FM97.5 / LIVE


ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 17.12.2019
ლოკოკინა, რომელიც ერთ დროს ღარიბებისთვის ხორცის შემცვლელ საკვებს წარმოადგენდა, ახლა საკმაოდ ძვირადღირებული დელიკატესია - ოღონდ ფასობს მესხეთში. მოლუსკის ის სახეობა, რომელიც საჭმელად ვარგისია, კლდოვან ფერდობებზე, მცენარეების ძირებში ბუდობს.

ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მესხეთის გორებზე ლოკოკინის შეგროვება რთული არ არის, მთავარია იცოდე ადგილები, სადაც იგი ბინადრობს. მზიან, სუფთა და ბუჩქიან ადგილებში ლოკოკინების საპოვნელად გიორგი და ამირანი სკოლის შემდეგ მიდიან. იციან, რომ მესხური დელიკატესი კარგად ფასობს.

ბუჩქის, როგორც თავად უწოდებენ, გლერძის ძირას ლოკოკინას ძებნას დიდხანს უნდებიან ამიტომ ზოგჯერ ადგილზე თავადვე აგემოვნებენ: „ჩხრეკის დროსაც მოგვშიებია და გლერძზე შეგვიწვია ლოკოკინა“.

მესხები ამბობენ, რომ ლოკოკინის ის სახეობა, რომელიც საჭმელად ვარგისია, კლდოვან ფერდობებზე, მცენარეების ძირებში ბუდობს. მისი მოპოვებისთვის საუკეთესო პერიოდი სექტემბერი-მარტია. ამ დროს, იგი საკუთარ ნიჟარაში იკეტება და ყველაზე გემრიელიც მაშინაა.

მოგროვებულ ლოკოკინას გამდინარე წყალში რეცხავენ, გასუფთავებულ მოლუსკებს, ნიჟარებიანად ხარშავენ. 20-25 წუთიანი დუღილის შემდეგ, მისი დაგემოვნება შესაძლებელია. მოლუსკი ნიჟარიდან წვრილი ჯოხით ან ნემსით ამოჰყავთ.

თუმცა არსებობს ლოკოკინის დაგემოვნების რამდენიმე გზა. მას ასევე წვავენ ან ხინკალს ამზადებენ.

ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

თუ მესხეთში მოხვდებით, ლოკოკინის შეძენა ასპინძისა და ახალციხის ცენტრალურ გზაზე შეგიძლიათ. აქ ახალგაზრდები საკუთარ ნაშრომს კილოობით ყიდიან. თუმცა შესაძლებლობაა მესხურ რესტორნებში უკვე მომზადებული ლოკოკინაც მიირთვათ.

ადიგენში, ასპინძასა და ახალციხეში ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ლოკოკინის გემოვნურ თვისებებს გარემო პირობები განაპირობებს. მაგალითად, იმ პერიოდში, როცა მოლუსკი მწვანე ბალახით იკვებება, ლოკოკინას განსხვავებული გემო აქვს, გვიან შემოდგომით კი მისი კუჭი დაცლილია და დელიკატესის გემოც იცვლება.

ასევე განარჩევენ ლოკოკინას სხვადასხვა ტერიტორიაზე გავრცელების მიხედვით. მესხეთში ამბობენ, რომ აქ მოკრეფილ ლოკოკინას სხვა გემო აქვს, ხოლო იმერეთში ან რომელიმე სხვა კუთხეში - განსხვავებული. ეს კი იმ მცენარეების ნაირსახეობაზეა დამოკიდებული, რომლითაც ლოკოკინა იკვებება.



ლოკოკინაზე ასეთი მოთხოვნილების გამო, ერთ-ერთ მესხურ ოჯახში ლოკოკინის ფერმაც გაჩნდა. ახალციხის სოფელ მუსხში მცხოვრები ოქრომელიძეები ამ მიმართულებით პირველები იყვნენ. მათ ამ ეტაპზე რამდენიმე ათასი მოლუსკი ჰყავთ. ლალი ცუხიშვილი, რომელიც ლოკოკინებს უვლის, ამბობს, რომ საკმაოდ რთული მოსავლელები არიან: „საჭმელი უნდათ, წყალი. მუდმივად საჭიროებენ შესაბამისი პირობებს – სიცხეში თავს მიწას აფარებენ, ღამე, სინესტესა და სიგრილეში კი იკვებებიან და მრავლდებიან“.

