FM97.5 / LIVE

ქმნის თუ არა საშიშროებას ადიგენში ‘ოქროს ციხის’ საყრდენ ქვაზე გაჩენილი ბზარი

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.10.2019
ადიგენში, „ოქროს ციხის“ მთავარ შესასვლელში, საყრდენ ქვაზე ბზარი გაჩნდა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ამის გამო, ციხეს ყურადღების მიქცევა სჭირდება. ადგილზე მდგომარეობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა შეისწავლეს.

ქმნის თუ არა საშიშროებას ადიგენში ‘ოქროს ციხის’ საყრდენ ქვაზე გაჩენილი ბზარი

„ოქროს ციხის მთავარი შესასვლელის საყრდენი ქვა არის სავალალო მდგომარეობაში. საჭიროებს ყურადღების მიქცევას, რათა არ ჩამოინგრეს ეს ერთადერთი შესასვლელი და ციხე არ ჩავარდეს უარეს მდგომარეობაში“, - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი ალექსი გრიგალაშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ ციხის მდგომარეობით კომპეტენტური ორგანოები დროულად უნდა დაინტერესდნენ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მდგომარეობის შესასწავლად ადგილზე სპეციალისტები იყვნენ. მათი შეფასებით, საყრდენ ქვაზე გაჩენილი ბზარები კონსტრუქციის დაშლის პრობლემას არ ქმნის.

„თავისუფლად შეიძლება ამ ბზარის ამოგოზვა სპეციალური ხსნარით, მარტივი საკონსერვაციო მეთოდოლოგიით შეიძლება მანდ ლითონკონსტრუქციის საბჯენი გაუკეთდეს, თუმცა ამ ეტაპზე, მისი აუცილებლობა არ არის. ციხის გალავნის ქვის წყობა იმდენად მყარია და საღი, რომ ამ ქვის ბოლომდე დაბზარვის შემთხვევაშიც კი, ციხის გალავანს არანაირი პრობლემა არ ემუქრება“, - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი ბექა ბარამიძე.

მისივე თქით, ამ ეტაპზე ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ იგეგმება, თუმცა ისტორიული ნაგებობა სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშაა: „პერმანენტული მეთვალყურეობისა და ზედამხედველობის ქვეშაა ეს ციხე, შესწავლილია. თუკი რაიმე სერიოზული საჭიროება გამოჩნდება, რასაკვირველია, ამ ყველაფერს პრიორიტეტებში გავითვალისწინებთ“.

„ოქროს ციხე“ ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ შოყასთან ახლოს მდებარეობს. იგი ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრეთაგანი იყო და სხვა ციხეებთან ერთად, დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა.

ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ, იგი აგებულია XIII საუკუნის დასასრულს ან XIV საუკუნის დასაწყისში. მის შესახებ ადრინდელი წერილობითი ცნობები არ მოგვეპოვება.

XV-XVI საუკუნეებში კი, თურქეთის მომძლავრების დროს, იგი დიდ როლს თამაშობდა მესხთა თავდაცვის საქმეში.

ქმნის თუ არა საშიშროებას ადიგენში ‘ოქროს ციხის’ საყრდენ ქვაზე გაჩენილი ბზარი

ქმნის თუ არა საშიშროებას ადიგენში ‘ოქროს ციხის’ საყრდენ ქვაზე გაჩენილი ბზარი

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამი ციხის ისტორია
ახალქალაქის ციხის რესტავრაციამდე კონცეფცია მომზადდება
ადიგენში, ფხერო-შოყა-ოქროს ციხის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
ახალციხის ციხის უცნობი ნაწილი [ფოტო]
აწყურის ციხის პრობლემას სპეციალისტები სწავლობენ
‘მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია’ - როდის დაიწყება ახალქალაქის ციხის რეაბილიტაცია
ხანძრის კერებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სპეციალისტები აკვირდებიან