FM97.5 / LIVE
ბიზნესმენების და პოლიტიკოსების პოლიტიკური ფერისცვალება

ბიზნესმენების და პოლიტიკოსების პოლიტიკური ფერისცვალება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 29.07.2019
პარტიების შემწირველი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები სამცხე-ჯავახეთში, რომლებიც 2012 წლამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებდნენ, 2012 წლის შემდეგ კი „ოცნებას“ .

ბიზნესმენების და პოლიტიკოსების პოლიტიკური ფერისცვალება

პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი 2008-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. შპს „მეეკმა“, რომლის 50%–იანი წილის მფლობელია ენზელ მკოიანის ძმა, მარტუნ მკოიანი, 2017 წელს „ქართულ ოცნებას 120 000 ლარი შესწირა, ხოლო თავად მარტუნ მკოიანმა, ამავე წელს, 40 000 ლარი გადარიცხა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე. იგივე პიროვნებამ კი 2012 წელს 60 000 ლარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე ჩარიცხა.

2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემწირველი იყო, ასევე, ახალციხის ამჟამინდელი მერი ზაზა მელიქიძე, რომელმაც 2012 წელს 50 000 ლარი შესწირა პარტიას.

პოლიტიკოსების გარდა, მმართველი პარტიების აქტიური შემწირველები არიან ადგილობრივი ბიზნესმენები.

შპს „მეეკის“ კიდევ ერთმა მფლობელმა ნორაირ მკოიანმა 2012 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 55 000 ლარი შესწირა, ხოლო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დაფინანსება დაიწყო. 2017 წლამდე, მმართველ პარტიას 46 800 ლარი შესწირა.

ოთარ თათეშვილი, შპს „არალის“ 100% იანი წილის მფლობელია. 2012 წელს მან პირადი ანგარიშიდან 60 00 ლარი შესწირა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 2017 წელს, მისი კომპანია ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში მოხვდა, 40 000 ლარით.

ვახტანგ კაპანაძეც ადგილობრივი ბიზნესმენია, რომელიც შპს „მშენებელი 2012“–ის დირექტორი და 100% იანი წილის მფლობელია. 2012 წელს მან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 3 000 ლარი შესწირა. 2017 წელს კი, „ქართულ ოცნებსთვის“, 2012–თან შედარებით, 20-ჯერ მეტი გაიღო - 60 000 ლარი.

ვახტანგის მსგავსად, მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი შეწირულობა ვლადიმერ სტეფანიანმა, რომელიც შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ მფლობელია. მან 2012 წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ 2 500 ლარი ჩაურიცხა, ხოლო 6 წლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 60 000 ლარი შესწირა.

სამცხე–ჯავახეთის ზემოთ ჩამოთვლილმა „ფერნაცვალმა“ პოლიტიკოსებმა და ბიზნესმენებმა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში, ბოლო 7 წლის განმავლობაში, ჯამში 477 300 ლარი დახარჯეს.

[რობიზონ ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მმართველი პარტიების დამფინანსებელი კომპანიები ტენდერებს იგებენ
სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები
‘ოცნების’ კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულობები
როგორი იყო წინასაარჩევნო პერიოდები 2012 და 2016 წლის არჩევნებზე – NDI
ვინ არიან ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
სუს-მა ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიის საქმის შესწავლა დაიწყო
რომელ კომპანიებს ფლობენ ენმ-ს კანდიდატები სამცხე-ჯავახეთიდან - კვლევა