FM97.5 / LIVE

'ზაფხულ – გრილი და ზამთარ თბილი' ოდა–დარბაზები [ვიდეო]

მთავარისიახლე, საზოგადოება, SK TV 13.07.2019
138 წლის ოდა – დარბაზს ახლა სარდაფად იყენებენ. ზოგი ოდა მიტოვებულია, ზოგი პირუტყვის სადგომადაა გადაქცეული. წინაპართა სახლები ბევრ მოგონებებსა და დარდებს ინახავენ.

'ზაფხულ – გრილი და ზამთარ თბილი' ოდა–დარბაზები [ვიდეო]

ერთ დროს ოდა–დარბაზების ერდოებზე მოხუცები მზეს ეფიცხებოდნენ, სიმინდი ხმებოდა, ლობიოს არჩევდნენ, პილპილების აცმა მძივებივით ეკიდა თოკებზე გასაშრობად გაკიდული ნაქსოვი ტანსაცმლის გვერდით.

აქ ახლა ბანიან სახლებს სარეველა ფარავს. მიდიხარ სოფლის ორღობეში, არაფერი ჩანს, ბალახი ბიბინებს და ბალახის ქვეშ შესაძლოა „ზაფხულ–გრილი და ზამთარ თბილი“ ოდა–დარბაზები იყოს.

ზურაბ კეღოშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიზაბავრას მკვიდრია. მას საცხოვრებელი სახლის გვერდით აქვს ოდა–დარბაზი, რომელსაც ამჟამად სარდაფად იყენებს. ამბობს რომ ოდა–დარბაზი 1881 წელს მისი საგვარეულოს აშენებულია და მასში რამდენიმე თაობას უცხოვრია.

„ ჩემი აკვანიც ირწეოდა ამ დარბაზში. აქ არის სამი განყოფილება, ორი დარბაზია და ერთი ოდა სახლი. ყველა ცალკე ოთახში ცხოვრობდა სამი ძმა. მასალაც ადგილობრივია, აქ ჩვენს ტერიტორიაზე ტყე იყო და ნაძვია გამოყენებული, გამძლე ხე. ახლა აქაურობას საწყობად ვიყენებ, მარნადაც. აქ ვაბინავებ ყველაფერს. ერთნაირი ტემეპერატურაა მაისის ბოლომდე, კარგად ინახება ხილი და კარტოფილი“, – ამბობს ზურაბ კეღოშვილი.



ასმათ ხაზალაშვილიც სოფელ ხიზაბავრას მკვიდრია. მასაც აქვს ოდა–სახლი, რომელსაც რესტავრაციას უპირებს, ამბობს რომ ამით ტურისტებს უფრო მიიზიდავს. ის ოდა – სახლების აშენების ისტორიას გვიყვება.

„სოფელში მშენებლობა აუცილებლად მიწაში მიმდინარეობდა, ეს იყო ოდა სახლები. მესხეთის მკაცრი კლიმატის გამო სახლებს მიწაში აშენებდნენ. ამასთანავე წყობა ისე იყო, რომ საცხოვრებელი და საქონლის სადგომი ახლოს ყოფილიყო, რადგან სითბო გამოსულიყო. ოჯახები მჭიდროდ იყო დასახლებული, თითქმის ერთმანეთზე გადაბმული, ერდოებიც ისე იყო რომ ერთმანეთისგან ვიწრო გასასვლელი ჰყოფდა . დიდი ოჯახებს ჰქოინდათ დარბაზები და ჰქონდათ ოდა–სახლებიც. ოდა პატარა იყო. დარბაზი კი დიდი. ეს სახლები იყო ზაფხულ გრილი, ზამთარ თბილი“, – ამბობს ასმათ ხაზალაშვილი.



ოდა სახლებს, როგორც ადგილობრივებმა მითხრეს დაახლოებით მეტრ–ნახევარის სისქის კედლები აქვს, ამიტომაც არის რომ ძროხის სადგომის სუნი დარბაზში ვერ აღწევს.

ოდების შენებისას ლურსმანი არ არის გამოყენებული, ხეები ისეა გათლილი, რომ ერთმანეთშია ჩამჯდარი. ასევე სახლის ძელები ერთიანი ხეა, არსადა გადაბმული. ოდები მშრალი თეთრი მიწითაა გალესილი.

ყველა ოდა სახლში ბუხრის გარდა არის ფურნეც. ფურნის პატარა გამოსაღებს, სადაც ჰაერმა უნდა იტრიალოს სუნდური ჰქვია. ხოლო იმ ადგილს, სადაც ცეცხლი ანთია ჩილაღურს ეძახიან, ფურნიდან ხის გამოსაღებს კი ნიჩაბს.

ჰოდა, ცხვებოდა ამ ოდა – დარბაზებში ადგილობრივების მიერ მოწეული ხორბლისგან მესხური პური. გვერდით აკვანი ირწეოდა და ნელ–ნელა, როგორც აკვანი შეცვლა ეტლმა,თაობებმა ბანიანი ოდებიდან შიფერით გადახურულ სახლებზე გადაინაცვლეს. არტახებიანი აკვნები და ერდოიანი ოდა–დარბაზები ახლა ექსპონატებად იქცნენ და დამთვალიერებლებს ელოდებიან.

[გულო კოხოძე, ნანა ინასარიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ორსაუკუნოვანი მესხური დარბაზები ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]
ახალციხის მერია სარდაფებში სპორტულ დარბაზებს გააკეთებს
ლეგენდების სოფელი
პატარა პამაჯში საცხოვრებელი სახლი იწვის [photos/Video]
ახალციხეში ნახანძრალი რვა ოჯახიდან ორს ვერ დაეხმარებიან
პავლე ათუნაშვილი ვალეში მესხური ოდის რეაბილიტაციისთვის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]