FM97.5 / LIVE

ახალქალაქის მთაში ცხვარი დაიხოცა

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.05.2020
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩას მთაში, უამინდობის გამო, გაპარსული ცხვარი დაიხოცა.

ახალქალაქის მთაში  ცხვარი დაიხოცა
ფოტო: jnews.ge

სოფელ თახჩას მთაში ცხვრები დაახლოებით ორი კვირის წინ გაპარსეს, თუმცა უამინდობის გამო, რვა სული 25 მაისს დაიხოცა. მეპატრონეები ამბობენ, რომ მიზეზი სიცივე და სეტყვა იყო. მომხდარის შესახებ საინფორმაციო სააგენტო jnews.ge წერს.

გაყინვას გადარჩენილი ცხვრები მთიდან ჩამოიყვანეს.

”გვითხრეს, რომ ცხვარი ვერ უძლებს სიცივეს, წავედით და ჩამოვიყვანეთ. რვა ცხვრის გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან გაიყინენ. მარტო ჩვენი ცხვარი კი არა, გუშინ, სხვა სოფლებშიც ყოფილა მსგავსი შემთხვევები”, - ამბობს არმენ ეფრიკიანი.

მისივე თქმით, არ დაკავშირებიან არცერთ სტრუქტურას იმის გასარკვევად თუ რა იყო დახოცვის მიზეზი, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ერთადერთი მიზეზი სიცივეა.

”დახოცილი ცხვრები სხვებისგან არ განსხვავდებოდნენ. არც სუსტები და არც ავადმყოფები არ იყვნენ“, - ამბობს სოფლის მკვიდრი.

[რიმა სარუხანიან, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ როდიონოვკაში მგელმა 27 სული ცხვარი დაგლიჯა
სოფელ ტყემლანაში მგელმა ცხვრები დაგლიჯა
სოფელ გოგაშენში მგელმა 60 სული ცხვარი დაგლიჯა [Photo]
ჯავახეთში, სოფელ ხანდოს მახლობლად დახოცილი ქათმები ყრია
ახალქალაქში დათვმა 250–მდე სული ცხვარი დაგლიჯა
‘დახოცილი ქათმები მიწაში ჩავმარხეთ’ - ახალქალაქის მერია
ჯიგრაშენში მგლები ცხვრის ფარას თავს დაესხნენ