FM97.5 / LIVE

ტიმოთესუბანი – ‘ანტიკვარი სოფელი’

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV 23.09.2019
ტიმოთესუბანი ბორჯომის სოფელია და ისტორიულ თორის ცენტრში, გუჯარეთისწყლის ხეობაში მდებარეობს. სოფელი მუნიციპალური ცენტრიდან 17 და კურორტ წაღვერიდან ორი კილომეტრით არის დაშორებული.

ტიმოთესუბანი – ‘ანტიკვარი სოფელი’

სოფელი ყველა სეზონზე ულამაზესია. ზამთარში ქათქათაა, გაზაფხული–ზაფხული – სულ მწვანე, შემოდგომით კი მომწვანო–მოყვითალო.
ბუნების ფერებზე აქაურები განსაკუთრებული აღფრთოვანებით გესაუბრებიან.

„გახედეთ ამ სახლის ზემოთ ტყეს, რა ფერია“, – მეუბნება სახლის წინ მჯდომი, თაფლის გამყიდველი მოხუცი და მითითებულ მხარეს ვიხედები. ხასხასა მწვანე და უკვე ალაგ–ალაგ შერეული ოქროსფერი მართლაც შთამბეჭდავია.

„ასეთი შემოდგომა გინახავთ სხვაგან, ასეთი ფერები?“, – მეკითხება ადგილობრივი, ახალგაზრდა.

ჰო, ფერები აქ მართლა განსაკუთრებულია, ხასხასა და სოფლის ჰაერივით კრიალა.

სოფელში, როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, ახლა 50–მდე ოჯახი ცხოვრობს.

ვახუშტი ბატონიშვილი ტიმოთესუბანზე წერს:

„თორისწყლის (ახლანდელი გუჯარეთისწყალი) აღმოსავლეთით არს კიმოთისმანს მონასტერი, გუმბათიანი, კეთილშენი, მშვენიერს ადგილს...“

რატომ უნდა ეწვიოთ ტიმოთესუბანს?

სოფელი ნახევრად ტყეშია. აქ კარგი დასასვენებელი ადგილია, როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის.

თუ გინდათ პატარა ინტერნეტს მოაშოროთ და სხვა საინტერესო საქმეებით დატვირთოთ, ტიმოთესუბანი ამისთვის ზედგამოჭრილი სოფელია. აქ ბევრ თავგადასავალში შეიძლება, „გაახვიოთ“ თქვენი შვილი. აქ შეგიძლიათ შვილებთან ერთად აკრიფოთ გირჩი, წვიმის დროს იხტუნაოთ ტალახიან გუბეეში.

შემოდგომით კი სოფლის განაპირა მხარეს პანტა მსხალი აკრიფოთ და ზამთარში, თქვენი პატარა თავისი ხელით აკრეფილ მსხლის ჯემს უფრო სიხარულითა და ძალდატანების გარეშე შეჭამს.

ტიმოთესუბანში ბინა როგორც ათ, ასევე 120 ლარადაც შეგიძლიათ იქირაოთ.

ის, რაც განსაკუთრებით იზიდავს უცხოელ ტურისტებს, ეკლესიაა.

სოფელ ტიმოთესუბანში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - დიდი სამონასტრო კომპლექსი (XI-XVIII სს.), რომლის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII საუკუნეების მიჯნა). ნაგებია მოვარდისფრო "ქართული აგურით".

ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს სამი შვერილი აფსიდი აქვს. სიმაღლე 28 მეტრია.

ეკლესია ქართული კულტურის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც უნიკალური მოხატულობის გამო მსოფლიო კულტურის გადარჩენის ფონდშია შესული.

ტაძარი სოფლის ბოლოსაა. სოფლის შესასვლელში კლდეებზე კი მიუვალ ადგილებში არის ნაკვეთი სახლები, რომლებიც, სავარაუდოდ, შუა საუკუნეებშია აგებული.

ტიმოთესუბანი – ‘ანტიკვარი სოფელი’

ომარ არბოლიშვილი ტიმოთესუბანში დაიბადა და გაიზარდა. მისთვის ტიმოთესუბანზე კარგი სოფელი მსოფლიოში არ არსებობს.

„ჩემი სოფელი განსხავებულია სხვა სოფლებისგან, ჯერ იმიტომ, რომ შესანიშნავი მონასტერი გვაქვს. მერე სოფელი ისეა ჩამჯდარი ხევში, რომ მნახველისთვის ძალიან მიმზიდველია, ამავე დროს, კლიმატი არის გამორჩეული, დასასვენებლად მყუდრო. კარგი ადგილია, მდინარეები სუფთა, წყაროს წყალი გამოდის თითქმის ას მეტრაში ყველგან. და ვისაც არ უნახია და პირველად მოდის, გაოცებულია სოფლის ბუნებით. ტურისტები მოდიან ევროპის ქვეყნებიდანაც“, – გვითხრა მან.