ლალის თქმით, ლოკოკინები კვერცხს წელიწადში ორჯერ დებენ, – თითო ლოკოკინა ერთ ჯერზე 30-50 კვერცხს. ლოკოკინები კვერცხის დადებიდან ორ კვირაში იჩეკებიან და 7-8 თვეში მისი მირთმევა უკვე შესაძლებელი: „გასაყიდ ლოკოკინას რამდენიმე დღე მხოლოდ მარცვლეულით და წყალით ვკვებავთ, რომ კუჭ-ნაწლავი გასუფთავდეს. მერე გაიკეთებს აპკს და რეალიზაციისთვის მზად არის. სამცხე-ჯავახეთში ლოკოკინა ძალიან უყვართ და დიდი მოთხოვნაა“.



რატომ არის ლოკოკინა პოპულარული მხოლოდ მესხეთში, ამის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ზოგი მიიჩნევს, რომ ლოკოკინას საკვებად გამოყენება მესხებს რამდენიმე საუკუნის წინ ფრანგმა კათოლიკე მისიონერებმა ასწავლეს.

ამ ვერსიას იზიარებენ თავად ფრანგი კათოლიკე სასულიერო პირები. მღვდელი პიერ დიუმულენი, რომლიც საქართველოში მისიონერია, ამბობს, რომ იმ პერიოდში, როცა მესხეთში მისიონერები შემოდიოდნენ, ლოკოკინა საფრანგეთში პოპულარული საკვები იყო: „სრულიად შესაძლებელია მესხეთში კათოლიკე მისიონერებს ესწავლებინათ ლოკოკინის საკვებად გამოყენება. როცა ისინი შემოვიდნენ, მეთექვსმეტე საუკუნეში, ლოკოკინა უკვე ძალიან პოპულარული კერძი იყო ჩვენთან. ამ პერიოდში, მესხეთი ოსმალების ხელში იყო, ამიტომ ადვილი შესაძლებელია, რომ ისინი ადგილობრივებს არ აძლევდნენ სანადიროდ წასვლის უფლებას. მათ შეეძლოთ ღარიბებისთვის ყველაფერი წაერთვათ, ძროხა, ქათამი, მაგრამ ვერ წაართმევდნენ ლოკოკინას, რომელიც ხორცის მაგივრად შეეძლოთ ეჭამათ. მე, ფრანგი მისიონერი, იმ პერიოდში რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად ვურჩევდი ხალხს, რომ ეჭამათ“, - ამბობს სასულიერო პირი.

ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მისივე თქმით, საფრანგეთში კერძი დღემდე პოპულარულია, თუმცაა რამდენიმე საუკუნის წინ ის ღარიბების საჭმელს წარმოადგენდა, დღეს კი ძვირადღირებულია.

„საფრანგეთში ეს იყო ღარიბების კერძი, იმიტომ, რომ მათ არ შეეძლოთ ეყიდათ ხორცი, ეს ძალიან ძვირი სიამოვნება იყო, არც სანადიროდ წასვლა შეეძლოთ, რადგან ამას მხოლოდ დიდებულები აკეთებდნენ, ამიტომ რასაც პოულობდნენ ეს იყო ლოკოკინა. შესაბამისად, ხალხმა დაიწყო ასეთი კერძების მომზადება. ვაკეთებთ წვნიანს, სოუსს, კერძს ზეითუნის ზეთთან და კომშთან ერთად. ახლა იგი ძლიან პოპულარულია დღესასწაულებზე. შობისა და ახალი წლის პერიოდში, ძლიან ბევრი ოჯახი ამზადებს ლოკოკინას. გარდა ამისა, გვაქვს ლოკოკინის ფორმის შოკოლადები, როგორც დღესასწაულის ნიშანი“, - ამბობს ფრანგი მისიონერი პიერ დიუმულენი.

ნიჟარაში მცხოვრები მოლუსკების მირთმევა სასარგებლოა. მასში ბევრი ვიტამინი, მიკროელემენტი და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია. მისი ჟელე ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც.

ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

[თაკო ფეიქრიშვილი, რობი ზარიძე, ზურა სულაბერიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეურნე: ლოკოკინის ფერმა  [Video]
ეკონომიკის მინისტრი ახალციხეში მეწარმეებს შეხვდა
მესხეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდლები ევროინტეგრაციის საკითხებს გაეცნენ
‘მესხეთში სტუმრობა ძალიან მიხარია’ – ტურაშვილი ახალციხეში სტუდენტებს შეხვდა
ბატის ჩაშუშული – უძველესი მესხური საახალწლო კერძი [Video]
ნაცრის ყრა, ჯვრის გზა და ოცდაცამეტიანი – დიდმარხვის კათოლიკური ტრადიციები [Video]
5 კერძი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში აუცილებლად უნდა გასინჯო