FM97.5 / LIVE

‘ აბასთუმნის გენგეგმის ასე დამტკიცების უფლება ადიგენის საკრებულოს არ ჰქონდა’ - ბუნების დამცველები

მთავარისიახლე, პოლიტიკა 17.06.2020
გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ადიგენის მუნციპალიტეტის საკრებულომ კანონდარღვევით დაამტკიცა დაბა აბასთუმნის გენერალური და განაშენიანების გეგმა. კანონდარღვევით მიღებული დოკუმენტი კი, შემდეგში საფუძვლად დაედო შემოვლითი გზის პროექტის საჭიროების დასაბუთებას.

‘ აბასთუმნის გენგეგმის ასე დამტკიცების უფლება ადიგენის საკრებულოს არ ჰქონდა’ - ბუნების დამცველები

აბასთუმნის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „გეოგრაფიკმა“ 238 000 ლარად 2020 წლის იანვარში მოამზადა. ამავე თვეში მიიღო ადიგენის საკრებულომ დასრულებული დოკუმენტი.

„შეიძლება რიგგარეშე საკრებულოს სხდომა ჩავნიშნოთ, თებერვლის ბოლოს, ან მარტის დასაწყისში გავიტანთ დასამტკიცებლად“, – განუმარტა იმ პერიოდში, საკრებულოს თავმჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმა „სამხრეთის კარიბჭეს“.

საბოლოოდ, დოკუმეტი ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 აპრილს დაამტკიცა, გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ საკრებულომ კანონი დაარღვია, რადგან დოკუმენტს განხილვის ყველა სავალდებულო ეტაპი არ გაუვლია: „ასეთი სახით ამ გენგეგმის დამტკიცების უფლება ადიგენის საკრებულოს არ ჰქონდა, ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დამტკიცებამდე ასეთი ტიპის გეგმებმა უნდა გაიარონ ე.წ. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, რომელსაც თავისი პროცედურები აქვს, ჯერ უნდა შედგეს ეს დოკუმენტი, მერე გამოქვეყნდეს საჯაროდ, სპეციალსტებმა უნდა იმსჯელონ/შეაფასონ პროექტის ზეგავლენა ბუნებაზე, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე და ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი“, - აცხადებს ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, ამ ფაქტზე პროტესტი არ ჰქონიათ არც საკრებულოს ოპოზიციურ დეპუტატებს: „ეს აშკარა კანონდარღვევაა და სამწუხაროა ის, რომ საკრებულოს ოპოზიციური წევრები არ ასაჩივრებენ ამას სასამართლოში“.

აბასთუმნის განაშენიანების გეგმის მომზადებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ფონდმა „ქართუმ“ ბიძინა ივანიშვილის აბასთუმანში ორკვირიანი ვიზიტის შემდეგ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო.

გარემოსდამცველი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის „ექსპერიმენტის“ გამართლებისთვის მთავრობა და სახელმწიფო უწყებები შეთანხმებულად მუშაობენ, თუმცა ამ პროცესშიც კი შეცდომები იპარება. მაჭარაშვილს მაგალითად ისევ ადიგენის საკრებულოს მიერ 7 აპრილს დამტკიცებული დოკუმეტი მოჰყავს, რომელის ჯერ კიდევ დამტკიცებამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 6 მარტს გამოცემულ ბრძანებას, აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის დასაბუთებას საფუძვლად დაუდო.

„პროექტში უნდა დასაბუთდეს, რამდენად არის ამისი [შემოვლითი გზის] საჭიროება და მთელი ეს საჭიროების დასაბუთება მინისტრის ბრძანებაში ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ თითქოს არსებობს აბასთუმნის განაშენიანების გეგმა და გენერალური გეგმა და ამ გეგმაშია ნათქვამი, რომ ეს გზა საჭიროა. მაგრამ ეს გეგმა დამტკიცდა 7 აპრილს და მინისტრმა ბრძანება გამოსცა 6 მარტს. ანუ იმ მომენტში, როდესაც მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას და ეყრდნობოდა, რომ გენგეგმა დამტკიცებულია, გენგეგმა დამტკიცებული არ იყო. ანუ მინისტრის ბრძანება ბათილად უნდა იქნას ცნობილი მარტო ამ მიზეზითაც, რომ ეყრდნობა არასწორ იურიდიულ დოკუმენტს“, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

2020 წლის 21 აპრილს მწვანე ალტერნატივამ სარჩელი წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა „ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 6 მარტის #2-208 ბრძანების ბათილად ცნობა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გეგმა მომზადდა
აბასთუმნის მიწათსარგებლობის და განაშენიანების გენგეგმა დამტკიცდა
კვირის აქცენტი: ‘აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტზე მთავრობა სიჩქარეში შეცდომებს ამატებს’ – მაჭარაშვილი
‘ივანიშვილის გამო სამინისტრომ კანონი დაარღვია’ – აბასთუმნის შემოვლითი გზის საქმე სასამართლოშია
რა პასუხი მიიღეს გარემოსდამცველებმა აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტის შეჩერებაზე
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე სამინისტრომ ნებართვა გასცა
აბასთუმნის შემოვლით გზაზე სკოპინგის დასკვნა გაიცა - გარემოსდამცველები ასაჩივრებენ