ვლადიმერ ირშოვი ქალაქ ნოვოროსისკიდანაა. ის, მეუღლითა და ორი ვაჟით, ტიმოთესუბანს დასათვალიერებლად ეწვია. ამბობს, რომ ამ მხარეში პირველადაა და აქაურობა ძალიან მოსწონს.

„საქართველოში მეორედ ვარ. პირველად ადრე, დაახლოებით, 20 – 30 წლის წინ ვიყავი. თბილისში, პირველ რიგში, ისევე როგორც ახლა, მე აღმაფრთოვანა სტუმართმოყვარეობამ. ბორჯომში პირველად ვარ. მე შემძრა ადამიანების დამოკიდებულებამ, რომ ისინი მზად არიან ურთიერთობისთვის. ბოდიში და, არ არიან ისეთები, როგორსაც ჩვენ გვიჩვენებდა რუსული ტელევიზია. ამიტომ, მიხარია, რომ აქაურობა მოვინახულეთ. კარგია, რომ ჩემმა ვაჟმა შეგვკრიბა მთელი ოჯახი და წამოგვიყვანა საქართველოში. ამიტომ, მე ვამბობ, რომ აქ უკანასკნელად არ ვარ. მე მიხარია რომ გავიცანი საქართველო. გავიცანი მისი ხალხი, ისტორია, ვუსურვებ ამ ერს ბედნიერებას, აყვავებას და ჯანმრთელობას“, – ამბობს ვლადიმერ ირშოვი.



ეკლესიამდე მთელი სოფელი უნდა გაიარო, სამანქანო გზა და ხის ღობეებიანი სახლები. თითქმის ყველა სახლის ეზოს აქვს აბრა წარწერით – ქირავდება ბინა.

ტიმოთესუბანში მითხრეს, რომ სოფლელი ძირითადად ხე–ტყეზე იყო დამოკიდებული, თუმცა, აკრძალვის შემდეგ, მოსახლეობამ, სხვადასხვა სახსრებით, ბანკიდან გამოტანილი სესხით, საკუთარი სახლების გაკეთება–გარემონტება დაიწყო.

„მოსახლეობა ცდილობს უკეთესად კეთილმოწყობას და ვფიქრობ, რომ უკვე გვაქვს ტურისტული სოფელი. საქართველოდან, სხვა კუთხეებიდან, გვყავს დამსვენებლები, რომლებიც მოდიან და თვეობით ქირაობენ ბინებს. ტურისტებიც ჩამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ისინი დაათვალიერებენ სოფელს და მიდიან, აქ არ რჩებიან ღამით“, – გვეუბნება დავით ქოქოშვილი.

ტიმოთესუბანში შეგიძლიათ იყიდოთ ძახველის მურაბა – 200 გრამიანი ქილა – ოთხი ლარი. ძახველის მურაბა, როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, სასარგებლოა ხველებისთვის, ყელის ტკივილისთვის.

ტიმოთესუბანში ფიჭვის მტვერიც შგიძლიათ შეიძინოთ, 100 გრამი ათი ლარი ღირს. გირჩის მურაბა კი, 250 გრამი – ოთხი ლარი. გირჩის მურაბა და მტვერი არაჩვეულებრივი საშუალებაა სუსტი ბრონქების პატრონებისთვის. აძლიერებს იმუნიტეტს.

ტიმოთესუბანი – ‘ანტიკვარი სოფელი’

სოფლის შესასვლელში ადგილობრივებმა მითხრეს, რომ ტიმოთესუბანი ანტიკვარი სოფელია. ჩემს კითხვაზე, თუ რატომაა ანტიკვარი, ერთმა მათგანმა ასეთი პასუხი გამცა: „მოათვალიერეთ აქაურობა, უძველესი ტაძარი, უძველესი კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები, უძველესი დროიდან ვართ მოხსენიებული სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში და არ გამოდის ანტიკვარი სოფელი?“

ტიმოთესუბნამდე კარგი გზაა, ამიტომ თამამად შეგიძლიათ დაგეგმოთ ტური ანტიკვარ სოფელში. აქ ყველა სეზონზე ელიან ტურისტს.

[გულო კოხოძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შოყა – იმერული სოფელი მესხეთში [ფოტორეპორტაჟი]
ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]
ფოტოამბები
სოფელი წარსული დიდების  ჩრდილში
ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი
ხმა სოფლიდან: წყორძა, სოფელი ისტორიულ ნასახლარზე [Audio]
სოფელი მთაში [ფოტო]