FM97.5 / LIVE

სახლები, რომლებიც გამოჩენილი ახალციხელების სახელებს ინახავენ [ფოტო/ვიდეო]

მთავარისიახლე, რეპორტაჟი 24.07.2019
ახალციხის სახლებზე იშვიათად, მაგრამ მაინც შეხვდებით გამოჩენილი ხელოვანების მემორიალურ დაფებს. ზოგი სახლის ფასადიდან პოეტი, ზოგიდან კი მხატვარი იცქირება. ვინ ცხოვრობენ ახლა მათ სახლებში.

სახლები, რომლებიც გამოჩენილი ახალციხელების სახელებს ინახავენ [ფოტო/ვიდეო]

მიხეილ იაძე


მიხეილ იაძე 1925 წლის 22 დეკემბერს ქალაქ ახალციხეში დაიბადა. სახლი, სადაც ის ცხოვრობდა 1886 წელს აშენებულა. 1958 წელს კი ძველ სახლს მან ახალი მიაშენა. როგორც მიხეილის შვილი გვიყვება, ძველი ინტერიერი ამ დრომდე შენარჩუნებულია.

„შპალერი გავაკარით, თორემ გისოსებიც კი შემორჩენილია. ასევე, სარდაფებისათვის ხელი არ გვიხლია“, – გვიყვება მიხეილ იაძის შვილი ზურაბი, რომელიც დღემდე ინახავს მამის ნაქონ პალიტრას, საღებავებსა და მხატვრობის სხვა ატრიბუტებს.

სახლები, რომლებიც გამოჩენილი ახალციხელების სახელებს ინახავენ [ფოტო/ვიდეო]
მიხეილ იაძის ნახატები

მიხეილი 1943 წელს ომში გაიწვიეს. მას შემდეგ ჯარშ შვიდი წელი იმსახურა. 1950 წელს სწავლა დიაწყო გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე. სწავლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტმა მიხეილს შესთავაზა, დარჩენილიყო გორში და ემუშავა კათედრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, მაგრამ, მოხუცი მშობლების გამო, ახალციხეში დაბრუნდა.

პირველი ნახატი მას გორში დაუხატავს და ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტისთვის გადაუცია. ნამუშევარი – „სვიმონ მეფის მიერ გორის ციხის აღება„ დღესაც გორის უნივერსიტეტის კედელს ამშვენებს.

1954 წელს, ახალციხეში ჩამოსვლისთანავე, დაინიშნა ფიზკულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ. ახალციხეში გახსნა ტანვარჯიშის სექცია, სადაც თავად ასწავლიდა. მიხეილი საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონია ტანვარჯიშში. მოგვიანებით იგი ახალციხის სპორტსკოლის დირექტორი გახდა და პარალელურად მუშაობდა #1 სკოლაში, ფიზკულტურის მასწავლებლად.



მიხეილმა ბავშვობის დიდი ნაწილი ბებიის სოფელ მუსხში გაატარა, რაც მის მხატვრობაშიც აისახა. 1987 წელს ნამუშევრები, სახელწოდებით „მუსხი“ და „ხარება“, პარიზის თვითნასწავლი მხატვრების მსოფლიო გამოფენაზე წაიღეს საბჭოთა კავშირის სახელით.

„პარიზში ნახატებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ორი თვის განმავლობაში გამოფენაზე დარჩა“, – გვითხრა ზურაბმა.

მიხეილის ნახატების შეძენის მსურველთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, მის შთამომავლებს არც ერთი ნამუშევარი არ გაუყიდიათ.

„მე რომ ახალა რომელიმე სურათი გავყიდო, ეს მამაჩემის გაყიდვა იქნება იმიტომ, რომ თვითონ ცოცხალი აღარ არის“, – ამბობს ზურაბი.

მიხეილის ნახატები, ახალციხეში, რაბათის მუზეუმის მეორე სართულზე, ათი წლის განმავლობაში იყო განთავსებული. რაბათის რესტავრაციის დროს, ზურაბ იაძემ ნახატები სახლში გადაიტანა და დღემდე სახლში ინახავს.

2017 წელს ახალციხის მერმიამ მიხეილ იაძის სახლზე მემორიალური დაფა განათავსა.

