FM97.5 / LIVE

‘მთავრობა-საპატრიარქოს შეთანხმებით კონსტიტუცია ირღვევა’ – NGO-ების შეფასებები

მთავარისიახლე 16.04.2020
ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ მთავრობისა და საპატრიარქოს შეთანხმება არაკონსტიტუციურია. მათი თქმით, სახელმწიფო წესის დარღვევის ექსკლუზიურ უფლებას აძლევს მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ თვითონვე თქვა უარი წესების აღსრულების ლეგიტიმაციაზე.

‘მთავრობა-საპატრიარქოს შეთანხმებით კონსტიტუცია ირღვევა’ – NGO-ების შეფასებები

15 აპრილს, მთავრობამ და საპატრიარქომ ერთობლივი შეთანხმების შესახებ განცხადებები გააკეთეს. ეს შეთანხმება აღდგომის ლიტურგიაში მრევლის მონაწილეობას შეეხებოდა. მოლაპარაკების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სააღდგომო ღამისთევის ლიტურგია ყველა ტაძარში აღევლინება.

„დიდი ზომის ეკლესიებში, დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორ მეტრიანი სოციალური დიტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები“, - განაცხადეს მთავრობაში.

ოდნავ შეცვლილი ინტერპრეტაცია ჰქონდა საპატრიაქროს. მათი თქმით, მცირე ტაძრებშიც აღევლინება ლიტურგია მრევლთან ერთად, ოღონდ ისინი ეზოში იდგებიან.

სანამ შეთანხმების შესახებ გახდებოდა ცნობილი, 14 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა“.

რელიგიური საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორაგანიზაციები აცხადებენ, რომ პრემიერის მხრიდან ასეთი განცხადება და თავად მთავრობა-საპატრიარქოს შეთანხმებაც არაკონსტიტუციურია და იგი ადამიანის სიცოცხლის დაცვის უფლებას არღვევს.

„პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველო არის მართლმადიდებლური სახელმწიფო და ეს ნიშნავს, რომ მან აღიარა სახელმწიფოს კონფესიური ხასიათი, რითაც ირღვევა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის პრინციპი, რომელიც იყო აღიარებული საქართველოს კონსტიტუციით ანუ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია. ასევე კონსტიტუციურ შეთანხმებაში, ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია, რომ სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთოდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ვხედავთ, რომ ხელისუფლებაც და საპატრიარქოც ამ შეთანხმებით უხეშად არღვევენ კონსტიტუციას და კონსტიტუციური შეთანხმების ფუძემდებლურ პრინციპს, საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას“, - ამბობს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) დამფუძნებელი, ეკა ჭითანავა.

იურისტი გიორგი მშვენიერაძის, რომელიც არასამთვარობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას“ ხელმძღვანელობს, თქმით, არაკონსტიტუციურია თავად ის ფაქტიც, რომ თავრობასა და რელიგიურ ორგანიზაციას შორის ამ საკითხზე შეთანხმება მოხდა.

„საკითხი ძალიან უცნაურია, იმიტომ, რომ სეკულარულ სახელმწიფოში, კანონის აღსრულებას შეთანხმება არ უნდა სჭირდებოდეს. საერო კანონმდებლობა არსებობს იმიტომ, რომ მას ყველა, ერიცა და ბერიც უნდა დაემორჩილოს. ხელისუფლება არ ამბობს არაორაზროვნად და ცალსახად, რომ კანონი უნდა აღასრულოს ყველამ, მათ შორის საპატრიარქომაც და ის ვალდებულია დაემორჩილოს. უფრო მეტიც, პრემიერისგან მოვისმინეთ, რომ საქართველო თურმე მართლმადიდებლური ქვეყანაა და ფაქტობრივად, სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა მართლმადიდებლობა. ეს აცდენილია კონსტიტუციურ წესს და არანაკლებ საშიშია, ვიდრე თავად COVID 19“, - აცხადებს მშვენიერაძე.

მისივე თქმით, საპატრიარქო სხვადასხვა მოწოდებებით, მრევლს ეუბნება არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი სიცოცხლეც გაწირონ: „გუშინ მოვისმინეთ მაღალი იერარქების განცხადებები, ეს ვირუსი კლავს ასაკოვან ადამიანებს, ისინი მაინც მოკვდებიან და ღვთის ნებაა ყველაფერიო. ისე უბრალოდ და აგდებით ლაპარაკობენ ადამიანების სიცოცხლეზე, თოთქოს მღვდელმთავრებს ჰქონდეთ სიცოცხლე დარიგებული“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქმედებებით მთავრობა პრივილეგირებულ პოზიციაში აყენებს მხოლოდ ერთ რელიგიური გაერთიანებას და თავადვე უშლის ხელს მის მიერ მიღებული კანონის აღსრულებას, საგანგებო რეჟიმის პირობების დაცვასთან დაკავშირებით.

