FM97.5 / LIVE

რა ეტაპზეა აბასთუმანში სამშენებლო სამუშაოები [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, ეკონომიკა 16.09.2019
უკვე დასრულებული და მშენებარე ობიექტები, რომელთა ნაწილს სახელმწიფო, ნაწილს კი „ფონდი ქართუ“ აფინანსებს. როდის დასრულდება აბასთუმნის პროექტები და რისთვის ამზადებს ბიძინა ივანიშვილი კურორტს.

რა ეტაპზეა აბასთუმანში სამშენებლო სამუშაოები [ფოტო/ვიდეო]

კურორტ აბასთუმანში დაგეგმილი და მიმდინარე ათზე მეტი პროექტიდან, ნაწილი დასრულდა, ნაწილი სრულდება, ნაწილი ისევ მშენებლობის, ან პროექტირების პროცესშია.

ამ დროისათვის უკვე დასრულებულია, ფილტვის ცენტრის მშენებლობა და პოლიკლინიკის რეაბილიტაცია. ეს ობიექტები თვის ბოლოსთვის ექსპლუატაციაში შევა. ორივე პროექტი „ფონდი ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა.

აბსთუმანში სრულდება „ფონდი ქართუს“ კიდევ ერთი პროექტი – ხუთსართულიანი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რომელიც 28 ოჯახზეა გათვლილი და აქ, ყოფილი ტუბსაავადმყოფოს მიმდებარედ მცხოვრებლებს შეასახლებენ. აღნიშნული ტერიტორიები კი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ შეიძინა და სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, თუმცა ახლა ამ ტერიტორიაზე მიწის მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს და საძირკველის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

რაც შეეხება საერთო საცხოვრებელს, როგორც სამუშაოთა მწარმოებელმა გოჩა ათოშვილმა გვითხრა, ბინები მეპატრონეებს გარემონტებული ჩაბარდება და სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია. ადგილობრივების ნაწილმა სახლებში ავეჯიც შეიტანა.

„იმაზე ორჯერ მეტ ფართს აძლევენ, ვიდრე თვითონ ჰქონდათ, ადგილიც დიდად არ იცვლება, ბევრად უკეთეს ტერიტორიაზე იცხოვრებენ“, – გვეუბნება გოჩა ათოშვილი.

მშენებარე კორპუსის მომლოდინეთა უმეტესობა კი, ვისაც აქ ცხოვრება მოუწევს, „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ის, ვინც კომენტარზე დაგვთანხმდა, ამბობს, რომ ახალ ბინაში სანაცვლოდ მიღებული ფართით კმაყოფილია: „მე რამდენადაც ვიცი, საცხოვრებელი ადგილები შეაფასეს და იმაზე ბევრად მეტი ფართი გვაქვს, ვიდრე ამ სახლში. ვფიქრობ, რომ ცუდი არ უნდა იყოს“.

„ფონდი ქართუს“ პროექტებში შედის სასტუმრო „პარაგრაფის“ მშენებლობაც, რომელიც კურორტზე ბავშვთა სანატორიუმ „ცისარტყელას“ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სასტუმრო „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ ინიციატივით შენდება. ამ კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელი, პანამაში რეგისტრირებული ოფშორული კომპანია, სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL–ია. აღნიშნული კომპანია ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.

„ფონდი ქართუს“ ფინანსებით მიმდინარეობს აბასთუმანში რომანოვების რეზიდენციის რეაბილიტაციაც. ფონდის დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, რომ „ქართუმ“ აბასთუმანში ამდროისათვის შვიდ მილიონ ლარზე მეტი უკვე დახარჯა, თუმცა მის მიერ დაფინანსებული პროექტების მშენებლობა–რებილიტაცია, როგორც აბასთუმანში, ისე რეგიონში, გრძელდება.

რაც შეეხება სხვა პროექტებს, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება, აღსანიშნავია 1982 აგებული აბასთუმნის საბაგირო გზა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. იგი სექტემბრის ბოლომდე გაიხსნება და ექსპლუატაციაში შევა.

საბაგირო გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ნოემბერში იგეგმება ობსერვატორიის ტერიტორიაზე, მთავარი ტელესკოპის შენობის რეაბილიტაციის დასრულებაც, სადაც მუზეუმის გახსნაც იგეგმება.

„ეს არის, AZT-11-ის შენობა, რომლის რეაბილიტაციის ჩატარების შემდეგ დიდი გეგმები გვაქვს – მუზეუმის გაკეთება გვსურს. ამასთან, მთავარი ტელესკოპიც მწყობრიდან არის გამოსული და რეაბილიტაციას საჭიროებს. იმედია, რომ ამისთვისაც გამოიყოფა თანხები და ისიც იფუნქციონირებს“, – გვეუბნება აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერთანამშრომელი გიორგი ჯავახიშვილი.