ბოლო ნამუშევარი – „კურთხევა მეფის კარზე, როგორც მგოსანი“ იყო. ნახატის დასრულება მიხეილმა ვერ მოახერხა. 1985 წლის 22 მაისს მხატვარი ახალციხეში გარდაიცვალა.

მხატვრის სიკვდილის შემდგომ, დიდი გამოფენა მოსკოვსა და თბილისში მოეწყო. სამცხე–ჯავახეთში კი მხატვარი მესხ ფიროსმანად აღიარეს.

ახალციხეში, მ.კოსტავას 36–ში, მიხეილ იაძის უკვე მეხუთე თაობა ცხოვრობს. ახალციხეში ცენტრალური სტადიონი და ქუჩა მიხეილ იაძის სახელს ატარებს.

ვაჰრამ გაიფეჭიანი


მხატვარი ვაჰრამ გაიფეჭიანი დაიბადა ახალციხეში, 1879 წელს, მღვდლის, ლიტერატორისა და საზოგადო მოღვაწის ოჯახში. განათლება მიიღო 1888–1891 წლებში ახალციხის სასწავლებელში. ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰქონდა მხატვრობისადმი მიდრეკილება. ვაჰრამს ხელოვნებისკენ უბიძგა მისმა მეგობარმა, მასწავლებელმა, კომპოზიტორმა და მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელმა პოღოს ტერ–კარაპეტიანმა.

აქედან დაიწყო ვაჰრამის სერიოზული დაინტერესება ხელოვნებით. თავდაპირველად სწავლა დაიწყო მოსკოვის აღმოსავლური ენების ლაზარიანის აკადემიის ხელოვნების ჯგუფში, სადაც მხატვრობის კერძო გაკვეთილებს იღებდა. ვ.სურენიანცის ხელმძღვანელობით, ხატავდა აკადემიის სასწავლო თეატრის სცენის ფარდას, ქმნიდა სხვა დეკორატიულ ნამუშევრებს. ამასობაში მან დაამთავრა ლაზარიანის აკადემია და ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტში, სადაც ორი წელი სამედიცინოზე, შემდეგ კი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

სახლები, რომლებიც გამოჩენილი ახალციხელების სახელებს ინახავენ [ფოტო/ვიდეო]

ერთდროულად, 1902-1907 წწ. სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო, ქანდაკებისა და არქიტექტურის სასწავლებელში, ხელოვნების განხრით. ახალგაზრდა მხატვარმა ნამუშევრები პირველად 1907 წელს მოსკოვში გამოფინა, „დამოუკიდებელი მხატვრების გაერთიანების“ გამოფენაზე.

„იმ დროისათვის არსებულმა პრესამ გაიფეჭიანის ნამუშევრები დადებითად შეაფასა“, – გვითხრა „ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის ახალციხის შემოქმედთა კავშირის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე იგითხანიანმა.

1909 წელს ახალგაზრდა მხატვარმა დაამთავრა უნივერსიტეტი და მოსკოვში განაგრძო მუშაობა. საიმპერატორო დიდი თეატრებისთვის სასცენო დეკორაციებს ქმნიდა, კ.კოროვინის ესკიზებით.

საბოლოოდ, 1911 წელს ვაჰრამი დაბრუნდა ახალციხეში, სადაც ცხოვრობდა 1923 წლამდე. სწორედ სამშობლოში გატარებული წლები იქცა მისთვის ყველაზე ნაყოფიერ შემოქმედებით პერიოდად.

სამშობლოში ყოფნისას გახდა „სომეხ მხატვართა გაერთიანების“ წევრი. მონაწილეობდა მეგობრობის და „ქართველ მხატვართა გაერთიანების“ გამოფენებში, სადაც მისი ნამუშევრები დიდ მოწონებას იმსახურებდა. ვაჰრამის ძალისხმევით მოეწყო ფერმწერთა პირველი გამოფენა ახალციხეში.

ახალციხეში ცხოვრებისას იყო მევახშეც, რუსულ–სომხური დრამატული თეატრის და, ასევე, კინოთეატრის ხელმძღვანელი. მან საკუთარ სახლში მოაწყო ხელოვნების სტუდია, სადაც, დაახლოებით, 10–15 მოწაფე აიყვანა. მათ ასწავლიდა როგორც ფერწერასა და ფანქრით ხატვას, ასევე – ხელოვნების ისტორიას. სიცოცხლეშივე მიიღო „სსრკ–ის დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება.

