FM97.5 / LIVE

‘როცა თოჯინებით თამაში მინდოდა, უკვე შვილი მყავდა’ - ორი ამბავი ნაადრევ და იძულებით ქორწინებაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.11.2019
ერთი მოიტაცეს, მეორე კი იძულებით გაათხოვეს - ორივე შემთხვევაში, გადაწყვეტილება მშობლებმა მიიღეს. როგორ გაგრძელდა როზასა და რიფსიმეს ცხოვრება იძულებით გათხოვების შემდეგ - „სამხრეთის კარიბჭესთან“ ისინი საკუთარ ისტორიებს ჰყვებიან.

‘როცა თოჯინებით თამაში მინდოდა,  უკვე შვილი მყავდა’ - ორი ამბავი ნაადრევ და იძულებით ქორწინებაზე

როზა - 45 წლის

„27 წლის წინ მომიტაცეს, იმ დღეს სტუმრად ვიყავი დაქალთან წასული, ერთ–ერთ უბანში შევამჩნიე უცხო მანქანა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე. დაღამებისას დაქალს დავემშვიდობე და სახლში წასვლას ვაპირებდი როდესაც მოულოდნელად ვიღაცამ დამიჭირა და ძალით დამაჯინა მანქანაში. მაშინ ვერც კი მივხვდი რა ხდებოდა, და ვისთვის მომიტაცეს, მოგვიანებით მივხვდი. სიძის სახლში უკვე მელოდებოდნენ. შევედი სახლში სკამზე დავჯექი და დავიწყე ტირილი. ნათესავებმა დაიწყეს ჩემი დარწმუნება, რომ შევეგუო და გავაგრძელო ცხოვრება. მთელი ღამე ვიჯექი ამ სკამზე და ვთხოვდი სახლში დაბრუნებას.

დილით ჩემი მშობლები მოვიდნენ, ერთმანეთში მოილაპარაკეს და მამამ გამაგებინა რომ აღარ წამიყვანს სახლში და უნდა დავრჩე. მაშინდელი მიდგომიდან გამომდინარე, მოტაცებული ქალი სახელგატეხილი იყო. ამიტომაც მშობლებს მოსწონდათ თუ არა სიძე, მაინც ტოვებდნენ ქალიშვილს იძულებით ქორწინებაში. ეს იყო ჩემთვის დიდი დარტყმა, ვტიროდი, ვამბობდი რომ სწავლა მინდა მაგრამ არავის აინტერესებდა. ასე დაიწყო ჩემი ოჯახური ცხოვრება 14 წლის ასაკში. ძალიან ძნელად შევეგუე ახალ ცხოვრებას.

უბრალოდ გამიმართლა, რომ ჩემი ქმარი კარგი და გამგები ადამიანი აღმოჩნდა, 24 წლის იყო თვითონ. 15 წლისამ ვიმშობიარე. როდესაც თოჯინებით თამაში მინდოდა უკვე შვილი მყავდა, ბიჭი. ჩვიდმეტისამ გოგონა გავაჩინე. შვილები დედამთილის დახმარებით გავზარდე. ოცნებად დამრჩა ბუღალტრის პროფესია. 22 წლის ასაკში ჩემმა ბიჭმა ცოლი მოიყვანა, გოგო 21 წლისა გავათხოვე. ქმარი ვერ შევიყვარე, ვცხოვრობ შეგუებით. დღემდე გულში მრჩება ის მომენტი როდესაც მამამ მითხრა რომ ვრჩები, ალბათ ცხოვრების ბოლომდე ვერ დავივიწყებ“.

რიფსიმე - 29 წლის

„14 წლის ვიყავი, როდესაც ვმეგობრობდი ერთ ბიჭთან. მშობლებს საერთოდ არ მოსწონდათ ჩემი მეგობარი, ერთ დღეს მივედი სახლში და დამხვდნენ სახლში უცნობი ადამიანები, დედაჩემმა მითხრა რომ გამათხოვეს. არც მკითხეს და არც აინტერესებდათ ჩემი აზრი. 15 წლის გავხდი როდესაც ცოლად წამიყვანა, ძალიან ძნელი იყო ჩემთვის სხვის ოჯახში ცხოვრება.

ნელ–ნელა წლების განმავლობაში შევეგუე და შემიყვარდა ჩემი ქმარი, გავაჩინე სამი ბავშვი, უფროსი 13 წლის მყავს, უმცროსი ორი წლის. ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემით რომ დავქორწინებულიყავი, არ მქონოდა ასეთი კარგი ცხოვრება. მომღერლობაზე ვოცნებობდი. ვნანობ იმ წლებზე, რომლებიც ვერ ვიცხოვრე როგორც მინდოდა“.

---------

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, რადგან პირი არასრულწლოვნად (ბავშვად) სწორედ ამ დრომდე ითვლება. 16 წელს მიღწეული პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს 16 დან 19 მდე 2 054 გოგონა დაქორწინდა, მაშინ როდესაც, იგივე ასაკის დაქორწინებული ბიჭების რაოდენობა მხოლოდ 326-ია.

UNFPA-ს 2017 წლის კვლევაში ადრეული ქორწინების შესახებ აღნიშნულია, რომ ადრეული/ ბავშვობის ასაკში ქორწინება ჩვეულებრივი და გავრცელებული მოვლენაა მთელი საქართველოს მასშტაბით, დედაქალაქის, ჩათვლით.

"ადრეული ქორწინება არ ახასიათებს მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფს ან ტრადიციას. ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორი უთანასწორო გენდერული ნორ¬მები და დისკრიმინაციული გენდერული ურ¬თიერთობებია, რომლებიც ქვეყნის ყველა ეთნიკურ ჯგუფს ახასიათებს როგორც სოფლად, ასევე ქალაქად", - ნათქვამია ანგარიშში.

ერთ-ერთი უახლესი კვლევა, რომელშიც სამცხე-ჯავახეთში ქალთა მიმართ ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების საკითხები მოხვდა, „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ ჩაატარა. მასში აღნიშნული იყო, რომ გოგონათა ნაადრევი ქორწინების პრობლემა რეგიონში დღემდე მწვავედ დგას.

[რიმა სარუხანიან, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: ახალციხელები ადრეული ქორწინების შესახებ [Video]
‘ნუ გაათხოვებ’ –  ახალციხეში ნაადრევი ქორწინება გააპროტესტეს
სამცხე-ჯავახეთი ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას უერთდება
ნუ გაათხოვებ! – იწყება კამპანია ადრეული ქორწინების წინააღმდეგ [Video]
როცა წასასვლელი არსად გაქვს - ‘ჩვენთან ამბობენ, თუ ქმარი გირტყამს, უყვარხარო’
ახალგაზრდული პროექტი ადრეული ქორწინების პრევენციისთვის
GDI: ჯავახეთში მწვავედ დგას გოგონათა ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის პრობლემა