FM97.5 / LIVE

ტრადიციული და განსაკუთრებული

მთავარიSK TV » რეპორტაჟი 02.06.2012
1 ივნისს სათხაში სათხას მაისის თავდაცვითი ბრძოლის 94 წლის იუბილე აღნიშნეს

 ტრადიციული და განსაკუთრებული

სოფლის დღესასწაულს სათხაში 2003 წლიდან ზეიმობენ. ადგილობრივების გარდა ამ დღეს მეზობელი სოფლებისა და მუნიციპალიტეტების მცხოვრებლების აღნიშნავენ. სათხას სტუმრები საქართველოსა და სომხეთის დედაქალაქებიდანაც ჰყავს.

ადგილობრივი მკვიდრები სტუმრებს მრავალფეროვანი კერძებით ეგებებიან. ზეიმი არა მხოლოდ სოფლის ქუჩებში, თითოეული მცხოვრების სახლშიცაა. სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებებიც მწვადის სუნის ფონზე, სოფლის სხვადასხვა ადგილას იმართება.

ტრადიცია არც წელს დარღვეულა. სოფლის ერთ ნაწილში ჭადრაკის მოყვარულები იყვნენ შეკრებილი. მოთამაშეებს შორის ყველა ასაკისა და სქესის ადამიანები ჩანდნენ.

საჭადრაკო მაგიდების შორიახლოს მკლავჭიდის ტურნირი მიმდინარეობდა. ხელის გადაწევაში ახალგაზრდები აზარტითა და ხმაურიანი შეძახილებით ეჯიბრებოდნენ.

ცოტა მოშორებით სათხას ზეიმისთვის ტრადიციად ქცეული ცხენების რბოლა იყო. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული 30-ზე მეტი მხედარი ხალხს თავის ბედაურს აჩვენებდა და ცდილობდა ის საუკეთესო მხრით წარმოედგინა.

მრავალრიცხოვან ხალხში ყურადღებას სომხურ ეროვნულ, ატმისფერ ტანისამოსში “ტარაზ” გამოწყობილი ქალი და მამაკაცი იპყრობდნენ. ესენი სათხის დღესასწაულის დაარსების ინიციატორი არტიუშ სანოსიანი და მისი მეუღლე იყვნენ. ისინი ხან ერთად, ხან კი ცალცალკე დადიოდნენ, მათ ირგვლივ ხალხი იკრიბებოდა და არტიუშ სანოსიანიც დღესასწაულის იდეაზე ყვებოდა.

არტიუშ სანოსიანი ისტორიკოსია. მის ნაშრომებს შორის ერთერთი 1918 წლის ბრძოლას ეძღვნება.

“თურქებმა თბილისამდე მისვლა სათხის გავლით გადაწყვიტეს. ისინი მოვიდნენ და სათხის შეიარაღებულ ძალებს გადააწყდნენ. ჩვენებმა თურქების დივიზიას მაშინ ისეთი ზიანი მიაყენეს, რომ მათ წინ წასვლა ვეღარ გაბედეს. შეტაკება ორი დღე გაგრძელდა, როცა იარაღი და მარაგები ამოიწურა, სათხელები იძულებული გახდნენ უკანდახევა დაეწყოთ, მაგრამ თან იბრძოდნენ და თურქების მე-5 დივიზიას თბილისისკენ წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ”, - უამბობს არტიუშ სანოსიანი მის ირგვლივ შეკრებილ ახალგაზრდებსა და ხანშიშესულ ხალხს.

ამ ბრძოლის დაწყებამდე სოფელში 3,250 ადამიანი ცხოვრობდა და მათგან მხოლოდ 700 გადარჩა. სათხას, რომელიც ისტორიულ ნაშრომებში სადალად არის მოხსენიებული, დაახლოებით 2000-წლიანი ბიოგრაფია აქვს.

არტიუშ სანოსიანი წიგნის “ახალქალაქისა და ახალციხის თავდაცვა 1918 წელს” ქართულად თარგმნას აპირებს. მისი თქმით, ქართველი კოლეგები და ნაცნობები საყვედურობენ, რომ ისტორიის ამ ნაწილის შესახებ არაფერი იციან.

ისტორიკოსი სიამაყით უამბობდა შეკრებილებს, როგორ უთხრა ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოსწავლეებს, რომ “1918 წელს ახალქალაქელმა სომხებმა თურქებს თბილისში შემოსვლის საშუალება არ მისცეს”.

ისტორიული ამბები ნინოწმინდისა და ახალქალაქის ანსამბლების სომხური სიმღერისა და ცეკვის აკომპანემეტის ქვეშ ჟღერდა.

სათხაში მხოლოდ ამ დღის მიხედვით შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ მას, ისევე როგორც ყველა სხვა სოფელს, უამრავი პრობლემა აქვს. ამ დღეს სათხელებს თავიანთ გასაჭირზე საუბარი არ უყვართ და ცდილობენ ის წელიწადში ერთ დღეს მაინც დაივიწყონ.

ამ დღეს ისინი უბრალოდ ჯგუფებად იყოფიან და სხადასხვა სახეობებში საკუთარი ძალების მოსინჯვას ცდილობენ. ერთი ჯგუფი ერთმანეთს სიმძიმეების აწევაში ეჯიბრებოდა. უფროსები ახალგაზრდებს თავიანთ ძალას აჩვენებდნენ და ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოუწოდებდნენ.

მურად ფალოიანი ამ შეჯიბრში პირველია.

“ამ დღეს მთელი წელიწადი ველოდებით. მხოლოდ ამ დღეს ვივიწყებთ ყველა საქმესა და პრობლემას. ეს განსაკუთრებული დღეა, სოფელი თავიდან იბადება”, - ამბობს იგი.

დღე განსაკუთრებით საზეიმო სოფლის ფეხბურთელებისთვის იყო, რადგან დღესასწაულის პატივსაცემად სოფელში საფეხბურთო მოედანი გაიხსნა. ფეხბურთელები აღფრთოვანებული იყვნენ არა მხოლოდ მინდვრით, არამედ საფეხბურთო ფორმებითაც. საფეხბურთო მინდორზე პირველი ბურთი საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქარაძემ გააგორა, რომელიც სათხის საპატიო სტუმრებს შორის იყო.

სათხელების თქმით, ეს დიდი და თავისებური დღესასწაული მათთვის განსაკუთრებულია. ამით ცდილობენ სოფლის ისტორია დავიწყებას არ მიეცეს.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტრადიციული და განსაკუთრებული

ბაქრაძის დაპირებები ნინოწმინდელებს

'ახალციხელობის' 21–ე ზეიმი დასრულდა
სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]
ახალციხეში საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნა
რატომ “ბერდება” სოფელი დამალა

ახალციხე საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლებს