FM97.5 / LIVE

‘არ მჯერა რომ კორონავირუსი მოგონილი არაა’ - როგორ უყურებენ ვირუსის საფრთხეს სამცხე-ჯავახეთის სოფლებში

მთავარისიახლე, კორონავირუსი 26.03.2020
„ყველა დადის სტუმრად, როგორც ადრე“, „არ გვჯერა, რომ კორონავირუსი მოგონილი არაა“, „ვიცით და ვიცავთ რეკომენდაციებს“ - ასე უპასუხეს „სამხრეთის კარიბჭეს“ რამდენიმე სოფელში. ზოგიერთმა მცხოვრებმა ისიც კი გვითხრა, რომ კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია გადაჭარბებულად მიაჩნია.

‘არ მჯერა რომ კორონავირუსი მოგონილი არაა’ - როგორ უყურებენ ვირუსის საფრთხეს სამცხე-ჯავახეთის სოფლებში

„ყველა არის ინფორმირებული ვირუსის შესახებ, მაგრამ კორონავირუსმა ჩვენი ცხოვრების რუტინა ვერ შეცვალა. ვცხოვრობთ როგორც ადრე, ყველა დადის სტუმრად სამეზობლოდ, და როგორც ყოველთვის ბავშვები თამაშობენ გარეთ. საზღვარგარეთიდან ჩვენს სოფელში არავინ დაბრუნებულა“, – გვეუბნება ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფელ წირას მცხოვრები სირან მათევოსიანი.

ახალციხის რამდენიმე სოფელში „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, თუ როგორ იცავენ თავს, თქვეს, რომ იციან ახალი კორონავირუსის შესახებ, მაგრამ ფიქრობენ, ვირუსზე ინფორმაცია გამძაფრებულია.

„მე პირადად არ მჯერა, რომ კორონავირუსი მოგონილი არ არის იმისთვის, რომ ხალხი პანიკაში ჩააგდონ და პროდუქტები და წამლები გაასაღონ“, - გვეუბნება ვარუჟან ეზეკიანი.

„სოფელში ძალიან მშვიდი სიტუაციაა, პანიკა არ არსებობს. ყველამ იცის კორონავირუსის შესახებ და იცავს თავს, თავშეყრის ადგილებში ხალხის რაოდენობა შემცირებულია. მეზობლები ერთმანეთთან უკიდურეს შემთხვევებში მიდიან. საზღვარგარეთიდან შემოსული ერთი კაცი თვითიზოლირებულია, მეორე კი ახალციხეში საკარანტინო ზონაშია. გაზაფხულია და ხალხი სოფლის მეურნეობით იტვირთება, თვითოეული თავის ბაღსა და ყანას უვლის“, – ამბობს სოფელ ყულალისის მკვიდრი ავეტის პეტროსიანი.

სოფელ ჭაჭარაქელების თქმით, შეძლებისამებრ ითვალისწინებენ რეკომენდაციებს, მაგრამ ზოგს მათთანაც არ სჯერა, რომ კორონავირუსის საფრთხე ასეთი რეალურია.

ჯავახეთის რამდენიმე სოფელში კი ჰყვებიან, რომ უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეები თავისუფლად მოძრაობენ, თვითიზოლაციას წესებს არღვევენ და საფრთხეს უქმნიან სხვა ადამიანებს.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში გაკრულია კორონავირუსის საინფორმაციო პლაკატები სომხურ ენაზე. ახალგაზრდები ამბობენ, რომ კორონავირუსის შესახებ ამბებს უმეტესწილად ინტერნეტიდან იგებენ, ხანდაზმული თაობა კი ინფორმაციას სომხური, რუსული, იშვიათად კი ქართული სატელევიზიო არხებიდან იღებს.

უმცირესობის ენებზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება დღეიდან, 25 მარტიდან დაიწყო სამთავრობო საინფორმაციო პორტალმა StopCov.ge-მ (http://old.sknews.ge/index.php?newsid=26539). ამ დროისთვის საიტზე მხოლოდ აზერბაიჯანულენოვანი ვერსიაა ხელმისაწვდომი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა და უმოკლეს დროში პორტალს სომხურენოვანი ვერსიაც დაემატება.

[რიმა სარუხანიან, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

StopCov.ge-ს ეთნიკური უმცირესობის ენები დაემატება
ბოლნისის სოფლებში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა
ჯანმო: კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო
არალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
”გზაც ისეთია, სასწრაფო ვიდრე ამოვა, ადამიანი კვდება”
სომხეთში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა