FM97.5 / LIVE

პოლიციელებზე ძალადობისთვის დაკავებულ სამ პირს გირაოთი გაათავისუფლებენ

მთავარისიახლე, სამართალი 30.07.2019
ახალქალაქში, სოფელ კარწახში მესაზღვრე პოლიციელებზე ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულ სამ პირს, აღკვეთის ღონისძიებად, 7000–7000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

პოლიციელებზე ძალადობისთვის დაკავებულ სამ პირს გირაოთი გაათავისუფლებენ

სასამართლო პროცესი ახალქალაქში დღეს, 30 ივლისს გაიმართა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა პატიმრობის შესახებ და ბრალდებულებს გირაოს გადახდა დააკისრა.

„შემთხვევა მოხდა კარწახის ტბაზე, სასაზღვრო ზოლში. პროკურორმა ვერ დაასაბუთა ბრალდება და მოსამართლემ ჩემი მოთხოვნა გაითვალისწინა. იმ დროს, როდესაც მესაზღვრეები ამტკიცებენ, რომ ბიჭებმა სცემეს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები სულ სხვა ადგილზე იმყოფებოდნენ. მე ამის დასამტკიცებლად ვიდეო მოვიპოვე. ახლა თანხას იხდიან ახლობლები და ერთ საათში სახლში იქნებიან ბიჭები“, – ამბობს ბრალდებულების ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

შსს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით, სოფელ კარწახის სამი მკვიდრი 28 ივლისს დააკავეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პოლიციელებზე ძალადობისთვის სამი პირი დააკავეს
საქონლის ქურდობაში ბრალდებულებს  სასამართლომ გირაო შეუფარდა
ჭელაში დაკავებულები 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
‘ახალციხეში 37 წლის წინანდელი სასამართლოა’– ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის საქმე
წნისში ყაჩაღობაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
27 წლის მამაკაცს, მასთან მცხოვრები ქალის ქამრით ცემისთვის, პატიმრობა შეუფარდეს
ახალციხეში ცოლ–შვილზე მუქარისთვის დაკავებულ კაცს გაათავისუფლებენ