FM97.5 / LIVE

გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

მთავარისიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 05.04.2020
სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ახალციხის ბაზარში, არ იქნება დაცული საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით შემოღებული რეკომენდაციები, სავაჭრო ობიექტი ფუნქიონირებას ვერ განაგრძობს.

გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შაბათ–კვირას სანიტარული მიზნებისთვის დახურულიყო ბაზარი. წინასწარ ვაცნობეთ მოვაჭრეებს და ბაზრის ადმინისტრაციას. ორი დღის განმავლობაში იქნება დასუფთავების აქციები, დეცინფექცია ჩაუტარდება მთლიანად ბაზარს, სავაჭრო სივრცეებს. თუ ჩვენ გვექნება გარანტია, რომ დავიცვავთ ყველა რეკომენდაციას, დავიცვავთ დისტანციას, ამის შემდეგ ბაზარი აღდგება და იფუნქციონიერებს, რამეთუ ძალიან მნიშნელოვანია თოთოეული მოვაჭრე, მნიშვნელოვანია ასევე რომ ჩვენს მომხმარებელს ჰქონდეს პროდუქციის შეძენის საშუალება, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ ვერ სრულდება ეს რეკომენდაციები, ვერ ვიცავთ დისტანციას, ბაზარი არ გაიხსნება“, – განაცხადა სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.

რაც შეეხება რეგიონის სურსათით მომარაგების საკითხს, ამირანაშვილის განმარტებით, ამ მხრივ სამცხე–ჯავახეთში პრობლემა არ არის, სავაჭრო ობიექტებთან რიგებს კი მოხალისეთა ჯგუფები არეგულირებენ.

"ყველა სავაჭრო ობიექტი, ყველა სურსათის მაღაზია ჩვენს რეგიონში ფუნქციონირებს და გახსნილია. რეგულირდება რიგები. რიგები არის გარეთ, ამას არეგულირებს ჩვენს რეგიონში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები, ყველა მუნიციპალიტეტს ჰყავს ასეთი ჯგუფები".

ახალციხის ბაზარი დღეს დაიკეტა, ორი დღის განმავლობაში აქ სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

გასულ კვირას, 30 მარტს, ახალციხის ბაზარი 15 000 ლარით დაჯარიმდა, რადგან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, აქ ხალხმრავლობა იყო.




[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში და ხალხით სავსე ბაზარი ახალციხეში [ფოტო]
ხალხმრავლობის გამო ახალციხის  ბაზარი 15 000 ლარით დაჯარიმდა
4 და 5 აპრილს ახალციხის ბაზარი დაიკეტება
ახალციხის ბაზარი  არ გაიხსნება – ბესიკ ამირანაშვილი
ახალციხის ბაზრიდან  მოვაჭრეები პოლიციამ გაიყვანა [ვიდეო]
ახალციხის ბაზარი და მიმდებარე ტერიტორია ცარიელია
'მკაცრად გავაკონტროლებთ'- მხარის რწმუნებული ახალციხის ბაზარზე