FM97.5 / LIVE

ასპინძაში ექვსი ინფრასტრუქტურული პროექტი უხარისხოდ შესრულდა – აუდიტი

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.02.2020
ოთის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, თოკსა და ვარგავში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, დაბა ასპინძაში კლდიაშვილის, ერისთავისა და ბესიკის ქუჩების, ასევე ვარძიის შესახვევში სავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები – სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, ასპინძაში ეს პროექტი ხარვეზებით შესრულდა.

ასპინძაში ექვსი ინფრასტრუქტურული პროექტი უხარისხოდ შესრულდა – აუდიტი

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ასპინძის მუნიციპალიტეტში 2017–2018 წლებში ექვსი ხელშეკრულების ფარგლებში მოწყობილ ინფრასტრუქტურული პროექტები უხარისხოდ არის შესრულებული. თანხები კი არაეფექტურად დაიხარჯა.

„მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი ობიექტების ჩაბარებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობის შესახებ მერიის დროულ ინფორმირებას. სამუშაოების მონიტორინგის, მიღება-ჩაბარებისა და მოვლა-პატრონობის ეტაპზე არსებული მართვის სისუსტეების გამო, დაზიანებულია ინფრასტრუქტურული პროექტები და საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად იხარჯება“.

ანგარიშში საუბარია 2017–2018 წლებში სოფელ ოთის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშოებზე. პროექტის ჯამური ღირებულება 1 199 500 ლარია, თუმცა სამუშაოები ხარვეზებით შესრულდა და გზა დაზიანდა.

„2019 წლის პირველ ოქტომბერს აუდიტის ჯგუფმა ადგილზე დაათვალიერა აღნიშნული პროექტები. შედეგად გამოვლინდა, რომ გზის ბეტონის საფარი მთლიან სიგრძეზე დაზიანებულია და შეინიშნება განივი და გრძივი ბზარები... მუნიციპალიტეტს მიმწოდებლების მიმართ არ გაუტარებია დამატებითი სამართლებრივი ღონისძიებები არსებული დაზიანებების გამოსწორების მიზნით“, – ნათქვამია ანგარიშში.

აქვე საუბარია კიდევ ხუთ პროექტზე, რომლებიც უხარისხოდ შესრულდა. ამ ექვსი ხელშეკრულებიდან მერიას მხოლოდ ორ მათგანზე ჰქონდა გაგზავნილი წერილობითი მოთხოვნა დაზიანებების გამოსწორების მოთხოვნით. თუმცა, ხარვეზები აღმოფხვრილი არ იყო.

ასპინძაში ექვსი ინფრასტრუქტურული პროექტი უხარისხოდ შესრულდა – აუდიტი

ასიპნძის მუნიციპალიტეტი პროექტებს იბარებდა სხვადასხვა საექსპერტო ორგანიზაციის დადებითი დასკვნის საფუძველზე (შპს ,,რუსკა-2000“, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაინი”, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ შპს „ქრიზოლითი +“). ამასთანავე ბეტონის გზების ჩაბარებისას ტარდებოდა ბეტონის ლაბორატორიული კვლევა, მისი ხარისხის დასადასტურებლად. ასევე, სამუშაოებს ამოწმებდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მუდმივმოქმედი ინსპექტირების ჯგუფი. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიღების თავიდან აცილება.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც 2017 წელს უხარისხოდ შესრულდა „აბანოების ხიდის“ რეაბილიტაცია. ხიდის სიგრძე 52.5 მეტრია და სამუშაოებისთვის − 15 400 ლარი დაიხარჯა.

ხიდი მდინარის ბაგირზე დაკიდებული ხის კონსტრუქციაა. რეაბილიტაციის შედეგად, შეიცვალა მის სავალ ნაწილზე არსებული ხის ფიცრები. სამუშაოები დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის ინსპექტირების მუდმივმოქმედმა სამუშაო ჯგუფმა ჩაიბარა.
სახელმწიფო აუდიტის ჯგუფის მიერ ხიდის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ხიდი არ ფუნქციონირებს, აქ დაგებული ხის ფიცრები ჩატეხილია და მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველია.

„პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოიწვია ხიდზე მძიმე ტექნიკის მოძრაობამ. მისივე განმარტებით, ხიდზე მძიმე ტექნიკის მოძრაობა არ შეიძლებოდა. აღნიშნული გარემოება მუნიციპალიტეტს უნდა გაეთვალისწინებინა დაგეგმვის ეტაპზე. კერძოდ, თუ ხიდი გამოიყენებოდა მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად სამუშაოები უნდა დაეგეგმა და განეხორციელებინა იმგვარად, რომ მძიმე ტექნიკის მოძრაობას ხიდი არ დაეზიანებინა. ხოლო თუ ხიდზე დაუშვებელი იყო მძიმე ტექნიკის მოძრაობა, მუნიციპალიტეტს უნდა მოეწყო შესაბამისი ბარიერები და შემზღუდავი ნიშნები. სამუშაოების არასწორი დაგეგმვის შედეგად ხიდი დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს. შესაბამისად მის რეაბილიტაციაზე 15.4 ათასი ლარი დახარჯულია არაეფექტიანად“.

ანგარიშის დასკვნაში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი ობიექტების ჩაბარებასა და ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობის შესახებ მერიის დროულ ინფორმირებას. სამუშაოების მონიტორინგის, მიღება-ჩაბარებისა და მოვლა-პატრონობის ეტაპზე არსებული მართვის სისუსტეების გამო, დაზიანებულია ინფრასტრუქტურული პროექტები და საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად იხარჯება.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიში 2017–2018 წლებს მოიცავს.

[თაკო ფეიქრიშვლი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში, ზანავი–ჭულეს გზა დაგებიდან 11 თვეში დაზიანდა
ხელოვნურად გაზრდილი შტატები და ფინანსური რესურსების არაეფექტიანი მართვა – აუდიტი ასპინძის მერიაში
ორი თვის წინ აწყვიტაში ჩამტვრეული ხიდი ისევ დაზიანებულია
2,557,300 ლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის
'წინა საბურავებით ჩავვარდი' – სოფელ აწყვიტაში ხიდი ჩაინგრა
აკაკი მაჭუტაძემ ასპინძაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
ადიგენში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ®