FM97.5 / LIVE

'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 30.09.2019
ახალციხელი გურამ სუდაძე ნარინჯისფერ, ერთადგილიან ტრაიციკლს სამი წლის განმავლობაში აწყობდა. საკუთარი ხელით შექმნილ „წიქარას“, რომლის ფრთები ხარის ჩლიქებს მოგაგონებთ, წინა ნაწილი ხარის დინგს, სარკეები კი რქებს, მალე მოგზაურობაში გამოცდის.

'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გურამის ხელნაკეთი მანქანების კოლექციას მესამე –ტრაიციკლი „წიქარას“ შეემატა.

„წიქარას“ გაკეთების იდეა საკუთარი მოტოციკლის დაზიანების შემდეგ გაუჩნდა. გურამი ამბობს, რომ მოტოციკლის გადაგდება დაენანა და ამიტომ მეორე სიცოცხლე აჩუქა: „დავარქვი წიქარა, როგორც ხარი, ხომ არსებობს ლამბორჯინი, რედ ბული, ესაა წიქარა, ჩვენი ქართული, ახალციხელი“.

აწყობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, თუმცა მისთვის სასიამოვნო იყო. დიზაინის შექმნაში ახლობელი დაეხმარა.

„ეს ყველაფერი გამოძერწილი იყო თაბაშირში, მერე ყალიბი ავიღე და ჩამოვასხი ფორმები, ძალიან მსუბუქია. ნაწილები ზოგი მეორადია, ზოგიც გამოვიწერე. აქ ღირებული არაფერია. აგრეგატები, ძირითადად, ყველაფერი ქარხნულია, ზოგი ახალი, ზოგი მეორადი, მყარია და ადვილად ექვემდებარება დამუშავებას, ნებისმიერი ფორმის მიცემა შეიძლება. ძირითადი დრო ამის გაკეთებამ წაიღო. ძალიან დაბალბიუჯეტიანი პროექტია. მანქანის გაკეთება დამიჯდა დაახლოებით 5 000 ლარი“.

ახალციხელი წიქარა საათში 260 კმ–ს ავითარებს და წუთში 12 000 ბრუნი აქვს, თუმცა გურამმა ჯერ ბოლომდე ვერ გამოსცადა, რადგან ნომრები არ აქვს და ქალაქში სიარული არ შეუძლია.

წიქარას სრულყოფა ერთი თვის წინ დაასრულა. მანქანის ან ტრაიციკლის საკუთარი ხელებით აწყობა მისთვის შემოქმედებითი პროცესია, ამიტომ ყოველთვის მარტო უყვარს მუშაობა. შეიძლება, ახლობელი რომელიმე ნაწილის აწევაში მიიხმაროს, თუმცა ძირითად საქმეს ის მარტო აკეთებს, რადგან ამისგან დიდ სიამოვნებას იღებს.

„როცა ფიქრობ, მარტო უნდა იყო. კეთების დროსაც ყოველთვის არ გამოგდის. შეიძლება, გადააკეთო რამდენჯერმე. ეს ისეთი შემოქმედებითი პროცესია!.. შეიძლება ვიღაცა მოიხმარო – ამიწიე, დამიწიე, დამიჭირეში. მაგრამ როცა ფიქრობ და თან აკეთებ, მარტო ყოფნა სჯობია“.



მანქანების აწყობა 20 წლის ასაკიდან დაიწყო. ახსოვს, პირველი მანქანა „ზაპოროჟეცის“ აგრეგატებზე ააწყო, თუმცა არ გამოუვიდა. შემდეგ უფრო მეტი ისწავლა და თავისი საყვარელი მანქანა–რეტრო ააწყო, რომელსაც „ახალციხელი“ დაარქვა. ასევე, ჰყავს ბაგი, რომელსაც „ჯეირანი“ ჰქვია.

გურამს უყვარს თავისი ხორცშესხმული პროექტების გამოცდა. იშვიათად, მაგრამ როცა კი რაიმე ფესტივალი ან ღონისძიებაა ხოლმე, საკუთარი ნამუშევრები საჩვენებლად გამოჰყავს.

ამბობს, რომ მის ხელნაკეთ პროექტებს არასდროს გაყიდის და არც ამ საქმის ბიზნესად გადაქცევის სურვილი აქვს, რადგან ამ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთის აკეთებს, ეს მისი ჰობია.

ახლა სხვა მანქანის აწყობაზე არ ფიქრობს. სურს, რომ თავისი „წიქარა“ გამოსცადოს და მსოფლიო შემოიაროს.

„ახალციხეში არის მოტოკლუბი “castle riders”, მეც მათი წევრი ვარ. საინტერესო ხალხია. ბევრს მოგზაურობენ, უყვართ ესქტრიმი. როგორც კი წიქარას გავიფორმებ, მეც მათთან ერთად წავალ სხვადასხვა ადგილებში, მსოფლიოს მასშტაბით“, – ამბობს გურამი.

'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

[მარიამ ბარძიმაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნამდვილ მანქანებზე მეოცნებე 10 წლის კოლექციონერი
‘Castle riders’ – ბაიკერები ახალციხიდან [Video]
ორიგინალური მანქანების კონსტრუქტორი ახალციხიდან [Video]
14 წლის ახალციხელი გიორგი შეგროვებული ფულით სარალიძის მოსანახულებლად წავიდა
”ნახატებს მხატვრის ხასიათი ყოველთვის ემჩნევა’’
‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]
ნიაზ დიასამიძე - ახალციხელი სამბისტი წლის მთავარი ტურნირის პრიზიორია