FM97.5 / LIVE

სოფელ ჭაჭარაქში სომხურ ტრადიციულ ლავაშს აცხობენ [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.06.2020
ნუნეს, გოჰარს და ევას ჭაჭარაქში ყველა იცნობს. 25 წელია ქალები სომხურ ლავაშს აცხობენ.

სოფელ ჭაჭარაქში სომხურ ტრადიციულ ლავაშს აცხობენ [ფოტო/ვიდეო]

ოჯახისთვის ლავაშის გამოსაცხობად ნუნე, გოჰარი და ევა თვეში ერთხელ იკრიბებიან, გაახურებენ „თონირს“ და დღის განმავლობაში 300–მდე ლავაშს ამზადებენ.

„ერთად ძალიან მხიარულად ვაცხობთ, ვხუმრობთ, ვმღერით, ყავას ვსვამთ და ასე ცხვება ჩვენი ლავაში“, – ამბობს ნუნე მინასიანი.

დაქალების გამომცხვარი ლავაშის გარეშე, სოფელში დღესასწაული არ ჩაივლის, ამიტომ მათ ხშირად ნახავთ ქორწილსა და ნათლობაში.

„ყველა ჩვენ გვეძახის და ჩვენც სიამოვნებით ვთანხმდებით, ძალიან კარგი ლავაში გამოგვდის“, – ამბობენ ისინი.



პურისგან განსხვავებით ლავაში დიდხანს ინახება. ამიტომ მგზავრობის წინ ხშირად აცხობდნენ, ლავაშს თეფშის სახითაც იყენებდნენ, ზედ დააწყობდნენ საკვებს და ისე მიირთმევდნენ.

„გამხმარ ლავაშებს ერთმანეთზე დებდნენ და ისე ინახავდნენ. გამოყენებამდე წყალში დასველებულ ნაჭერში ახვევდნენ შემდეგ კი მიირთმევდნენ. ნესტიანი ნაჭერი ალბობს ლავაშს და ისევ რბილი და გემრიელი ხდება“, – ამბობს ევა ვირაბიანი.

ეს ტრადიცია ახლაცაა შემორჩენილი, ადგილობრივი სომხები ლავაშში შემწვარ ხორცს, ყველს და მწვანილს გაახვევენ და ისე მიირთმევენ.

„100 ლავაში რომ გამოცხვეს 20კგ ხორბლის ფქვილი, 10 ლიტრი წყალი, ერთი კოვზი საფუარი და 200გრ მარილია საჭირო. ზამთარში ცომი შედარებით რბილი უნდა იყოს, ზაფხულში კი უფრო მაგარი, რადგან ზაფხულში ცხელა და ცომი ისედაც რბილდება. ვაცხობთ ტრადიციულ ღუმელებში, რომელსაც "თონირს" ვუწოდებთ“, – გვითხრა გოჰარ გალსტიანმა.

„ლავაში“ სომხებში ოჯახისა და სიმრავლის სიმბოლოდ ითვლება. ტრადიციულად, ქორწილების დროს, პატარძლის დედა, ახალდაქორწინებულებს მხრებზე ლავაშებს აფენს. ამით წყვილს ხვავსა და ბარაქაში ცხოვრებას უსურვებენ.

სოფელ ჭაჭარაქში სომხურ ტრადიციულ ლავაშს აცხობენ [ფოტო/ვიდეო]

სოფელ ჭაჭარაქში სომხურ ტრადიციულ ლავაშს აცხობენ [ფოტო/ვიდეო]

სოფელ ჭაჭარაქში სომხურ ტრადიციულ ლავაშს აცხობენ [ფოტო/ვიდეო]

სოფელ ჭაჭარაქში სომხურ ტრადიციულ ლავაშს აცხობენ [ფოტო/ვიდეო]

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]
SK კულინარია: ბიში [ვიდეო]
მესხურ სოფლებში წინასაახალწლოდ პურს ფურნეში აცხობენ [Video]
SKკულინარია: ფენოვანი ხაჭაპური [ვიდეო]
Skკულინარია: ქადა  [Video]
SKკულინარია: ნაზუქი [ვიდეო]
SKკულინარია: ერევნის ქადა [ვიდეო]