მისივე თქმით, მთავარი შენობის ახალი ტელესკოპით აღჭურვის დაპირება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისგანაც მიიღეს, როდესაც ტერიტორია მოინახულა, თუმცა ეს, ამ დრომდე, სიტყვიერ დაპირებად რჩება.

ობსერვატორიის ტერიტორიაზე მოეწყობა ეზო და ლამპიონები, ასევე – საპირფარეშოები და პარკინგი. საბაგიროსა და ობსერვატორიის რეაბილიტაცია ერთი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც მსოფლიო ბანკი 3 მლნ–მდე ლარით აფინანსებს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "ABEKA" და შპს "პალადა" ახორციელებენ.

აბასთუმანში, თითქმის დასკვნით ეტაპზეა და ნოემბერში უნდა დამთავრდეს 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაციაც, რომელთა უმრავლესობის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ახლა იმ ფერებში ღებავენ, რა ფერიც სახლებს პირველად ჰქონდა. პროექტის ფარგლებში, ძველი დაზიანებული სახურავების, ხის სახურავების და კონსტრუქციების, კარებებისა და ფანჯრების, დაზიანებული იატაკების, აივნების, ჭერის და კიბეების დემონტაჟი განხორციელდა. შემდეგ, სახლები დაიხურა თუნუქის ახალი სახურავებით, ხოლო მოჩუქურთმებული ხის აივნების დაზიანებულ ნაწილებს მსგავსი დეტალებით ანაცვლებენ. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ამ სახლებს შორის მდებარე ბულვარებსაც. ტროტუარები ბაზალტის ფილებით მოპირკეთდება, ასევე, მოეწყობა ღამის განათება.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რეაბილიტირებული საკუთრების მოვლა–პატრონობის თაობაზე მესაკუთრეებთან ხელშეკრულებებს გააფორმებს.

სამუშაოებს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ჯერ ტენდერი არ გამოცხადებულა აბასთუმნი–ბაღდათის შემოვლით გაზაზე. გზის გარემოზე ზემოქმედების შეფასების გეგმა მთავრობამ 16 სექტემბერს უნდა განიხილოს, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება. სტუდია „მონიტორის“ ინფორმაციით, ახალი შემოვლითი გზა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული ტყე–პარკის ტერიტორიაზე გაივლის, სადაც ველური და ხელშეუხებელი ტყეებია და წითელ ნუსხაში შესული სახეობები ბინადრობენ.

„როდესაც აქ წითელ ნუსხაში შესული ცხოველები ბინადრობენ, გზა იწვევს ძალიან ძილიერ შეწუხებას. ასეთი გზებს მერე ინტენსიურად იყენებენ ბრაკონიერები“, – ამბობს სტუდია „მონიტორთან“ ველური ბუნების მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე.

აბასთუმანი–ბაღდათის გზას, პირველი პროექტის მიხედვით, კურორტზე უნდა გაევლო, თუმცას ბიძინა ივანიშვილის ექსპერიმენტული პროექტის შემდეგ, რომლის მიხედვითაც კურორტზე მხოლოდ ელექტრომობილებმა უნდა იმოძრაონ და სხვა ტრანსპორტი აქ ვეღარ გაივლის, გეგმა შეიცვალა.
სწორედ ამ ექსპერიმეტის შედეგია ის, რომ უკვე დაიწყო ღია ავტოპარკინგის მშენებლობა, რომელიც 1 000 მანქნაზეა გათვლილი, აქედან 200 ელექტრომობილების სადგომი იქნება.

კურორტზე მშენებლობების დაწყება, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება, რომელიც 2018 წლის აგვისტოში აქ დასასვენებლად იმყოფებოდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კურორტის ხშირი სტუმარია და მისი ერთ–ერთი ბოლო სტუმრობის დროს, აბასთუმნის წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ამბიონზე აიყვანა და მრევლს ისე წარუდგინა.

აბასთუმანში, ყველა ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები 2020 წლისათვის უნდა დასრულდეს.



რა ეტაპზეა აბასთუმანში სამშენებლო სამუშაოები [ფოტო/ვიდეო]

რა ეტაპზეა აბასთუმანში სამშენებლო სამუშაოები [ფოტო/ვიდეო]

[ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 4 თვეში დასრულდება [ფოტო]
აბასთუმნის საბაგირო მუშაობას ნოემბრიდან დაიწყებს [ფოტო]
აბასთუმანში მათ, ვისი სახლების რეაბილიტაციაც  იგეგმება, დროებით შენობების დატოვება მოუწევთ
ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ აბასთუმანში შვიდი პროექტის განხორციელება დაიწყო
მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
აბასთუმანში  მიმდინარე პროექტები [Video]
აბასთუმანში ელექტრომობილების პარკინგის მშენებლობა დაიწყო