ვაჰრამ გაიფეჭიანი 1960 წლის 30 ნოემბერს ერევანში გარდაიცვალა. მხატვრის პერსონალური გამოფენა, მისი სიკვდილის შემდეგ, რამდენჯერმე გაიმართა სომხეთში და ესტონეთში.

2011 წლიდან ახალციხეში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია – „ახალციხის ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის შემოქმედთა კავშირი“.

2012 წლიდან, ახალციხის მერიის გადაწყვეტილებით, ვაჰრამ გაიფეჭიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა მისი საცხოვრებელი სახლის კედელზე განთავსდა. ამგვარი მემორიალური დაფა არსებობს ქ. ერევანშიც. ახალციხეში მისი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ივერიელის 11 ნომერში.

ვაჰრამ გაიფეჭიანს ძალიან ჰყვარებია საკუთარი სახლის კედლებზე ხატვა. სომხეთში წასვლის შემდეგ, მისმა სახლმა ორი მესაკუთრე გამოიცვალა. ყოველმა მათგანმა სახლის ინტერიერი სრულად შეცვალა და კედლებზე შესრულებული ჩანახატები გადაღებეს ან ჩამოანგრიეს.

მხატვრის შემოქმედებაში გარკვეული ადგილი უკავია სამცხე–ჯავახეთის პეიზაჟებს, კერძოდ – ახალციხესა და აბასთუმანს. ამ თემებზე მან 20–მდე ტილო შექმნა.

ახალციხეში, „ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის შემოქმედთა კავშირში“ არცერთი მისი ორიგინალი ტილო არ ინახება, მაგრამ ალექსანდრ იგითხანიანს ჟურნალებიდან ამოჭრილი და ჩარჩოში აქვს ჩასმული მისი საუკეთესო ნამუშევრების რეპროდუქციები.

სერგო ქობულაძე


გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი და ფერმწერი სერგო ქობულაძე 1909 წელს ახალციხეში, დიდიმამიშვილის N32–ში დაიბადა ქობულაძე, 1925 წლიდან, თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. 1930–1932 წლებში კი მოსკოვსა და ლენინგრადში მუშაობდა, ხოლო 1938 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. 1931 წლიდან ქობულაძე თეატრის მხატვარი იყო. მან თბილისის საოპერო თეატრის დეკორატიული ფარდა მოხატა. ამავე პერიოდიდან იგი სისტემატურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო, ასევე საერთაშორისო გამოფენებში. სერგო ქობულაძე 1979 წელს გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ მას რუსთაველის სახელობის პრემია მიენიჭა. ასევე, დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით.

სახლები, რომლებიც გამოჩენილი ახალციხელების სახელებს ინახავენ [ფოტო/ვიდეო]

ახალციხეში დიდიმამიშვილის N32–ში მდებარე ბინა, ქობულაძეების ოჯახმა მაშინ დატოვა, როცა მხატვარი 5 წლის იყო. მესხეთიდან ქობულაძეები საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ.

ახლა ამ სახლში მაისურაძეები ცხოვრობენ. როგორც თავად გვიხსნიან, ეს სახლი 1980–იან წლებში იყიდეს. მანამდე კი, სხვადასხვა დროს, რამდენიმე მფლობელის ხელში იყო. სახლი რამდენჯერმე გაარემონტეს, ძველი კი მხოლოდ ქვის ფასადი დარჩა.

სანამ მემორიალური დაფა არ გაიხსნა, მაისურაძეებმა არც კი იცოდნენ, რომ მათ სახლში სერგო ქობულაძე ცხოვრობდა.

[თორნიკე ზაზაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვისი მემორიალური  დაფები გაიხსნა ახალციხეში
ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ
ახალციხეში სომეხი მხატვრის ვაჰრამ გაიფეჭიანის დაბადებიდან 140 წლის იუბილე აღნიშნეს
ახალციხეში ორი მემორიალური დაფა გაიხსნა [Photo]
ახალციხის ბიბლიოთეკაში მიხეილ იაძის ნახატების გამოფენა გაიხსნა [Photo]
სომეხ შემოქმედთა კავშირი – ახალციხის პეიზაჟებზე შეყვარებული მხატვრები [Photo/Video]
თამარაშვილის შთამომავლის სახლში შენახულმა მემორიალურმა დაფამ მუზეუმში გადაინაცვლა