გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]
სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის
წარბასთუმანში გარე განათების სისტემა დაზიანდა