„როცა ყველა ეპიდემილოგი მოგვიწოდებს, რომ უნდა დავრჩეთ სახლში და არ შეიძლება ხალხმრავალი შეკრება, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი წესები მოქმედებს ყველა მოქალაქეზე, მიუხედავად მისი მრწამსისა, სოციალური სტატუსისა და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ამ დღეებში ამ წესის დარღვევის ექსკლუზიურ უფლებას აძლევს მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც არის საქართველოს საპატრიარქო. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ თვითონვე თქვა უარი წესების აღსრულების ლეგიტიმაციაზე და ეს არის დიდი სახელმწიფოებრივი კრიზისი“, - ამბობს ეკა ჭითანავა.

იგივეს ფიქრობს, EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე. იგი მიიჩნევს, რომ პრემიერის მსგავსი ტიპის განცხადებები სახელმწიფო სუვერენულობაზე უარის თქმაა: „გახარიას განცხადება, რომ მართლმადიდებელი სახელმწიფო ვართ საკუთარი უძლურების რაღაც ლოგიკის შემოტანის, წამოცდენის თუ უცოდინრობის პრობლემა იყო ვერ ვხვდები. მაგრამ ფაქტია, რომ მან ამით არაერთ კულტურულ ჯგუფს ნაკლები/ მეორეხარისხოვანი მოქალაქეობა გაუფორმა. მთლიანობაში, ამ პირობებში, ინდივიდების, პოლიციისა და დასჯის იმედად დარჩენა, ისევ ჩვენთვის დაბრალება, (გარდა იმისა, რომ ისევ ნეოლიბერალური მცირე/ცარიელი სახელმწიფოს ლოგიკას ატარებდა) საკუთარი უძლურების ყველაზე აშკარა აღიარება იყო“.

გიორგი მშვენიერაძე კი მიიჩნევს, რომ აღდგომის ღამისთევის ლიტურგიაზე წასვლა/არ წასვლის საქმის მხოლოდ მრევლის გონიერებასა და პასუხისმგებლობაზე შეტოვება, როგორც ეს პრემიერმა განაცხადა, არასწორია: „თუ ჩვენ ადამიანების გონიერების იმედად ვართ, მაშინ ხელისუფლება და სახელმწიფო რაში გვჭირდება. საზოგადოების რაციონალური მსჯელობის უნარის იმედად დატოვება დანარჩენი საზოგადოებისა, არის წარმოუდგენელი. მაშინ რაში გვჭირდება დანაშული და სასჯელი, ხალხმა ვიცით, რომ არ უნდა მოვიპაროთ და არ მოვიპარავთ“.

პანდემიის გამო, საქართველოში საყოველთაო კარანტინი 31 მარტიდან ამოქმედდა. რომლის მიხედვითაც, იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა აფთიაქების და სასურსათო მაღაზიებისა. მიუხადავად ამისა, მართლმადიდებლურ ეკლესიებში როგორც ყოველდღიური, ასევე სადღესასწაულო ლიტურგიები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ტაძრებში ათობით ადამიანი იკრიბება. ისინი ზიარებას ერთი კოვზით იღებენ.

გადაწყდა, რომ 18 აპრილს სააღდგომო ღამისთევის, ხოლო 19 აპრილს აღდგომა დღის წირვა ჩვეულად აღევლინება. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მრევლს ღამე ტაძარში მისვლა 21:00 საათამდე მოუწევს და მას დილის 06:00 საათამდე ვერ დატოვებს.

ეპიდემიოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აღდგომის დღეების შემდეგ ქვეყანაში ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტომა 16 აპრილს საზოგადოებას მოუწოდა აღდგომას არ წავიდნენ ეკლესიებში. ეს მისგან პირველი ასეთი მოწოდება იყო.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘დიდ ეკლესიებში დისტანციას დაიცავენ, მცირეში - მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან’ - მთავრობა
სააღდგომო წირვას სომხურ სამოციქულო ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
სააღდგომო წირვას კათოლიკურ ეკლესიებში მრევლის გარეშე აღავლენენ
კვირის აქცენტი: მთავრობა-საპატრიარქოს შეთანხმება [ვიდეო]
კათოლიკე ეკლესიაში სააღდგომო ღამისთევის წირვა მრევლის გარეშე აღევლინა
ბორჯომის ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგია დილით ჩატარდება, მონასტრებში კი - ღამით
არ გამოვრიცხავ აღდგომის ღამეს ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს წირვა – ეკატერინე ტიკარაძე