FM97.5 / LIVE

ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მთავარისიახლე, SK TV, რეპორტაჟი 03.03.2020
ახალციხეში სომხური ქორწილი ძველი ტრადიციების მიხედვით ტარდება. ახლად დაქორწინებულ წყვილს დედამთილი მხრებზე ლავაშს აფენს და ნიგვზითა და თაფლით უმასპინძლდება. ტრადიციის თანახმად, „ოჯახის უფროსი“ ის იქნება, ვინც პირველი გატეხს კართან დადებულ თეფშს.

ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

ქორწილი ყველაზე ლამაზი დღე იყო ანნასა და სერგეისთვის, ბევრი სტუმრით, ცეკვა-სიმღერით და ყველა იმ რიტუალით, რომლის შესახებაც მანამდე უბრალოდ გაეგონათ ან სხვების ქორწილებში ენახათ. ერთმანეთი 2014 წელს გაიცნეს, ხუთი წლის შემდეგ კი დაქორწინდნენ.

„ქორწილი განსაკუთრებული დღეა. ზოგს შეიძლება მის ნაცვლად სამოგზაუროდ წასვლა ურჩევნია, თუმცა ჩვენ ძალიან გვინდოდა, ქორწილი გვქონოდა“, - გვეუბნება სერგეი.

„არასოდეს დამავიწყდება, თეფშის გატეხვის მომენტი, ასევე, როგორ დაგხვდა ჩემი მომავალი დედამთილი კარში თაფლითა და ნიგვზით და ტკბილი ცხოვრება გვისურვა“, - იხსენებს ანნა.

ქორწილამდე მოლაპარაკებებიც ტრადიციის ნაწილია. მოლაპარაკებებში კაცები მონაწილეობენ, თემში დღემდე მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ კაცების საქმეა. მომავალი სიძის ოჯახი საპატარძლოს ოჯახში გვიან საღამოს მიდის, როდესაც უკვე ბნელა. შეხვედრა საიდუმლოდ უნდა შეინახონ, რომ თუკი სასიძო უარს მიიღებს თემში პატივისცემა არ დაკარგოს. წესია, რომ პირველ მისვლაზე, ქალის მშობლებმა თანხმობა არ უნდა მისცენ, არავინ უნდა იფიქროს, რომ შვილის თავიდან მოშორება სურთ. თუკი მოლაპარაკებები მესამე შეხვედრამდე მივა, ესე იგი შეთანხმება შემდგარია და მესამე შეხვედრა უკვე ნიშნობას ნიშნავს.



ქორწილის დილა იწყება ასე: სიძის ნათესავები მეჯვარეს სახლში აკითხავენ და მასთან ერთად მიდიან სიძესთან. პატარძლის ნათესავებს სიძისთვის საგანგებო კოსტიუმი მიაქვთ. კოსტიუმს სიძეს მეჯვარე აცმევს და ახალ სუნამოსაც აპკურებს. მთელ ამ პროცესს, რომელიც აუცილებლად ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიდის, „მელია“ ჰქვია.

ამის შემდეგ იწყება „მაღარი“ - სიძის მთელი ამალა, კვლავაც მუსიკოსების თანხლებით, პატარძლის სახლისკენ მიემართება. მიაქვთ ფატა, საპატარძლო ფეხსაცმელი, „ტაროსიკები“ - საგანგებოდ შეფუთული ტკბილეული, კონიაკი და ხილი. ვიდრე სიძე საცოლის სანახავად შევა, პატარძალს სამჯერ თავს ზემოთ ფატა უნდა შემოავლონ და ბედნიერება უსურვონ. ამ დროს, ოთახში აუცილებლად უნდა ჟღერდეს ტრადიციული სიმღერაც. სწორედ აქ იწყება „პატარაძლის შეფასება“ - სიძეს კართან მომავალი ცოლისდა ეღობება და დის სანაცვლოდ საფასურს ითხოვს.

პატარძლის სახლიდან გამოყვანისას ტრადიციის თანახმად, ძმა კარზე დანას ან ხანჯალს არჭობს და სიძეს და მის მეჯვარეს ფულს სთხოვს, თანხის მიღების შემდეგ კი პატარძლის სახლიდან გაყვანის უფლებას აძლევს.

ახლად დაქორწინებულები ჯვრისწერის და ხელმოწერის შემდეგ, სიძის ოჯახში მიდიან. კართან დედამთლი წყვილს თაფლით და ნიგოზით უმასპინძლდება და მხრებზე ლავაშს აფენს. სომხურ თემში ამბობენ, რომ ლავაში ბარაქის და ოჯახის წარმატების სიმბოლოა.

ოჯახში შესვლამდე სიძემ და პატარძალმა თეფში უნდა გატეხონ. ვინც პირველი გატეხს „ოჯახის უფროსიც“ ის იქნება. ამ ტრადიციის შესრულების შემდეგ ნეფე–დედოფალი და სტუმრები საქორწილო სუფრასთან სხდებიან.

წლების წინ ქორწილს შემოდგომასა და ზამთარში იხდიდნენ, მაშინ, როცა გლეხს ნაკლები სამუშაო ჰქონდა. ახლა სეზონი განმსაზღვრელი არ არის. სომხურ თემში ქორწილს მაისის გარდა, ნებისმიერ დროს გეგმავენ. გადმოცემის თანახმად, მაისში ქორწინებას წყვილისთვის ბედნიერება არ მოაქვს.

ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ჭაჭარაქში სომხურ ტრადიციულ ლავაშს აცხობენ [ფოტო/ვიდეო]
როგორ ხვდებიან ახალ წელს შერეულ ოჯახებში
როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს მესხეთში
რას ჰყვება ხმალაძის საქმეში დაზარალებული, რომელიც დააყაჩაღეს
სუჯუხი და ბასტურმა - როგორ ამზადებენ ცნობილ დელიკატესებს სოფელ სხვილისში [ფოტო/ვიდეო]
როცა ხუთი შვილის დედა ხარ
ადიგენის სკოლაში ბავშვებს სასმელი წყალი სახლიდან მიაქვთ